"ჰეინიკენის" კვლევის თანახმად, ყოველ მეორე მამაკაცს ადრიანა ლიმასთან პაემანს "უემბლიზე" ფინალის ხილვა ურჩევნია
ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა სპონსორმა "ჰეინიკენმა" საერთაშორისო კვლევა ჩაატარა, რომელშიც მსოფლიოს 15 ქვეყნის 5638 მამაკაცი მონაწილეობდა. გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ მათგან უმეტესობას სუპერმოდელთან პაემანს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალზე დასწრება ურჩევნია.

კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეორე მამაკაცი სიამოვნებით გადადებს პაემანს ისეთ ქალთანაც კი, როგორიც ბრაზილიელი მოდელი ადრიანა ლიმაა, ოღონდ კი "უემბლიზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში საყვარელი გუნდის გამარჯვების მომსწრე გახდეს.

ახალი არაა, რომ ფეხბურთისადმი მამაკაცური ვნება მათი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე დიდ გავლენას ახდენს. გამოკითხვის შედეგად დადგინდა იმ მოვლენათა ჩამონათვალი, რასაც მამაკაცთა დიდი ნაწილი ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანახავად უკანა პლანზე გადაწევდა. მათ შორის აღმოჩნდა: მეგობრებში ქეიფი, საცოლის მშობლების გაცნობა, მნიშვნელოვანი შეხვედრა ბოსთან და საჭირო ვიზიტი ექიმთან.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით, "ჰეინიკენი" მომავალ საპატარძლოებს ურჩევს, ქორწილის დღე ჩემპიონთა ლიგის ფინალს არაფრით დაამთხვიონ, რადგან ყოველი მეხუთე ესპანელი და ბრაზილიელი მამაკაცი მზადაა, საკუთარი ქორწილიც კი გააცდინოს, რათა საყვარელი გუნდის თამაშს უყუროს.

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა