კამერუნის ნაკრების ფეხბურთელის აზრით, "უემბლის" ფინალი საოცარი იქნება და ჩემპიონთა ლიგის თასს მისი ყოფილი გუნდი აღმართავს
კამერუნის ნაკრების ფეხბურთელის აზრით, "უემბლის" ფინალი საოცარი იქნება და ჩემპიონთა ლიგის თასს მისი ყოფილი გუნდი აღმართავს.

სამუელ ეტოო იმედოვნებს, რომ მისი ყოფილი კლუბი, "ბარსელონა" შაბათს საღამოს "უემბლიზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაამარცხებს.

"ინტერის" ფორვარდისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტიტული უცხო არაა - ორჯერ "ბარსელონას" შემადგენლობაში მოუგია და ერთხელ "ინტერის".

მან 2009 წლის რომის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა და იმედოვნებს, რომ კატალონიელებისთვის ისტორია განმეორდება.

"ფინალში "ბარსელონას" ვუგულშემატკივრებ, რადგან იქ კარგი მეგობრები მყავს. ასე რომ, ჩემი გული მათთან იქნება.

დიდი იმედი მაქვს, რომ "ბარსელონა მოიგებს. მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება. 2009 წლის ფინალის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედიც" გაძლიერდა და "ბარსელონაც". იმედი მაქვს, საოცარი ფინალი იქნება", - თქვა ეტოომ.

შემდეგ ეტოომ ლიონელ მესი ახსენა და თქვა, რომ "ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია".

კამერუნელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხავიერ ერნანდესიც შეაქო და დასძინა, რომ ის ბრწყინვალე სეზონს ატარებს.

"იმედი მაქვს ის ფინალში თამაშით სიამოვნებას მიიღებს, რადგან ეს სეზონის დასასრულის საჩუქარია და არავინ იცის, კიდევ როდის მიეცემა ასეთი შანსი", - თქვა ეტოომ.

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა