პლეი ოფი ბუნდესლიგის საგზურისთვის: როისმა მიონხენგლადბახს ელიტის საგზური აჩუქა
ბოხუმი-ბორუსია (მ) 1:1 (0:1)

ბოხუმი (4-1-4-1): ლუთე - ფრაიერი, მალტრიტცი, იაია, ოსტრცოლეკი - იუჰანსონი - აზაუაგი (63. ფედერიკო), დაბროვსკი, ტოსკი, დედიჩი (75. ზალიკი) - მ. აიდინი.

ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - როისი (85. მატმური), არანგო - ჰანკე (93. ბრუვერსი), იდრისუ (68. დე კამარგო).

გოლები: 1:0 ნორდტვეიტი (24-საკ. კარში), 1:1 როისი (72)

გაფრთხილება: ოსტრცოლეკი, მ. აიდინი, დაბროვსკი - დანტე

მაყურებელი: 28 650

სარელეგაციო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში, მიონხენგლადბახის „ბორუსია“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან სწორედ იმ ფეხბურთელმა იხსნა, რომლისაც „გლადბახის“ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ეიმედებოდათ - საუბარია 21 წლის გარემარბ მარკო როისზე, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში „გლადბახის“ საუკეთესო ფეხბურთელი (10 გოლი, 9 პასი) იყო და რომლის თამაში „ბოხუმთან“ დიდხანს იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

თუმცა მარკომ გამოჯანმრთელება მოასწრო, სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მაინც ითამაშა და გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან იხსნა. როისს მეორე ტაიმში ფეხი ისევ ატკივდა, მაგრამ მოედნის დატოვებაზე უარი თქვა, თამაში მტკივანი ფეხით გააგრძელა და გაიტანა გოლი, რომელმაც „გლადბახი“ ელიტაში დატოვა.

„ბოხუმთან“ ორრაუნდიანი ბრძოლის მოგებას სასწაულს ვერ ვუწოდებთ, ამ შემთხვევაში სასწაული ის არის, რაც მიონხენგლადბახელებმა თებერვლის შემდეგ გააკეთეს. იანვარ-თებერვალში აღარავის სჯეროდა, რომ „ბორუსია“ გადარჩენას მოახერხებდა - სწორედ მაშინ დაინიშნა გუნდის მთავარ მწვრთნელად შვეიცარიელი ლუსიენ ფავრი, რომლის ხელშიც გუნდმა უდიდესი პროგრესი განიცადა.

იმ დროს „გლადბახი“ ბოლო ადგილზე იყო და სარელეგაციო მე-16 ადგილს შვიდი ქულა აშორებდა. ფავრის ხელში, მიონხენგლადბახელებმა 12 მატჩში 20 ქულა მოიპოვეს, სწორედ მე-16 ადგილი დაიკავეს, ახლა კი, „ბოხუმთან“ ორრაუნდიანი დუელიც მოიგეს. რაც შეეხება „ბოხუმს“ - გუნდის მწვრთნელი ფრიდჰელმ ფუნკელი, რომელმაც მანამდე ხუთჯერ შეძლო მეორებუნდესლიგელის ელიტაში გადაყვანა, იქადნება, „ბოხუმს“ პირველ ბუნდესლიგაში გაისად გადავიყვანო.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"