22 წლის სერხიო აგუერომ განაცხადა თუ არა მადრიდის "ატლეტიკოდან" წასვლა მინდაო, "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" გააქტიურდნენ
არგენტინელმა ვარსკვლავმა, დიეგო მარადონას სიძემ, 22 წლის სერხიო აგუერომ განაცხადა თუ არა მადრიდის "ატლეტიკოდან" წასვლა მინდაო, "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" გააქტიურდნენ. ფეხბურთელს, რომელსაც "ატლეტიკო" 45 მილიონ ევროზე ძვირად აფასებს, მადრიდის "რეალიც" ეპატიჟება, თუმცა, ინგლისში ჭორაობენ, რომ ისტლენდელები და დასავლეთლონდონელები მადრიდელებზე უფრო დაუნანებლად გაიკრავენ ჯიბეზე ხელს.

აგუერომ "ატლეტიკოდან" წასვლის სურვილი გულშემატკივარს საკუთარი ვებ-გვერდის საშუალებით გაანდო.

"დიდი ხნის წინ დავდე პირობა, რომ თუკი ოდესმე "ატლეტიკოდან" წასვლას გადავწყვეტდი, ამას საჯაროდ განვაცხადებდი. როგორც ხედავთ, სიტყვას არ ვტეხ.

გულწრფელად მოგახსენებთ, "ატლეტიკოდან" წასვლა მიჭირს. გადაწყვეტილება იოლად არ მიმიღია. ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ, საბოლოოდ ვამჯობინე, საკუთარ თავს ყველაფერში გამოვტყდომოდი. საქმე კი ის გახლავთ, განვითარების ზედა ზღვრისთვის ჯერ არ მიმიღწევია. საამისოდ, ახალი გამოწვევა მჭირდება. "ატლეტიკოში" ხუთი წელიწადი გავატარე და ვატყობ, რომ ეს ეტაპი უკვე დაძლეულია. ჯერ 23 წლის ვარ, ყველაფერი წინ მაქვს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ სპორტული მოტივებით არის ნაკარნახები. ფინანსური მხარე არაფერ შუაშია. და მაინც, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კლუბს, რომელმაც სცადა ჩემთვის მსოფლიოს უმდიდრესი კლუბების მსგავსი ხელფასი შემოეთავაზებინა".

ამ განცხადების კვალდაკვალ ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ აგუეროს ყიდვა "მანჩესტერ სიტისთვის" იდეალური ვარიანტი იქნებოდა - ისტლენდელებს ხომ კარლოს ტევესი წაუვათ და ახალი ლიდერი სჭირდებათ. ამასთან, ამბობენ, რომ აგუეროს ფანია "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩიც, რომელსაც, თურმე, არგენტინელის ფერნანდო ტორესთან შეთამაშება ამოუჭრია გულში მიზნად.

აგუერომ "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 2006 წლის შემდეგ 100 გოლზე მეტი გაიტანა. იანვარში მან მადრიდის გუნდთან 2014 წლამდე ახალი ხელშეკრულებაც კი გააფორმა და კლუბის ვიცე კაპიტნადაც აირჩიეს. არგენტინელმა თქვა, რომ კლუბისთვის მისი წასვლის სურვილი სიახლეს არ წარმოადგენს. მას "ატლეტიკოს" შეფებთან ამ საკითხზე ახალი ხელშეკრულების გაფორმების დროს ულაპარაკია და მათგან გარანტია მიუღია, რომ ხელს არ შეუშლიდნენ.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"