უეფას ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების სიმბოლური ნაკრები შეადგინეს, რომელშიც "მანჩესტერის" და "ბარსელონას" 6 ფეხბურთელი მოხვდა
უეფას ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის ჯერ კიდევ მიმდინარე გათამაშების სიმბოლური ნაკრები შეადგინეს, სადაც ფინალისტების “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ბარსელონის” 6 ფეხბურთელი მოხვდა. სეზონის აღმოჩენა გუნდებმა “შალკემ” და “შახტარმა” კი იქ თითო მოთამაშე “მიავლინეს”. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ტურნირის საუკეთესო თერთმეტეულს.

მეკარე:

ედვინ ვან დერ სარი (მანჩესტერ იუნაიტედი) - სახელოვანი ვეტერანისთვის “ბარსელონასთან” ჩასატარებელი ფინალური მატჩი უკანასკნელი იქნება დიდებულ კარიერაში. მართალია, ლონდონში მის წინააღმდეგ ბრწყინვალე “ბარსელონა” იქნება ლეო მესის წინამძღოლობით, მაგრამ “მანიუს” ჩამოწერა წინასწარ არ შეიძლება. როგორც სტატისტიკა გვეუბნება, 40 წლის ვან დერ სარი ძველებურად სანდოა. ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ნარინჯისფერთა” ყოფილმა გოლკიპერმა 9-დან 6 თამაშში “მშრალად” გაძლო.

მცველები:

დარიო სრნა (შახტარი) - “შახტარის” შემტევმა მარჯვენა მცველმა ჩემპიონთა ლიგის 9 მატჩში 5 საგოლე პასი გააკეთა და ეს მეორე შედეგია ამ ტურნირზე. იმის აღსაქმელად, თუ რამხელა როლი ითამაშა ხორვატმა “შახტარის” მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლაში საკმარისია, მხოლოდ სტატისტიკას ჩავხედოთ. დარიო მართალია ნომინალური მცველია, მაგრამ მას შუა ხაზშიც ხშირად ვხედავდით ხოლმე.

ჟერარდ პიკე (ბარსელონა) - პიკე “ბარსას” უკანა ხაზის ბურჯი გახდა და ეს განსაკუთრებით მაშინ არის თვალშისაცემი, როცა მასთან ერთად დაცვის ცენტრში მისი მეწყვილე კარლეს პუიოლი არ თამაშობს. ესპანეთის ნაკრების წევრი სწორედ გამოცდილების გამო ნამდვილი დამრიგებელივით ექცეოდა სერხიო ბუსკეტსსა და ხავიერ მასკერანოს, როცა მათ “შახტართან” და “რეალთან” მატჩებში კარლესის შეცვლა მოუხდათ.

ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი) - ნემანია სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის გაუვალი დაცვის ლიდერად მიიჩნევა. გზად “უემბლიმდე” ახოვანმა ცენტრალურმა მცველმა 8-და 6 შეხვედრაში გუნდს კარი მშრალად შეანახვინა. “წითელმა ეშმაკებმა” ფინალამდე ისე მიაღწიეს, რომ პირველად ტურნირის ისტორიაში გასვლით შეხვედრაში გოლი არ გაუშვიათ.

მარსელო (რეალი) - ბრაზილიელს “რეალის” არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია და ამპლუის მიუხედავად, დროის უმეტეს ნაწილს მეტოქის ნახევარზე ატარებდა. ჟოზე მოურინიოს ორი საყრდენი ნახევარმცველით უყვარს ასპარეზობა და მარსელოს სწორედ ამან გაუხსნა ხელ-ფეხი შეტევით ოპერაციებში. მერვედფინალში მან “ლიონს” ეფექტური სოლორეიდით გაუტანა გოლი.

ნახევარმცველები:

მესუთ იოზილი (რეალი) - გერმანელმა გამთამაშებელმა მშვენივრად წარმოაჩინა თავი მინდვრის ცენტრში. ყველაზე ხშირად ის “რეალის” ერთი სუფთა თავდამსხმელის უკან მოქმედებდა. თუკი კარიმ ბენზემა, კრიშტიანო რონალდო და გონსალო იგუაინი უშუალოდ მეტოქის ცენტრალურ მცველებს ატერორებდნენ, იოზილს დრიბლინგისა და გამჭოლი გადაცემების წყალობით დაბნეულობა შეჰქონდა მეტოქის საჯარიმოს მოსადგომებთან. მესუთი 6 საგოლე გადაცემით ლიგის საუკეთესო ასისტენტების სიაში პირველ ადგილზეა.

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა) - მართალია, ანდრესმა ლიგაში სულ 1 გოლი გაიტანა (“შახტართან” მეოთხედფინალში), მაგრამ მისი ღვაწლის დამცრობა “ბლაუგრანას” წარმატებაში მაინც არ შეიძლება. მთელი წელი მისი და ჩავი ერნანდესის დუეტს აღფრთოვანებაში მოჰყავდა მაყურებელი და ჩიხში შეჰყავდა ყოველი მოწინააღმდეგე. ინიესტას ანგარიშზე 4 შედეგიანი გადაცემაა.

რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი) - “ჩელსისთან” მეოთხედფინალში გიგზმა ნამდვილი შოუ მოაწყო - სამივე საგოლე შეტევაში მონაწილეობა მიიღო. “არარიგითმა” რაიანმა თავი გამოიჩინა ასევე ნახევარფინალში “შალკეს” წინააღმდეგაც.

გარეთ ბეილი (ტოტენჰემი) - გარეთი ჯგუფური ეტაპის ნამდვილი გმირი იყო. მან “ინტერთან” გასვლითი შეხვედრის მეორე ტაიმში სამი გოლი გაიტანა და კინაღამ მარტომ იხსნა გუნდი მარცხისგან. განმეორებით დაპირისპირებაში კი 21 წლის ფეხბურთელმა თავისი ჩქაროსნული მანევრებით მაიკონი კუთხეში მიიმწყვდია. სწორედ მისმა ფლანგურმა ჩაწოდებებმა დააჩოქა ევროპის საკლუბო ჩემპიონი.

თავდამსხმელები:

ლიონელ მესი (ბარსელონა) - გვეჩვენება, რომ ლიონელის დიდებულებაზე უკვე ყველაფერი ითქვა და დაიწერა. არგენტინელმა კიდევ ერთი ბრწყინვალე ევროკამპანია ჩაატარა, რომლის პიკი ჯერჯერობით (ხაზს ვუსვამთ) “რეალთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” გატანილი გოლი გახდა, როცა მან მარტომ მადრიდელთა მთელი დაცვა მოატყუა. მესის ფინალში ერთი გოლის გატანა ეყოფა, რათა გაიმეოროს 2002-03 წლების სეზონში რუუდ ვან ნისტელროის მიერ დამყარებული შედეგიანობის რეკორდი - 12 გოლი.

რაულ გონსალესი (შალკე) - ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს გუნდის არჩევაში შეცდომა ნამდვილად არ დაუშვია. “რეალიდან” “შალკეში” გადასვლის შემდეგ მან კვლავ გაიბრწყინა, გაიტანა რა ლიგის გათამაშებაში 5 გოლი. მან “ინტერთან” ორივე მეოთხედფინალურ მატჩში მოახერხა გატანა. თავად რაული ერთადერთი შალკელი გახდა, რომელმაც ლიგის 12-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა