საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ამას წინათ ყაზახეთში მასპინძლებთან ერთად გაიარა საწვრთნელი შეკრება და იქვე საერთაშორისო ტურნირზეც იასპარეზა
საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ამას წინათ ყაზახეთში მასპინძლებთან ერთად გაიარა საწვრთნელი შეკრება და იქვე საერთაშორისო ტურნირზეც იასპარეზა. ჩვენმა ბიჭებმა 3 მედალი მოიპოვეს, ნაკრების მთავარი მესაჭე რამაზ ფალიანი კი ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ალმათიდან დაბრუნების შემდეგ ტყავის ხელთათმანის ქართველმა ოსტატებმა დუშეთის ოლიმპიურ ბაზას მიაშურეს და ახლა იქ ვარჯიშობენ. გუშინ რამაზ ფალიანს შევეხმიანე.

-დუშეთში უფროსებისა და ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან შეკრებაზე, სულ 21 მოკრივე, რომლებსაც ჩემთან ერთად თემურ ოჩიგავა და ბეჟან ჭიჭინავა ავარჯიშებენ. ამჯერად ჩვენი მიზანია, ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოვემზადოთ. ამ შეჯიბრებას თურქეთის დედაქალაქი ანკარა 15-23 ივნისს უმასპინძლებს. უკვე დაკომპლექტებულია ეროვნული გუნდი. კონტინენტის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ: ალექსანდრე ჭუბაბრია (48 კგ), ლევან კილანავა (52), ნიკოლოზ იზორია (56), კობა ფხაკაძე (60), ბაკურ გოგოჭური (64), ზაალ კვაჭატაძე (69), ჯაბა ხოსიტაშვილი (75), იაგო კიზირია (81), ლევან გულედანი (91) და მიხეილ ბახტიძე (+91). ნაკრების წევრი კახა ჟვანია (69) ჯერ კიდევ ხელის ტრავმას იშუშებს და მხოლოდ ევროპის პირველობის შემდეგ შემოგვიერთდება.

ამ ეტაპზე ბიჭები ურიგოდ არ არიან მომზადებული, რადგან ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები ჩავატარეთ სომხეთში, აზერბაიჯანში, ბულგარეთსა და ყაზახეთში და იმავე ქვეყნებში საერთაშორისო ტურნირებზეც მოვსინჯეთ ძალები. თითოეული შეჯიბრებიდან 3-4 მედალი წამოვიღეთ. რაც შეეხება თურქულ ბატალიებს, ორი მედლის მოპოვებას იქაც ვგეგმავთ. მძაფრ კონკურენციასთან ერთად, მოგეხსენებათ, ასეთ დიდ ასპარეზობებზე მიკერძოებულ მსაჯობასაც ვებრძვით, ხოლმე. ანკარაში უფრო იმედიანად ვიქნებით, რადგან იქ ტექნიკურ დელეგატად არის მივლინებული საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი და მისი ობიექტურობის იმედი გვაქვს...

საუბრის დასასრულს რამაზ ფალიანმა გვითხრა, რომ ნაკრები 2 ივნისიდან თურქეთში გამგზავრებამდე თბილისში განაგრძობს წვრთნას.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"