„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელთაგან ინტერნეტით ყველაზე მეტი წერილი 30 წლის კორეელ ჯი-სუნ პარკს მისდის

გაგიკვირდებათ, რომ გაიგებთ: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელთაგან ინტერნეტით ყველაზე მეტი წერილი მისდის არა უეინ რუნის ან ხავიერ ერნანდესს, არამედ 30 წლის კორეელ ჯი-სუნ პარკს. თუმცა, ინტერნეტს ვინ ჩივის, როდესაც პარკს ფოსტით კიდევ უფრო მეტი რამ მისდის. ფოსტალიონები შეკვრებისა და ფუთების მიტანას ვერ აუდიან. თავად ფეხბურთელი ამ უცნაურ ამბავს ასე ხსნის:

„ძალიან ბევრ რამეს სამშობლოდან, სამხრეთ კორეიდან მიგზავნიდან. რას არ ვიღებ, ტანსაცმლით დაწყებული საჭმლით და კანფეტებით დამთავრებული. იყო დრო, როდესაც ფულსაც კი მიგზავნიდნენ. იცით, ჩვენთან, კორეაში, ფულის ნიშნები შეიცვალა და ხალხმა ახალი ბანკნოტების გამოგზავნა დაიწყო, ინგლისში მცხოვრებს ჩვენი ქვეყნის ვალუტა რომ არ მომკლებოდა. ალბათ, ბევრი შიშობდა, რომ ევროპაში გადასახლებულს სამშობლო დამავიწყდებოდა“.

ჯი-სუნ პარკი აზიაში, განსაკუთრებით კი სამხრეთ კორეაში საოცრად პოპულარულია. იქ ქუჩაში მშვიდად ვერ გადის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მის დანახვაზე გოგოები წივიან და ჯგუფებად სასდევენ. საქმე ის გახლავთ, რომ „იუნაიტედი“ აზიაში ყოველთვის განსაკუთრებით პოპულარული გუნდი იყო და მის შემადგენლობაში მათი ფეხბურთელის გამოჩენამ შესაბამისი შედეგი მოიტანა კიდეც.

პარკი განაგრძობს: „ასეთი პოპულარობის გაძლება ძალიან ძნელია. ჩვენთან, აზიაში, ცოტა სხვა კულტურაა, იქ ფეხბურთელები მეტისმეტად

უყვართ და ემოციას თავშეუკავებლად გამოხატავენ. მანჩესტერის ქუჩაში სიარული გაცილებით იოლია, ვიდრე სეულის ქუჩაში.

რასაკვირველია, ცნობილი რომ ვარ ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვეულებრივ ცხოვრებაზეც ვოცნებობ. თუმცა, რას ვიზამ, მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშე ვარ და განსაკუთრებულ ყურადღებას ვერსად გავექცევი“.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა