ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის თავმჯდომარემ გვიდო დებონდტმა და უშუალოდ "თბილისი-2015"-ის კოორდინატორმა ჟოზეფ ლიბამ თბილისში სხვადასხვა სპორტული ბაზები დაათვალიერეს
"სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოლიმპიურ მოძრაობაში ჩემი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია"- ეს სიტყვები ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა შარშან იანვარში თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რამდენიმე თვის შემდეგ კი საქართველოს დედაქალაქს 2015 წლისთვის სწორედ აღნიშნული ფესტივალის ჩატარების უფლება მიანიჭეს.

როდესაც ამა თუ იმ ქალაქს ასეთი მასშტაბური სპორტული ფორუმის ჩატარებას დააკისრებენ, დროდადრო შესაბამისი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციიდან სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი ჩამოდის, სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ზოგადად ფესტივალისადმი მზადების მიმდინარეობას აკვირდება.

გუშინ გამთენიისას, თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის თავმჯდომარე, ბელგიელი გვიდო დებონდტი და უშუალოდ "თბილისი-2015"-ის კოორდინატორი, სლოვაკი ჟოზეფ ლიბა ჩამოვიდნენ და სხვადასხვა სპორტული ბაზები დაათვალიერეს. ევროპელ კომისრებს მასპინძლობას სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე, მერიის სპორტის სამსახურის უფროსი მერაბ ჩიქობავა, "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ ჩომახიძე და სპორტული დირექტორი შოთა ხაბარელი უწევდნენ.

მათ თბილისის ფესტივალისთვის გათვალისწინებული ყველა სპორტული ობიექტი დაათვალიერეს და ზოგადად კმაყოფილება გამოთქვეს, თუმცა, რა უნდა გამოსწორდეს, ისიც მიგვითითეს. მსგავსი რანგის შეჯიბრისთვის უმთავრესი კომპონენტი სპორტსმენთა საცხოვრებელი, ანუ ოლიმპიური სოფელია, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და ფესტივალის დასრულების შემდეგ სტუდენტთა ქალაქი გახდება. თბილისის ზღვაზე დღეს ოლიმპიური სოფლის მაკეტის პრეზენტაცია შედგა, რომელიც სტუმრებს ქალაქის მერმა გიგი უგულავამ გააცნო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში აღნიშნული ოლიმპიური სოფელი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

სეოკ-ის პრესსამსახური

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე