როგორც იქნა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (თუ მთავრობამ) ელ კლასიკოს ჩატარება გადაწყვიტა, რომლის შესახებ რამდენიმე წლის წინ ფურია როხას მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკენ თქვა, ეს მატჩები ჩვენი ქვეყნის დაშლას გამოიწვევსო.

"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გამოცხადებულ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება განახორციელა - სერხიო ბუსკეტსის ნაცვლად ივან რაკიტიჩი დააყენა სასტარტოში. ცნობისათვის, "ბარსამ" მიმდინარე სეზონში ბუსკეტსის გარეშე მატჩების 66.6% წააგო, ხოლო მასთან ერთად - 7.7%.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ პირველი მომენტები სტუმრებს ჰქონდათ, ჯერ ქარიმ ბენზემას დარტყმული ბურთი ტერ შტეგენმა აიღო, ცოტა ხანში კაზემიროს თავური ჟერარდ პიკემ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა, მერე ტერ შტეგენმა ორჯერ იყოჩაღა და მესიმ 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა - გატანა რამოსმა არ დაანება. ტაიმის დასასრულს ალბამ გარღვევის შემდეგ მესი კურტუას პირისპირ შეჰყარა და მან მიზანს ისევ ვერ უწია. აღსანიშნავია შეტევაში ვალვერდეს აქტიურობაც, რომელმაც ორჯერ შორიდან უშდეგოდ სცადა გატანა.

მეორე ტაიმი "ბარსამ" უკეთ ჩაატარა, თუმცა მომენტები ორივე კართან უფრო იშვიათად იქმნებოდა. გარეთ ბეილმა გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა. ეგ იყო და ეგ - ფრე და პრიმერაზე ორხელისუფლებიანობა შენარჩუნდა.

"ბლანკოსის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა 43-ე კლასიკოში მიიღო მონაწილეობა და რეკორდსმენი გახდა. მესიმ ამ გუნდების 42 მატჩში იასპარეზა.

17 წლის შემდეგ ელ კლასიკო პირველად დასრულდა უგოლოდ.

ზიდანი პირველი მწვრთნელია, რომელმაც "კამპ ნოუზე" პირველი 5 კლასიკო არ წააგო.

"რეალმა" 2007 წლის შემდეგ "კამპ ნოუზე" პირველად არ გაუშვა გოლი - სერიამ 18 მატჩი შეადგინა.

"ბარსელონამ" 12 წლის შემდეგ პირველად "რეალს" საკუთარ მოედანზე ვერ გაუტანა.

ანსუ ფატი 1941 წლის შემდეგ ელ კლასიკოს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 93 426 მაყურებელი

ბარსელონა - რეალი 0:0

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედო (ვიდალი 55), პიკე, ლანგლე, ალბა, რაკიტიჩი, რობერტო, დე იონგი, სუარესი, მესი, გრიზმანი (ფატი 83)

რეალი: კურტუა, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მენდი, კროოსი, კაზემირო, ვალვერდე (მოდრიჩი 80), ისკო (როდრიგო 80), ბეილი, ბენზემა

ww
სეპარატისტები არიან როგორც ბარსელონას ფეხბურთელები ისე ... სუარესის ნაირ ფეხბურთელს რო გააჩერებ გუნდი ნამდვილად უპატივცემულობას დაიმსახურებ ნეიტრალური გულშემატკივრისგან !
gio
ასეთი მძაღე კლასიკო ჯერ არ მინახავს! თუ გარეთ დემონსტრაცია და აქცია იყო, სულ ნუ ჩაატარებდნენ თამაშს, აუტებზე გაუთავებლად ბურთის მოგერიების და უაზროდ დროის გაწელვის მეტი არაფერი ხდებოდა, მთელი მსოფლიო ელოდება კლასიკოებს და ეს ნაგავი არავის ჭირდებოდა!
ფენომენო
კარგი კლასიკო იყო მაგრამ ერთი გოლი თამაშს შეცვლიდა რეალმა აჯობა ეს ფაქტია შემდეგი გაჩერება მადრიდია.
barsa
ნეტა როდის დასრულდება ვალვერდეს ზღაპარი ბარსაში 12 მილიონიანი ხელფასით.
აკაკი
100%პენალტი იყო ვარანზე სადაა ვარია თუ რაცააა ეძინათ... ამ სეზონში რეალს უკვე 10ქულა დააკარგინეს მსაჯებმა მერე იტყვით რეალს ემხობიან მსაჯებიო ამ თამაში დაინდეს ბარსელონა რასაც ქვია... 100% პენალტი იყო ეს არ უნდა შეშლოდათ ამაზე ორი აზრი არაა პროფესიონალები უკეთ იტყვიან ამას...
ნუგზარი
კარგი თამაში გამოვიდა. ყველაფრის, მათ შორის პოლიტუკური სიტუაციის გათვალისწინებითაც საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა. ფაქტიურად რეალმა პირველ ნომრად ითამაშა, რასაც მე არ მოველოდი. ისე ჩანს, რომ ლალიგაში ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნდება.
ზაზა
კარგი იყო რეალი მაგრამ დასკვნით ფაზაში აკლიათ რაღაც,ამას უნდა ეშველოს.
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს