კომპანია "სილქნეტი" მუდმივად ავითარებს ფიქსირებულ და მობილურ ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ახორციელებს. განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი სამუშაოები მობილური ქსელის მოდერნიზაციისთვის ჩატარდა.

"სილქნეტი" თანამშრომლობს ისეთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, როგორიცაა "ერიქსონი" და "ჰუავეი".

როგორც 2018, ისე 2019 წლის განმავლობაში, უმთავრეს პრიორიტეტად მობილური ქსელის გაუმჯობესება იქცა. ამ პერიოდში გაწეული ინვესტიციების მოცულობამ ასობით მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ მობილური ქსელის მოდერნიზაციას მოხმარდა.

"სილქნეტმა" განახორციელა დასახული მიზანი, წლის ბოლოსთვის, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველო სრულად დაეფარა ყველაზე სწრაფი 4.5G ქსელით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც არ იყო მეოთხე თაობის ქსელი, მოეხდინა ამ ტექნოლოგიის დანერგვა.

ინტენსიური და ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელ მაგისტრალზეც, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს არამარტო ქალაქებსა და რეგიონებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისას შეუფერხებლად მიიღოს უსწრაფესი მობილური ინტერნეტი.

"სილქნეტმა" მობილურ ქსელში უპრეცედენტო ოპტიმიზაციის სამუშაოები ჩაატარა დედაქალაქშიც, მათ შორის მეტროპოლიტენში. ასევე, გააფართოვა მიმდინარე წლის ზაფხულში დანერგილი 4.9G ტექნოლოგიის არეალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უსწრაფესი, 1 გიგაბიტ/წამამდე სიჩქარის მობილური ინტერნეტით.

ეს ტექნოლოგია 5G-ის წინამორბედია, რითაც სილქნეტი ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს, არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. 4.9G სიჩქარე 7-ჯერ აღემატება დღეისათვის საქართველოში არსებულ, ყველაზე სწრაფ 4.5G ინტერნეტის სიჩქარეს. ეს ქსელი, თავდაპირველად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში: რუსთაველის, მიმდებარე ქუჩების, ვერა-ვაკის და ბაგების ტერიტორიაზე დაინერგა.

დღეისათვის ამ ტექნოლოგიით სარგებლობა თბილისის სხვა უბნებშიც შესაძლებელია. მომავალ წელს "გიგაბიტ ელტეი" თბილისს სრულად დაფარავს და ყველაზე დიდ ქალაქებსა და დასახლებებში დაინერგება.

წლის მნიშვნელოვანი პროექტი, სეზონის დადგომამდე ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე და საზღვაო კურორტებზე ქსელის მოდერნიზაციის სამუშაოები იყო, რამაც განაპირობა მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტისა და უწყვეტი კავშირის მიწოდება დამსვენებლებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ზამთრის სეზონის მოახლოებისას, კომპანია ამჟამად სამთო კურორტების სტუმრებს უსწრაფესი მობილური ინტერნეტით უზრუნველჰყოფს - გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთსა და აჭარაში.

ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, კომპანიამ ააშენა ქსელი, რომელიც დღეისათვის ხარისხით და მობილური ინტერნეტის სისწრაფით უალტერნატივოა. მომხმარებელს შეუზღუდავ შესაძლებლობებს უხსნის, უპრეცენდენტო ინოვაციებს სთავაზობს სატელეკომუნიკაციო ბაზარს.

"სილქნეტი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 4,5G სარეკლამო კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს 19 ლარად ერთთვიან ულიმიტო ინტერნეტის პაკეტს სთავაზობს, რომ განახლებული ქსელი და სიჩქარე თითოეულმა აბონენტმა გამოცადონ. კამპანია სახელით "ეს უნდა გამოცადო" 6 დეკემბრიდან დაიწყება.

"სილქნეტი" - ყველაფერი კავშირშია!

kaxa
xvicha shen dawere esvstatia tu silqnetma mogawoda da gamoaqveyne? jereserti aranairi konkretuli inpormaci garda imisa rom 4,5 siswrapis internetis momwodebelia da mtavari romeli asobit milioni mosaxleobis ganatlebis done dabalia magram ara mtlad ase gamochurchutebuli eri vart mokled usircxvilobas zghvari ara aaqvs.
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს