არვიდას საბონისი: ასე რომ, ქართველები კლაიპედაში როგორც შინ, ისე ითამაშებთ
ჯერ სათაურზე შევჩერდეთ. "თბილისი-მერიოტში" ლიტველებმა ევრობასკეტი-2011-ის პრეზენტაცია მოაწყვეს, რომლის მსვლელობისას ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა ელჩმა არვიდას საბონისმა საინტერესო ამბავი გვითხრა:

- D ჯგუფის ყველა მატჩის ბილეთი გაყიდულია, მათგან 40 პროცენტი ქართველებისაა. ასე რომ, კლაიპედაში როგორც შინ, ისე ითამაშებთ.

ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებმა ჩვენი ჯგუფის სხვა ნაკრებების (სლოვენია, ბულგარეთი, რუსეთი, ბელგია, უკრაინა) ქომაგთა მიერ შესყიდული ბილეთების პროცენტული მაჩვენებლებიც გვანახეს. თვალში მოგხვდებოდათ რუსების "აქტიურობა": მათ მხოლოდ ბილეთების 12 პროცენტი აქვთ ნაყიდი. ლიტველმა სტუმრებმა კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე გაამახვილეს ყურადღება - მეორე ეტაპის მატჩებზე ქართველები ბილეთებს არ უკვეთავენო...

არადა, ჩვენი გუნდი ჯგუფის აუტსაიდერთა შორის ნამდვილად არ მოიაზრება, რაზეც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ბესიკ ლიპარტელიანმაც გაამახვილა ყურადღება:

- ლეგენდარული კალათბურთელის, არვიდას საბონისის ჩამოსვლა ჩვენთვის დიდი პატივია. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის დებიუტანტია და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ლიტველთა თანადგომა. ურიგო გუნდი არ გვყავს, ვეცდებით ჩვენს გულშემატკივარსაც და ევროპასაც დავანახოთ, რომ ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. ქართველების გარდა ლიტველთა გულშემატკივრობის იმედიც გვაქვს.

არვიდას საბონისმა თავი დინჯად დააქნია - თუ ლიტველებს არ შეხვდით აუცილებლად გიქომაგებთო. ამის შემდეგ დიდ ეკრანზე სტუმრებმა ლიტვა წარგვიდგინეს. გვიჩვენეს ფირები 1937 და 1939 წლების ევროპის ჩემპიონატებიდან - ორივე შემთხვევაში ბალტიისპირელებმა ოქროს მედლები არავის დაუთმეს.

ამას მოჰყვა სიტყვა "ოკუპაციის" ხსენება: საბჭოთა ოკუპაციის გამო ლიტვის ნაკრები 1992 წლამდე დამოუკიდებლად ვერ თამაშობდაო. 1992-ში მან ბარსელონის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იგივე შედეგი გაიმეორა 1996 და 2000 წლებში. მწვანეები 2003 წელს მესამედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

პრეზენტაციაზე ასევე გაგვაცნეს ევრობასკეტის თილისმა "ამბერისი", რაც ქარვას ნიშნავს. როგორც აღმოჩნდა, ქარვა ლიტველთა ყველაზე საყვარელი ძვირფასეულობაა.

"ამბერისზე" საუბარს მოჰყვა ევრობასკეტის მასპინძელი ქალაქების გაცნობა. ჯერი კლაიპედაზე რომ მიდგა, ლიტველმა სტუმრებმა გვითხრეს - გაგიმართლათ თამაში კლაიპედაში რომ გიწევთ. ძალიან ლამაზი ქალაქიაო. დარბაზი, სადაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს 5486 ადამიანს იტევს. მისი მშენებლობა წლეულს დასრულდა, გარედან მოწესრიგებულია - შიდა სამუშაოები კი დღესაც მიმდინარეობს. ასე რომ, კლაიპედას არენა გაიხსნება საქართველოსა და ბელგიის მატჩით, რომელიც 31 აგვისტოს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

გუშინდელი წარდგენის ბოლოს ეკრანზე დიდი ასოებით დაეწერა: შეკმეს! წარმატებას გისურვებთო...

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"