ლონდონის "ტოტენჰემის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არ სჭირდება ახალი ფეხბურთელების დამატება და მომავალში ახალი შეცდომების დაშვებსაც აპირებს.

"პირველ რიგში, მაურისიოზე უნდა ვთქვა. მინდა მას მივულოცო იმ სამუშაოს გამო, რაც აქ ჩაატარა. ეს კლუბი ყოველთვის იქნება მისი სახლი. ეს საწვრთნელი ბაზა ყოველთვის მისი იქნება და შეუძლია ნებისმიერ დროს მოვიდეს. მაურისიოსთვის კარები ყოველთვის ღიაა. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ის ბედნიერებას იპოვის. ის კვლავ მოძებნის ახალ კლუბს და წარმატებას მიაღწევს. "ტოტენჰემში" მისი ნახვა ყოველთვის გაუხარდებათ.

საშობაო საჩუქარი ახალი ფეხბურთელების სახით? საუკეთესო საჩუქარი არის აქ არსებული ფეხბურთელები. ახალი ფეხბურთელები არ მჭირდება, ეს შემადგენლობა ძალიან კარგია.

დრო დამჭირდება, რომ თითოეულ მათგანს გავეცნო. ამ ფეხბურთელებს ხშირად ვხდებოდი, თუმცა ეს საკმარისი არაა.

არ მინდა "ტოტენჰემში" დიდი ცვლილებების გაკეთება. ყოფილი სამწვრთნელო შტაბის სამუშაოს პატივს ვცემ, რომელიც 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ჩემთვის ეს 11 თვე წარმატებულად გავიდა. ეს ის პერიოდი იყო, რომლის განმავლობაში შემეძლო მეფიქრა, ანალიზი ჩამეტარებინა და ახალი გამოწვევებისთვის მზად ვყოფილიყავი.

შენ არასდროს კარგავ საკუთარ დნმ-სა და ინდივიდუალურობას. შენ ხარ ის, ვინც ხარ და ეს ეხება როგორც კარგ, ისე ცუდ მხარეს. ვიცი, რომ წარსულში შეცდომები დავუშვი და მათ აღარ გავიმეორებ. ახალ შეცდომებს დავუშვებ. უფრო ძლიერი გავხდი, ემოციური თვალსაზრისიდან გამომდინარე. მშვიდად ვარ და მოტივირებული. ვფიქრობ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ფეხბურთელებმა ეს იგრძნეს და ხედავენ, რომ მუშაობა და მათი მხარდაჭერა მსურს", - ციტირებს მოურინიოს Sky Sports-ი.

ზაზა
წინ ჟოზე, მაგარი კაცი ხარ, მაგარი გუნდია, წარმატებები
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ