საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში დღეს გასვლაზე ხორვატიას დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, "ჯვაროსნებმა" ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სტუმრად შვეიცარიასთან მარცხით დაასრულეს.

ჩვენ ვეტერან ქართველ ფეხბურთელ რევაზ ძოძუაშვილს დავუკავშირდით, რომელსაც ეროვნული ნაკრებისა და ახალგაზრდულის თამაშის შეფასება ვთხოვეთ.

ძოძუაშვილმა კომენტარი მსაჯობაზე და გიორგი დევდარიანის განცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

"დღევანდელი თამაში ხორვატიასთან ძალიან საინტერესო იქნება. მათ ძალიან კარგი ნაკრები ჰყავთ და კარგ მატჩს ველი.

არის თუ არა წინსვლა? ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი უფრო კარგად გამოიყურება. შეიძლება რეიტინგში წინ ვერ წავიწიეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი გამოსწორდა. სასიამოვნო მომენტია ასევე ისიც, რომ კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მწვრთნელთა შტაბი და სელექცია კარგად მუშაობს.

ჩვენი ფეხბურთელები რუსეთის და სხვა ევროპულ ჩემპიონატებში საკმაოდ კარგად გამოიყურებიან. ბოლო თამაშებმა გვაჩვენა, რომ ყველა რგოლში წინსვლა შეინიშნება. დაცვა საკმაოდ კარგია. დაცვიდან შეტევაშიც ნორმალურად გადავდივართ და ა.შ...

ფიზიკური და ტექნიკური მხარე ასევე გაუმჯობესებულია. რატომ? შეტევაში სწრაფად გადასვლა შეგვეძლო და უცებ ჩვენი ფეხბურთელები უფრო მეტნი აღმოჩნდებოდნენ. როდესაც მეტოქე გვიტევდა, დაცვაში უმალ ჩვენები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე მათი შემტევები.

იმას არ ვამბობ, რომ სასწაულად კარგები ვართ, მაგრამ მაგალითად, შარშანდელი ნაკლოვანებები გამოსწორებულია.

- გიორგი დევდარიანმა თქვა, რომ წინსვლა არ იგრძნობა... ანუ მას არ ეთანხმებით?

- არ ვეთანხმები. შემიძლია მას შევთავაზო, რომ ავიღოთ რომელიმე ბოლო თამაში, დავსხდეთ რომელიმე ტელევიზიის ეთერში და ნაკრების პლუსები და მინუსები გავარჩიოთ.

საიდან ჩანს ნაკრების კარგი მომზადება, იცით? გუნდს შეეძლო, რომ მომზადება თბილისში გაევლო, მაგრამ 4-5 დღით ისინი გერმანიაში იმყოფებოდნენ.

იქ მობილიზაცია უფრო მეტადაა შესაძლებელი და მოდუნებით ფეხბურთელები ვერ მოდუნდებიან. მწვრთნელთა შტაბმა აშკარად ამით ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა...

- ბოლო დროს ბევრი ადამიანი საუბრობს იმის შესახებ, რომ მსაჯები გვჩაგრავენ... რას იტყოდით ამის შესახებ?

- დღევანდელი ფეხბურთის ტექნიკური მხარე გვაძლევს საშუალებას, მომენტი ყველა კუთხიდან განვიხილოთ.

უკვე სირცხვილია ამ თემაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან... მაშინ გამოდით და ტელევიზიით გამოიტანეთ ფაქტები, რომ მსაჯი ვინმეს ეხმარება.

ყოველთვის წაგებული გუნდი, ჩვენი იქნება თუ სხვა, გასამართლებელ მიზეზებს ეძებს და მარცხს ძირითადად მსაჯებს აბრალებენ, მაგრამ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ამ თემაზე საუბარი უკვე სირცხვილია.

გუშინ ახალგაზრდულ ნაკრებს შეეძლო, რომ მინიმუმ ქულა აეღო სლოვაკეთთან და ბიჭებმა მართლაც კარგად ითამაშეს, მაგრამ გავიხსენოთ სათადარიგოთა სკამზე მომხდარი ხულიგნური ფაქტები. ესეც მსაჯის ბრალი ხომ არ იყო?!

მსაჯობიდან უკეთესს ნუ ელოდებით. ფეხბურთში საერთოდ ძალიან ძნელია სიმართლე დაამტკიცო, მით უმეტეს, რომ უკვე არაერთი რაკურსით შეგიძლია გაარჩიო მომენტი", - აღნიშნა ძოძუაშვილმა.

არტაგი
რევაზ ძოძუაშვილო ძალიან კარგად იცი რომ მართალი არ ხარ, მაგრამ ეხლა ასე გჭირდება საუბარი!!!... მსაჯები ქართველებს ჩაგრავდნენ და ჩაგრავენ!...მერმის რა იქნება ამას ვნახავთ!....
irakli
ქართული კლუბები ჭაობში არიან, ესპანეთის მეათე ლიგა გვჯობია,დევდარიანი მართალია ილუზიაში ცხოვრობა ვინც იძახის ფეხბურთი ვითარდებაო
გრიგოლ1408
რამდენი წლისაა.ეგ ცოტას ხომ არ .........
Bugha
არა გვასულელებს ეს ხალხი რა,თამაშებს ერთი მეორის მიყოლებით ვაგებთ და წინსვლა არისო იძახიან.ამ ფეხბურთში კორუმპირებულ სუბიექტს ნუ ეკითხებით ქართული ფეხბურთის მომავალს გთხოვთ.
არა მკითხე მოამბე
ერთი ამის პრაფესორობამ კიდე ტვინი წაიღო რა!! ხომ იყავი მწვრთნელი?! რა მიღწევები გქონდა ერთი?!
gio
რა მოსაგები თამაში სლოვაკეთთან, სხვა თამაშს ხომ არ უყურე?)))
კობა
ბოდიში ბატონო რევაზ რომ ახალგაზრდები ერთი თავით მაღლა არ დგანან ფრანგებზე რომ მიუხედავად მსაჯის დახმარებისა შეძლონ გამარჯვება. და რო იძახით სლოვაკიასთან ფრე უნდა ეთამაშად ვერ დაგეთანხმებით. ფრე ფრანგებთან უნდა ყოფილიყო. და სლოვაკებთან მოსაგები თამაში იყო. ბრძოლა იყო და მცველმა ბ უ რ თ ზ ე ითამაშა. 4 ქულა ზუსტად მსაჯებმა დაგვაწერეს. თუ მასე არაა. თქვენ თვითონ ფეხბურთელი ბრძანდებით და იცით როგორ მოქმედებს უსამართლო მსაჯობა მოთამაშეებზე. რა გახდა მასეთი რომ ერთხელ მაინც გააპროტესტოს ფედერაციამ? კობიაშვილი ხომ უეფას დელეგაციასთანაა ახლა. გამოიყენოს შანსი.
ლაშა
სლოვაკებმა სამივე ბურთი კაცური გაიტანეს, პირველი გაძევებაც სწორი იყო იმიტომ რომ ფეხი უკნიდან ჩაარტყა და მეორე ბარათი აიკიდა. დაანებეთ თავი სხვების ბრალეულობის ძებნას და მეტი დისციპლინა შეიძინეთ.
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს
დემბელემ გოლის აღნიშვნისას "კვარას" მიბაძა და განცხადება გააკეთა
ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
რევაზ ძოძუაშვილი: უკვე ამდენი ხანია, ამას ვყვირი!..
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე