დაახლოებით 40 წლის წინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მატიას ზამერმა თამაშის დაწყებამდე ყური მოჰკრა, რომ შეხვედრას ქალი განსჯიდა. თავიდან ეს არ დაიჯერა, შემდეგ კი მთელი სტადიონი გააცინა. მატიასი მსაჯთან მივიდა და ჰკითხა: "თქვენ მართლა ქალი ხართ?" ჰაიდი ვეგნერი, რომელიც აღნიშნულ მატჩს სჯიდა, არ გაბრაზებულა, მომავალ ჩემპიონს მიუბრუნდა და უთხრა: "რა თქმა უნდა, აბა, შენ რა გეგონა?"

ჰაიდი უკვე 75 წლის გახდა, თუმცა აქამდე არავინ ფიქრობდა რეკორდულ ციფრებზე.

ბოლო 15 წელია, ჰაიდი ბავშვებისა და ვეტერანების შეხვედრებს სჯის მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში. მან ყველა გუნდი იცის, ყველა ფეხბურთელი კი "ფეხბურთის ბებიად" იცნობს.

სრულიად შემთხვევით, ჰაიდის შესახებ ბერლინელმა ჟურნალისტმა შეიტყო. მისი ინიციატივით, მსაჯთა სრული რეესტრი შეამოწმეს, ყველა სოფელში დარეკეს იმის გასარკვევად, თუ რამდენი წლის იყვნენ არბიტრები. ამ პროცესის შემდეგ ბებია ჰაიდი გერმანიის ყველაზე ასაკოვან მსაჯად დაასახელეს, ფეხბურთის ფედერაციამ კი ღირსების ორდენი გადასცა.

1965 წელს, როცა წესების წიგნი უფრო მცირე ზომის იყო, ხოლო ბალახი უფრო მწვანე, ჰაიდი ვეგნერი საფეხბურთო არბიტრი გახდა. მას შემდეგ 1000-ზე მეტ შეხვედრაში იმსაჯა, თუმცა ყველაზე მეტად ვეტერანების შეხვედრებში მუშაობა უყვარს, რადგან ისინი ტრავმის საფრთხეებს აანალიზებენ და უხეშად ნაკლებად თამაშობენ.

ბუნებრივია, ახლა 75 წლის ჰაიდის მთელი მინდვრის აჩქარებებით გათელვა არ შეუძლია, თუმცა ყველა შეხვედრაში 5-დან 8 კილომეტრამდე მაინც დარბის. ამის გარდა, ის წესების ცოდნითა და ფეხბურთელებთან სწორი კონტაქტის დამყარებით უდიდეს პატივისცემას იმსახურებს ხოლმე.

ჰაიდი წელიწადში 3-ჯერ აბარებს გამოცდებს, რათა უახლოესი წესების ცოდნა დაადასტუროს და აქამდე არცერთხელ არ ჩაჭრილა. შეცდომები კი დაუშვია და ერთ-ერთ მათგანზე ახლაც დარდობს.

ეს ადრე, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჩემპიონატის მატჩში მოხდა, რომელშიც "გრაიფსვალდი" "ჰანზას" ხვდებოდა. ფეხბურთელმა, რომელმაც პენალტის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე გოლი გაიტანა. წესების მიხედვით, ჰაიდის გოლი არ უნდა ჩაეთვალა. მართალია, ამ გოლს მატჩის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა 75 წლის არბიტრი ამ შეცდომას მაინც სინანულით იხსენებს.

გასული სეზონის შემდეგ ჰაიდი კარიერის დასრულებას აპირებდა, თუმცა სავალდებულო სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ მისი ფიზიკური ფორმა გერმანიის ყველა საფეხბურთო ლიგის ნორმას შეესაბამება და ექიმმა ფეხბურთში დარჩენა ურჩია.

ისე კი, ოდესმე საფეხბურთო ქვეყნის რაობაზე შეკითხვა თუ გაგვიჩნდება, მაშინ ვიცოდეთ, რომ საფეხბურთო ქვეყანა ისაა, სადაც 75 წლის ბებიას ექიმი ფეხბურთში დარჩენას ურჩევს.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

kroosi
ზამერის დარი ფეხბურთელი ბოლო წლებში ძალიან ცოტა ყავთ გერმანელებს!
vazha
ხო მაგარი სასაცილოები არიან :D ზამერი ვინააა ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი ????? :D :D:D
vaa
ბოლო აბზაცი, შედევრია - ყოჩაღ!
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
გერმანიის ნაკრების მწვრთნელად შეიძლება ნაგელსმანი ან ზამერი დანიშნონ
მატიას ზამერმა "ვოლფსბურგში" მუშაობა არ ისურვა
მატიას ზამერმა აღიარა, რომ გდრ-ს უშიშროების უნტერ-ოფიცერი იყო
პიერ-ემლი ჰოიბერგი მიუნხენის "ბაიერნში" დაბრუნდა
რობერტ ლევანდოვსკისა და არიენ რობენს შორის კონფლიქტი მოხდა
ტრანსფერები: იურგენ კლოპი დიდი ხნით "ლივერპულში"