წარმატებულ სეზონს ატარებს ბექა ბურჯანაძე და მისი "გრან კანარია". ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში კუნძულელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. "გრან კანარიამ" "ფუენლაბრადას" უმასპინძლა და დამაჯერებლად - 102:78 დაამარცხა.

ერესოა, რომ პირველი ტაიმის მერე მასპინძლები 1 ქულით აგებდნენ, შესვენების შემდეგ კი, მათი უპირატესობა აშკარა გახდა და საბოლოოდ, 24 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგითა სკამიდან ჩაერთო და 19:27 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ბექამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ასანიშნავია ისიც, რომ ქართველი ფორვარდის მოედანზე ყოფნის პერიოდში, "გრან კანარიამ" მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო.

კანარელთაგან მინიმუმ 7 ქულა ერთბაშად 9 კალათბურთელმა ჩააგდო, რაც კარგ გუნდურ თამაშზე მიუთითებს. ყველაზე შედეგიანი ჯონ შურნა იყო 18 ქულით.

"გრან კანარია" 6 მოგებითა და 5 მარცხით მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 დეკემბერს, მალაგაში, "უნიკახასთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს