© ანი რეხვიაშვილი

თბილისის "ლოკომოტივი" ბოლნისის "ყოჩებთან" მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 23 ქულას აგებდა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში 24 უპასუხო ქულის აღება მოახერხა და სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა.

დიდი 10-ის VIII ტური „რაგბი პლატოზე“ აუტსაიდერების დაპირისპირებით გაგრძელდა. ლელოუხვი და დრამატული მატჩის დებიუტში ლაშა გედეხაურმა და თემურ სოხაძემ ჯარიმები გაცვალეს. მე-11 წუთზე გედეხაურს ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა თამაშის განახლებიდან რამდენიმე წამში "ყოჩებმა" შეცდომა დაუშვა, რითაც ზურაბ ძნელაძემ ისარგებლა და მატჩის პირველი ლელო გაიტანა. გედეხაურს ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა.

ტაიმის შუაში ბოლნისელებმა წნეხი გააძლიერეს, მეტოქე 5-მეტრიან ზოლში რამდენჯერმე დააჯარიმეს. სწრაფი გათამაშების შემდეგ სოხაძემ ვაჟა მამულაშვილს ოფლოუდი გაუხერხა და ძელებშუა შეუშვა, სოხაძემ კი გარდასახვით მასპინძლები 10:8 დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი გეგენავამ საკუთარი გუნდი ლელოსგან თავგანწირული თამაშით იხსნა, მერე კი "ყოჩებმა" სამი ლელოს გატანა მოახერხა. 43-ე წუთზე ელგუჯა კიკვაძემ საკუთარ 22-თან დერეფნის შემდეგ მიიღო ბურთი, ცრუმოძრაობის შემდეგ ხაზი სუფთად გაჭრა და 80-მეტრიანი რეიდი ლამაზი ლელოთი დაასრულა.

გავიდა რამდენიმე წუთი და "ლოკომოტივი" შეცდა. ბურთი ნიკა ჩხიკვაძემ აიტაცა და მცველის მცდელობის მიუხედავად, ლელომდე 40 მეტრი ირბინა. 56-ე წუთზე ნიკა ბიწაძე დარჩა მცველთან ერთი-ერთზე, გაექცა და მესამე ლელო მიითვალა. სოხაძემ სამივე გარდასახა. ანგარიში 31:8 გახდა და მატჩმაც თითქოს ინტერესი დაკარგა.

"ყოჩებმა" გამარჯვების ნაადრევად ირწმუნა და მოეშვა, "ლოკომოტივმა" კი სწორედ ამ დროს მოუმატა და პრაქტიკულად წაგებული თამაში შემოატრიალა. ძნელაძემ რაქიდან მოულოდნელად მოკლე ფრთაზე შეუტია და სანამ მცველები გონს მოეგებოდნენ, წითელ ზოლს უწია, ლელოში კი ბურთი ფარნავაზ გასვიანს შეაყოლა. 65-ე წუთზე ზვიად მაისურაძემ თავისი ნახევრიდან შეუტია და რამდენიმე მეტრი მოიგო, თან ფრთაზე უპირატესობა შექმნა, გედეხაურს გადაცემა არ დაუგვიანა და მანაც ლელომდე ირბინა.

75-ე წუთზე თბილისელებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენეს და ის ლელოთი ირაკლი ქვათაძემ დაასრულა. გედეხაურმა სამივე გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, ბოლო შეტევისას კი "ლოკომოტივმა" ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც გედეხაურმა 3 ქულად გარდასახა და საკუთარ გუნდს 32:31 მოაგებინა.

შედეგად, "რკინიგზელები" 14 ქულით მე-7 ადგილზე აღზევდნენ, "ყოჩებს" კი ბონუსი ერგო და 12 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
"ლოკომოტივმა" "ლელო-სარასენსი" გაწითლებულ დროში დაამარცხა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "ხარებს" მოუგო
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია - მეოთხედ!
"არმაზმა" ჩემპიონს სძლია და საჩემპიონო რბოლას გამოთიშა
დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5
დიდი 10 ჩხუბით და "ლოკომოტივის" გამარჯვებით განახლდა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა
დიდი 10: "ბათუმმა" სტუმრად "ყოჩებს" სძლია