<p>გერმანიის ნაკრებს ურუგვაისთან, აზერბაიჯანთან და ავსტრიასთან შეხვედრებისთვის სვენ ბენდერიც გამოაკლდა <br> მიხაელ ბალაკს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ყურადღებას აღარ აქცევს, ბასტიან შვაინშტაიგერი ტრავმირებულია, სამი ხედირას თამაში კი, ბუნდესგუნდის მოახლოვებულ მატჩებში უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ საკადრო პრობლემების ფონზე, იოგისთვის ორმაგად სამწუხაროა ის, რომ გერმანიის ნაკრებს ურუგვაისთან, აზერბაიჯანთან და ავსტრიასთან შეხვედრებისთვის დორტმუნდის „ბორუსიას“ საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერიც გამოაკლდა.</p><p>გერმანიის ჩემპიონის მთავარმა ექიმმა მარკუს ბრაუნმა გერმანიის ნაკრებში მომუშავე კოლეგა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტს გუშინ შეატყობინა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი სასწრაფოდ საოპერაციო გახდა. ბენდერმა უკვე გაიკეთა ოპერაცია. ბენდერს ბუნდესგუნდში აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ შვაინშტაიგერისა და ხედირას არყოფნაში, მნიშვნელოვანი როლი დაეკისრებოდა. ახლა კი, ლიოვის განკარგულებაში მხოლოდ სამი ჯანმრთელი საყრდენია: ტონი კროოსი (ბაიერნი), სიმონ როლფესი (ლევერკუზენი) და კრისტიან ტრეში (შტუტგარტი).</p><p>სვენ ბენდერი, რომელმაც გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 31 მატჩი ჩაატარა (კიკერის საშუალო შეფასება: 2.72), სრული დატვირთვით ვარჯიშს ზუსტად ერთ თვეში დაიწყებს. ლიოვი დღეს გადაწყვეტს, გამოიძახოს თუ არა ახალი საყრდენი ნახევარმცველი.</p>
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"