"ზესტაფონის" პრეზიდენტმა სფფ-ს პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას საინტერესო წინადადებით მიმართა
ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას საინტერესო წინადადებით მიმართა.

მისი აზრით, 25 ივნისს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ასარჩევ აღმასკომში სასურველი იქნებოდა კერძო კლუბების წარმომადგენელთა არჩევა.

"უხერხულია, აღმასკომში არც ერთი კლუბი რომ არ არის წარმოდგენილი. ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომლებიც წლებია, ქართული ფეხბურთისთვის ბევრ რამეს აკეთებენ, მისი პრობლემები და ბედი ადარდებთ. ერთი-ორი ასეთი კაცის არჩევა სასურველი იქნებოდა. ჩემი აზრით, მაგალითად, ურიგო არ იქნებოდა, თუ აღმასკომში შევიყვანთ "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს, რომელიც ამ დარბაზში მსხდომთაგან ყველაზე მეტ ხანს პატრონობს საფეხბურთო კლუბს და გამართული მენეჯმენტის მაგალითს გვაძლევს. ვფიქრობ, მისი იქ ყოფნა, რჩევები და გვერდში დგომა აღმასკომის სხვა წევრებსაც სჭირდებათ" - თქვა კოკაიამ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს არჩეულ აღმასკომში კერძო კლუბების არც ერთი მეპატრონე არ აურჩევიათ. კოკაიას წინადადება კი სასურველი, უფრო მეტიც, ლოგიკურია - აღმასკომზე მათი ხმაც უნდა ისმოდეს, ვინც ფეხბურთს საკუთარი ჯიბიდან ახარჯავს ფულს.

Burton
რაც უფრო მეტად გაითვალისწინებენ ამ ადამიანის აზრს, მით უკეთესი. ამ კაცმა იცის ფეხბურთი, რაც მის კლუბს ეტყობა. ერთადერთი სწორად განვითარებადი გუნდი საქართველოში - ზესტაფონია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს