"მილანის" სატრანსფერო სიახლეები იტალიურ საფეხბურთო საზოგადოებაში უდიდეს ინტერესს იწვევს: გალიანიმ ბოატენგი და პალოსკი გამოისყიდა
"მილანის" სატრანსფერო სიახლეები იტალიურ საფეხბურთო საზოგადოებაში უდიდეს ინტერესს იწვევს. ლომბარდიული გრანდის მესვეურები უკვე შეუდგნენ აქტიურ მუშაობას და სათქმელიც ბევრი დაგროვდა. ყველაზე მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ ანდრეა პირლო ჩავიდა ტურინში და "იუვენტუსთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. კარგა ხნის წინ გაცხადდა, რომ ანდრეა "ბიანკონერის" მაისურს მოირგებდა, მაგრამ კონტრაქტზე ხელის მოწერის ფაქტზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. პირლოს ხელშეკრულებას სამი წლის განმავლობაში ექნება ძალა და 2014 წლის 30 ივნისს დასრულდება. ამ საკითხზე "იუვეს" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ისაუბრა:

"ანდრეა პირლო მსოფლიო დონის ვარსკვლავია და მისი დამატებით გუნდი საგრძნობლად გავაძლიერეთ. "მილანს" სურდა ანდრეას შენარჩუნება და შესთავაზა კიდეც ახალი კონტრაქტი, თუმცა მან ჩვენთან გადმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი? - ერთი, რომ ლომბარდიელებმა მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი დაუდეს მაგიდაზე, თანაც შემცირებული ხელფასით და მეორე, პირლო დიდი სიმპატიებით არის განწყობილი "იუვენტუსის" მიმართ და ჩვენთან თამაშის პერსპექტივამ მოხიბლა. ეს არც არის გასაკვირი, "იუვეში" ხომ ნახევარი იტალიის ნაკრებია თავმოყრილი და ანდრეას ყველანი დიდი სითბოთი მიიღებენ".

ადრიანო გალიანიმ დაადასტურა, რომ პირლოს მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა და თანაც შემცირებული ხელფასით - სწორედ ამის შემდეგ მიიღო ანდრეამ საბოლოო გადაწყვეტილება და ტურინს მიაშურა. ღიად რჩევა კიდევ ერთი ვეტერანის, კლარენს ზეედორფის საკითხი, რომელიც პირლოსი არ იყოს, კოლოსალურ გასამრჯელოს იღებს და "როსონერის" მესვეურებს მისი შემცირება სურთ - ამ საკითხზე გალიანი შემდეგს აცხადებს: "კლარენსს უახლოეს პერიოდში შევხვდები და ყველაფერზე დეტალურად დავილაპარაკებთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ მასთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმოთ და იმედია, ეს ასეც მოხდება. ხელფასების შემცირების პროცესი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს შეეხო, რომლებიც განსაკუთრებულად დიდ გასამრჯელოს იღებენ - ეს მიშელ პლატინის რეფორმამ გვაიძულა, რომელიც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გასავალი მეტი გვქონდეს, ვიდრე შემოსავალი. რაც არ უნდა უსასყიდლოდ უნდოდეს სილვიო ბერლუსკონის კლუბში ფულის ჩადება, ამას უბრალოდ ვერ გააკეთებს. ამიტომ, გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო იმისთვის, რომ შემდეგ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურები ვიყოთ".

გალიანიმ "ჯენოას" პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზისთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომლის შემდეგაც ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. მაგალითად იმას, რომ სოკრატის პაპასტატოპულოსი მომდევნო სეზონში "ჯენოას" ღირსებას დაიცავს და სავარაუდოდ, კახა კალაძეს შეუწყვილდება დაცვის ცენტრში. ამ ორ კლუბს რამდენიმე ფეხბურთელზე თანაბარი უფლებები ჰქონდა და გალიანის ინფორმაციით, "მილანმა" მათი სრულად გამოსყიდვა მოახერხა - აქვე, ამ მოთამაშეების ჩამონათვალი: ჯანმარკო ძიგონი, ნამდი ოდუამანდი, მარკო ამელია, ალბერტო პალოსკი და კევინ პრინც ბოატენგი. მოვუსმინოთ გიალიანის:

"ბოატენგმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ბუნებრივია, მისი გამოსყიდვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა იყო. მარკო ამელიამაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და მისი დატოვებაც ერთხმად გადავწყვიტეთ. განსაკუთრებულად მიხარია ის, რომ მომდევნო სეზონში ალბერტო პალოსკიც ჩვენთან ერთად იქნება, რომელიც ძალიან ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ, შეტევით ხაზს საგრძნობლად გააძლიერებს. თანაც, კოპა ამერიკას გამო, გარკვეული პერიოდით ალეშანდრე პატოს და რობინიოს გარეშე მოგვიწევს ფონს გასვლა - სწორედ ამ დროს მიეცემა შანსი პალოსკის და მჯერა, რომ გამოიყენებს კიდეც. მოკლედ, რამდენიმე კარგი საქმე უკვე გავაკეთეთ, თუმცა მთავარი რა თქმა უნდა წინ გველის".

ბოლოს, გალიანიმ რიკარდო მონტოლივოს "მილანში" გადასვლასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო გასხვისების თემასაც შეეხო: "მონტოლივოს მიმართ დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი, მაგრამ მის გადმობირებაზე ნამდვილად არ გვიფიქრია. მიზეზი მარტივია - ფლორენციელი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს, ამ პოზიციაზე კი ჩვენთან ისედაც დიდი არჩევანია. მართალია, ანდრეა პირლომ დაგვტოვა, მაგრამ სამაგიეროდ, მასიმო ამბროზინისთან და მარკ ვან ბომელთან ახალი ხელშეკრულებები გავაფორმეთ. რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩის "რეალში" გადასვლის პერსპექტივებს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს გამორიცხულია".

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ