ფიფამ ოთხ ფუნქციონერზე, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატ მოჰამედ ბინ ჰამამზე გამოძიება დაიწყო
ფიფამ ოთხ ფუნქციონერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ფიფას ვიცეპრეზიდენტ ჯეკ უორნერის და ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატ მოჰამედ ბინ ჰამამის ჩათვლით. გამოძიებას მას შემდეგ დაიწყო, რაც CONCACAF-ის გენერალურმა დირექტორმა ჩაკ ბლეიზერმა ისინი მექრთამეობაში დაადანაშაულა.

ბლეიზერი ამტკიცებს, რომ ფიფას ეთიკური კოდექსი ბინ ჰამამის უორნერთან შეხვედრისას დაირღვა, რომელიც 10-11 მაისს გაიმართა და ფიფას პრეზიდენტის მომავალ არჩევნებს მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ მომავალ არჩევნებში ბინ ჰამამი მოქმედი პრეზიდენტის ზეპ ბლატერის ერთადერთი კონკურენტია.

"2011 წლის 24 მაისს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა და CONCACAF-ის გენერალურმა მდივანმა ჩაკ ბლეიზერმა ფიფას გენერალურ მდივანს ჯერომ ვალკეს ფიფას ეთიკური კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ შეატყობინა, რომელიც ჩინოვნიკებმა ჩაიდინეს.

კერძოდ, მოხსენებაში ნახსენები იყო კარიბის საფეხბურთო კავშირის (CFU) საგანგებო სხდომა, რომელიც 2011 წლის 10-11 მაისს გაიმართა და ჯეკ უორნერის და ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრის ბინ ჰამამის მიერ იყო ორგანიზებული. ეს შეხვედრა ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მომავალ არჩევნებს უკავშირდებოდა.

იმ ფაქტებზე, რომელიც ამ მოხსენებაშია წარმოდგენილი და მექრთამეობაში ბრალდებებს შეიცავს, ფიფას გენერალურმა დირექტორმა ჯერომ ვალკემ ეთიკური კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე საქმის გახსნა მოითხოვა", - ნათქვამია ფიფას პრესცენტრის ოფიციალურ პრესრელიზში.

მომზადებულია championat.ru-ს მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა