"გაგრამ" ქუთაისის "ტორპედოსთან" თასის ფინალში გამარჯვება დამატებით დროში შეძლო
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ფინალი. ტექსტური ტრანსლიაცია.

26 მაისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი.

"ტორპედო"-"გაგრა" 0:1 (დამატებითი დრო)

მატჩი დაიწყო.

1 წუთი: "გაგრას" სახიფათო შეტევა, "ტორპედომ" ბურთი კუთხურზე მოიგერია.

5 წუთი: "ტორპედომ" კუთხური მოაწოდა, რომელსაც "გაგრას" კართან ხიფათი არ მოჰყოლია.

8 წუთი: სეთურიძე "გაგრას" კარის მიმართულებით ურტყამდა. ბურთი დიდი მანძილით ასცდა გაგრელთა კარს.

13 წუთი: მცირე უპირატესობას ქუთათურები დაეუფლნენ, თუმცა განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან არ შექმნილა.

16 წუთი: სახიფათო მომენტი: გაგრელმა გაბედავამ შორი მანძილიდან დაარტყა, "ტორპედოს" მეკარე მიგინეიშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ იქვე მყოფ "გაგრას" ფეხბურთელს დაასწრო და მეორე ცდით დაეუფლა ბურთს.

22 წუთი: კვანტალიანმა დაცვაში ქუთაისელთა შეცდომით ისარგებლა და ბურთი გაბედავას გადააწოდა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა. ბურთი "ტორპედოს" კარის ძელმა მოიგერია.

26 წუთი: ტორპედოელებმა გაგრას საჯარიმოში არეულობით ისარგელეს და ბურთი საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ მეგრელაძეს გადააწოდეს, რომლის დარტყმული კარს ზემოდან გადასცდა.

28 წუთი: ჩიკვილაძის მიერ შორიდან მაღალი ტრაექტორიით დარტყმული ბურთი "გაგრას" კარის ძელმა მოიგერია.

30 წუთი: გაგრელთა საჯარიმოში ჩიკვილაძემ ჩააწოდა, რასაც გოცირიძის თავური დარტყმა მოჰყვა. "გაგრას" კარი სეფიაშვილმა ნახტომით იხსნა.

38-ე წუთი: "გაგრამ" ბურთი მოედნის ცენტრში გაითამაშა და ორდინსკიმ შორიდან დაარტყა, ბურთი კარს საკმაო მანძილით ასცდა.

40-ე წუთი: გაგრელთა კუთხურს ტყეშეკაშვილის თავური დარტყმა მოჰყვა, რომელიც ძელთან მდგარმა დოლიძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა.

44 წუთი: გოცირიძის თავური დარტყმის შემდეგ, ძელმა გაგრელთა კარი მეორედ იხსნა.

პირველი ტაიმი დასრულდა.

მეორე ტაიმი დაიწყო.

51 წუთი: ფოფხაძის შეცდომის შემდეგ გაბედავამ საჯარიმოს მისადგომებთან კვანტალიანს გადააწოდა, მაგრამ შეტევას სახიფათო გაგრძელება არ მოჰყოლია.

53 წუთი: ტორპედოელმა თარხნიშვილმა მატჩის პირველი ყვითელი ბარათი მიიღო.

54 წუთი: ტყეშელაშვილის საჯარიმო დარტყმა, "ტორპედოს" მეკარე მიგინეიშვილმა მოიგერია.

62 წუთი: ფარულავამ გაგრელთა სწრაფი შეტევა მოედნის ცენტრში თამაშის წესების დარღვევით ჩაშალა და ყვითელი ბარათი მიიღო.

65 წუთი: "გაგრა" გოლს გადაურჩა. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთს ტორპედოელთა ფორვარდმა თავი დაჰკრა და კარი სეფიაშვილმა იხსნა.

72 წუთი: ტორპედოელთა რიგებში ცვლილებაა - გოცირიძის ნაცვლად კვარაცხელია შემოვიდა.

74 წუთი: სეფიაშვილმა მეტოქის სახიფათო დარტყმა მოიგერია და მცირე ტრავმა მიიღო. თამაში მცირე ხნით შეფერხდა.

78 წუთი: ქუთაისელთა სამსვლიანი კომბინაცია და დოლიძის სახიფათო დარტყმა. სეფიაშვილმა ბურთი ნახტომში კუთხურზე მოიგერია.

82 წუთი: გაბედავას საჯარიმო დარტყმა დაახლოებით 35 მეტრიდან, ბურთი ასცდა ტორპედოელთა კარს.

90 წუთი: შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩის ძირითად დროს 4 წუთი დაამატა.

93 წუთი: დოლიძის შორეული დარტყმა. ბურთის ცდება მიზანს.

შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა.

დამატებითი დროის პირველი ტაიმი დაიწყო.

1 წუთი: ცვლილება "გაგრას" შემადგენლობაში - ორბინსკის ნაცვლად მოედანზე კობერიძე შემოვიდა.

2 წუთი : სახიფათო მომენტი შეიქმნა "ტორპედოს" კართან, რომელიც მეკარე მიგინეიშვილმა მაღალ ნახტომში განმუხტა.

5 წუთი: ცვლილება "ტორპედოს" შემადგენლობაში: დოლიძის ნაცვლად მოედანზე ქებაძე შემოვიდა.

11 წუთი: სახიფათო ეპიზოდი "გაგრას" საჯარიმოში. მსაჯმა მეკარეზე სახიფათო თამაშისთვის კვარაცხელია დააჯარიმა.

დამატებითი დროის პირველი ტაიმი დასრულდა. 0:0.

დამატებითი დროის მეორე ტაიმი დაიწყო.

16 წუთი: გაგრელთა შორეული დარტყმა მიგინეიშვილმა ნახტომში კუთხურზე მოიგერია.

25 წუთი: გოლი! გაგრელებმა საჯარიმოდან "ტორპედოს" მეკარის მოედანში ჩაჰკიდეს და თოდუამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, 0:1.

29 წუთი: მეგრელაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩი დასრულდა. "გაგრა" საქართველოს თასი მოიპოვა.

uzlevi
თქვე კაი დედმამიშვილებო, დადეთ რა გაგრას გოლი, გააშუქეთ რა ეს ჩვენი ფეხბურთი სათანადოდ!!! შალკეს ფეხბურთელს რომ სილა გააწნეს იმის ვიდეოს დებ და საქართველოს თასის ფინალის ერთადერთ გოლს არ დებთ?! რალოგიკა გავთ ჰა?
irakli
რას იზამ მსაჯიც გაგრასკენ იყოოო და დომენტი კიდე რა დხეში იყო არაა საჩირო ასე მხარის დაჭერა გუნდისთვის როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი ხარ. გილოცავტ გაგრას ფანებო მოგებას. ტორპედოო გული არ გაიტეხოოო კარგი გაკვეტილი უნდა იყოსსსს ახალ სეზონზეეე უფრო მეტს მიახწევთ :*
gagraaaaaaaaaaaa :)
გაგრააააააააააააააააა 4ever
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ