24 ნოემბერს კასპში ცენტრალური სტადიონის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან, კასპის მაჟორიტარ ირაკლი მეზურნიშვილთან და კასპის მუნიციპალიტეტის მერ მანუჩარ მერებაშვილთან ერთად დაესწრო.

გახსნის საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სხვა სტუმრებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

"დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სულ რაღაც 2 წლის წინ, როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, ამ სტადიონის მაშინდელი მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ ამ ადგილზე არაჩვეულებრივ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას გავაკეთებდით და როგორც ხედავთ, ეს პირობა შესრულებულია.

ეს სტადიონი აშენდა, პირველ რიგში, იმ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც უყვართ ფეხბურთის თამაში. ეს ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ბავშვებთან ერთად სხვებიც ჩავრთოთ ფეხბურთში და ჯანსაღად ცხოვრების საშუალება მივცეთ. ჩვენი პრიორიტეტი და მთავარი მიზანი სწორედ ესაა.

მეამაყება, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არაჩვეულებრივი პროექტი განახორციელა, რომელიც კარგად გვაჩვენებს, თუ რისი შექმნა შეგვიძლია ერთობლივი მუშაობით.

აქ მყოფ თითოეულ ჩემს მეგობარს, რომლებსაც ამ პროექტის განხორციელებაში დიდი როლი მიუძღვით, მსურს, რომ მადლობა გადავუხადო. მათთან ერთად მადლობას ვუხდი ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან სტადიონის აშენების იდეა სწორედ მათგან წამოვიდა. წარმატებას ვუსურვებ ყველა აქ მოსულ გულშემატკივარს და რა თქმა უნდა, ბავშვებს".

კასპის ცენტრალური სტადიონის გახსნის ღონისძიებას სფფ-ის წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ კასპის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ ვეტერანებსა და თბილისის "დინამოს" ვეტერანებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

კასპის ცენტრალური სტადიონი რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა და პრესლოჟა მოეწყო, დაიგო უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი, დამონტაჟდა განათების სისტემა და განახლდა სპორტული სკოლის შენობა, რომელიც ადმინისტრაციულ ნაგებობას და გასახდელებს მოიცავს. ახალი სტადიონის ტერიტორიაზე ერთი სტანდარტული ზომის და ერთი მინი-მოედანია.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

გიორგი
მშვენიერი იქნებოდა ბუნებრივი საფარი რომ დაეგოთ!!!
DAVE
მშვენიერია. ამდენი მოედანი და ინფრასტრუქტურა რაც ეხლა კეთდება, აუცილებლად მოიტანს შედეგს, ფეხბურთზე მოსიარულე ბავშვთა რაოდენობა მოიმატებს, წამოვა ნიჭიერი თაობა, თან ასეთ მშვენიერ პირობებში ვარჯიში სანატრელია ყველასთვის.
ზაზა
მადლობა ლუნას
Misha
Gamxdara kaspis "gantiadi" 1-2 welshi umagles ligashi gadamsvlelta siashi da egaa)))
Zaza
გუნდიც გაგეკეთებინოთ
romandro
ddgfdf
ერთი არასტანდარტული მოედანი ხომ არ აკლია?გილოცავთ კასპელებო.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"