თასის ფინალისთვის სამზადისში მყოფმა "გაგრას" პრეზიდენტმა გუნდის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა

ფინალისთვის სამზადისზე "გაგრას" პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე საინტერესო ამბებს გვიმხელს:

- აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მობილიზებასა და მატჩზე მოყვანას ვცდილობთ. ჩვენი ვარაუდით, შესაძლოა, მათი რაოდენობა 5-დან 10 ათასამდე იყოს.

- ფინალში გასვლით "გაგრამ" სასწაული მოახდინა, მაგრამ მაინც პირველი ლიგის გუნდია, ფავორიტად კი ყველა ქუთაისის "ტორპედოს" თვლის.

- მესმის, მაგრამ, როდესაც უმაღლესი ლიგიდან გავვარდით, ჯერ კიდევ მაშინ დავგეგმეთ, რომ მინიმუმ თასის ფინალში უნდა გავსულიყავით და უმაღლესში დავბრუნებულიყავით.

რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებული არ ვიყავით, მაგრამ საკუთარი გუნდის მჯეროდა. თუ გაიხსენებთ, ანატოლი პისკოვეცი მთავარ მწვრთნელად წინა ჩემპიონატის ბოლოს დავნიშნეთ, მეოთხე ეტაპზე დაგროვილი ქულებით "გაგრა" მესამე ადგილზე იყო. ჩვენი შესაძლებლობები კარგად შევაფასეთ და დარწმუნებული ვიყავით, რომ "გაგრას" დიდი პოტენციალი ჰქონდა.

- ოვონიკოკო თუ დაგტოვებთ, უმაღლეს ლიგაში ბევრად შესუსტებული ითამაშებთ.

- ის ჩვენთვის მართლაც დიდი ძალაა, მაგრამ კიდევ მოდიან საინტერესო მოთამაშეები. ნიგერიელი ბიჭი ჩამოვიყვანეთ, რომელიც 18 წლის მალე გახდება და ვფიქრობ, ოვონიკოკოზე უფრო ნიჭიერია. ჩვენ ისედაც გაძლიერებას ვაპირებთ, მეტსაც გეტყვით - ორი წლის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვგეგმავთ. ამისთვის თანდათან უნდა მოვემზადოთ, გავაძლიეროთ მენეჯმენტი, საკლუბო სტრუქტურები, მოვიზიდოთ პროფესიონალი კადრები და მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

- კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ "გაგრას" სტადიონის გადაცემაში დაეხმარება.

- არის ლაპარაკი და იმედია, საკითხი დადებითად გადაწყდება, მაგრამ ადგილის დაკონკრეტებას მოვერიდები. ჩვენ ავიღებთ საინვესტიციო ვალდებულებას, რომ ავაშენებთ 3-ათას მაყურებელზე გათვლილ პატარა, მაგრამ კომფორტულ და ლამაზ სტადიონს, სადაც ასაკობრივი ნაკრებებიც ითამაშებენ.

აქვე ახალ პროექტზე მინდა ვთქვა: სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა და ამ შანსის გამოუყენებლობა სისულელე იქნებოდა. ვფიქრობ, ეს პროექტი ჩვენი ბავშვების ნიჭის რეალიზების რეალური შანსია, რადგან გუნდების სიმცირე ფეხბურთელების სიმცირესაც ნიშნავს, ახლა კი გუნდების რაოდენობა გაიზრდება, მოთხოვნა კი მიწოდების გაზრდასაც განაპირობებს.

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა