"უმცროსი ბორჯღალოსნების" (18 წლამდე) გაფართოებული შემადგენლობა 10 დეკემბერს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 11-დღიან შეკრებაზე შევიდა.

სასელექციო შეკრებებისა და თამაშების შემდეგ 18-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლუბებიდან 44 მორაგბე შეარჩია, ერთი კი ლეგიონერია და ამერიკის შეერთებულ შტატებში, "გრინვიჩის სკოლაში" თამაშობს. ეს 45 მორაგბე შეკრებაზე 21 დეკემბრამდე დარჩება, 20-ში კი ორმხრივი თამაში შედგება.

დავით ჩავლეიშვილის გუნდი 2020 წლის მარტის ბოლოს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო შერეულ (სანაკრებო/საკლუბო) ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და ადგილობრივ გუნდებთან ორ თამაშს გამართავს. ვინ იქნებიან "უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები, მოგვიანებით გაირკვევა.

ჩვენი 18-წლამდელები ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 2020 წლის აპრილში კალინინგრადი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, საქართველო ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულია - 2018 წლის ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი პოზნანში (პოლონეთი) 8:3, ხოლო 2019 წლის ფინალში კალინინგრადში (რუსეთი) ესპანეთი 20:10 დაამარცხა.

შეკრებაზე არიან:

დათო გველესიანი (ლელო-სარასენსი), შალვა ჭინჭარაული (არმაზი), ირაკლი აფციაური (ლელო-სარასენსი), გიორგი მაისურაძე (ლელო-სარასენსი), შალვა გოგუაძე (ხარები), ალექსანდრე ქუნთელია (ლელო-სარასენსი), თამაზ კევლიშვილი (არმაზი), ირაკლი სულეიმანაშვილი (ხვამლი), გიგი ქურხული (ვეფხვები), დათო არველაძე (ხვამლი), ალექსანდრე ბურდული (ლელო-სარასენსი), რატი ზაზაძე (არმაზი), გიორგი ტორონჯაძე (ხვამლი), გიორგი ტერენტიევი (ლელო-სარასენსი), ნიკა გოგლიძე (აკადემია), გიორგი ქობალია (ლელო-სარასენსი), კოტე იაშვილი (აკადემია), გიორგი კურტანიძე (ლელო-სარასენსი), ლუკა არჩვაძე (ლელო-სარასენსი), გოგიტა რიკაძე (ლელო-სარასენსი), ნიკა ჭიკაიძე (არმაზი), პეტრე ხუციშვილი (ლელო-სარასენსი), ბუკა კვარაცხელია (გრინვიჩის სკოლა, აშშ), თორნიკე კოხოიძე (ლელო-სარასენსი), იოანე მეტრეველი (ლელო-სარასენსი), საბა ლიპარტელიანი (ლელო-სარასენსი), ზუკა ონიანი (არმაზი), დათო ქავთარაძე (ლოკომოტივი), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), ლუკა კვენეტაძე (ლელო-სარასენსი), არჩილ იაშაღაშვილი (ლელო-სარასენსი), გუგა ზაიცევი (ყოჩები), ნოდარ შენგელია (აია), ირაკლი ბლაგიძე (აია), გოჩა დიასამიძე (ბათუმი), ოთარ ჯალაღონია (აია), პაატა გალდავა (აია), ბექა შვანგირაძე (აია), უჩა შარვაშიძე (აია), გიორგი ლეჟავა (აია), დიტო ბერაია (კოლხი-რაინდები), გაგა ქევხიშვილი (ლელო-სარასენსი), დათო ხუროშვილი (ლელო-სარასენსი), გუგა ღანიაშვილი (ლელო-სარასენსი), საბა არჩვაძე (ლელო-სარასენსი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
U18. საფრანგეთი VS საქართველო - მესამე ცდა ევროპის დასაპყრობად
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: "უმცროსი ბორჯღალოსნები" პოლონეთში გაემგზავრნენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფრანგებთან წააგეს
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი შეკრება დაიწყეს
U18. დავით ჩავლეიშვილი: წელს სწრაფი და მობურთალი გუნდი გვეყოლება
U18. საქართველო VS იაპონია - ნახევარფინალშიც უცვლელი რაზმით