ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს დღეებში "ლაციო" პირველ ტრანსფერს განახორციელებს, თანაც, ერთობ სერიოზულს...
ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს დღეებში "ლაციო" პირველ ტრანსფერს განახორციელებს, თანაც, ერთობ სერიოზულს - დაიმატებს "სან პაულოს" შემტევ ერნანესს, რომელზეც ევროპული ფეხბურთის გრანდების მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა. კლუბებს შორის გარიგება პრაქტიკულად მიღწეულია და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მხოლოდ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტია შესათანხმებელი. ერთობ გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ რომაელები ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "სან პაულოს" 14 მილიონ ევროს გადაურიცხავენ. გასაკვირი კი იმად გახლავთ, რომ ბოლო წლებში "ბიანკოჩელესტე" ფინანსურ კრიზისში იყო და ასეთი ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერი კარგა ხანია არ განუხორციელებია. როგორც ჩანს, კლაუდიო ლოტიტომ გარკვეული სახსრები გამონახა და კლუბის გაძლიერებას შეუდგა.

იმავე "გაძეტას" ცნობით, ორიოდე დღის წინ საქმიანი შეხვედრა შედგა "სან პაულოსა" და "ლაციოს" სპორტულ დირექტორებს შორის. იტალიურ მხარეს ვეტერანი ალბანელი ფეხბურთელი იგლი ტარე წარმოადგენდა, რომელმაც ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"დიახ, შევხვდი ბრაზილიელ კოლეგას და ყველა დეტალი შევათანხმეთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ ურთიერთგაგებას აქვს ადგილი და ყველაფერი მარტივად წყდება. ერნანესი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც მარტოს შეუძლია ამა თუ იმ მატჩის ბედის გადაწყვეტა. მასზე დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა ბრაზილიელებმა შეთანხმებას ჩვენთან მიაღწიეს. სიმართლე გითხრათ, ჯერ ფეხბურთელთან არ მისაუბრა, თუმცა გადმოცემით ვიცი, რომ "ლაციოში" ასპარეზობის პერსპექივა ხიბლავს. ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს, ეს უპირველესად ჩვენს ინტერესებში შედის. ერნანესის წლიური ხელფასი? - ჯერ არ შეგვითანხმებია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ შეგვექნება. როგორც მითხრეს, მისთვის მთავარი მოტივაცია ევროპაში ასპარეზობაა და პირობებზე როგორმე შევთანხმდებით".

ტარემ ზოგადად "ლაციოს" სატრანსფერო პოლიტიკაზეც ილაპარაკა: "როგორც ხედავთ, გუნდის გაძლიერებით ვართ დაკავებულნი და ეს პოლიტიკა ბოლომდე გაგრძელდება. არაერთი სტატია წავიკითხე იმის შესახებ, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი კლუბის დატოვებას აპირებს, თუმცა მსგავსი ნამდვილად არაფერი ხდება. პირიქით, ყველანი გაერთიანებულნი არიან ერთი მიზნის ქვეშ და მომავალ სეზონს მოუთმენლად ელიან. გარკვეული პრობლემები იყო კრისტიან ლედესმასთან, თუმცა ამ მიმართულებითაც მდგომარეობა გამოსწორებულია და არგენტინელი მომავალი სეზონიდან ჩვეულებრივად გუნდის შემადგენლობაში იქნება. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა და მიზნებიც საკმაოდ მაღალი გვაქვს დასახული. უფრო კონკრეტულად? - ევროტურნირის საგზური უნდა მოვიპოვოთ, ეს პროგრამა მინიმუმია და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. რესურსი არის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მომავალი სეზონიდან "ლაციოში" იასპარეზებს, ხავიერ გარიდო გახლავთ - ესპანელი მცველი, რომელიც გასულ სეზონშიც "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა. მოგეხსენებათ, "ბიანკოჩელესტე" ალექსანდრ კოლაროვს შეელია და გარიდომ სწორედ მისი შემცვლელის როლი უნდა ითავოს. მართალია, ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ შეთანხმება უკვე მიღწეულია და უახლოეს პერიოდში, პირენეელი რომში ჩაფრინდება. აი, რას ამბობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლაუდიო ლოტიტო:

"გარიდო ჩვენი მთავარი სამიზნე იყო და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. უახლოეს დღეებში კონტრაქტს გავაფორმებთ და ესპანელი ჩვენი გუნდის წევრი იქნება. დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკვე ყველაფერი შეთანხმებულია".

სინიორ კლაუდიომ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა, თუმცა დაახლოებით იგივე თქვა, რაც იგლი ტარემ და აღარ განვმეორდებით. ერთი კი ფაქტია, ლოტიტოს პრეზიდენტობის პერიოდში სატრანსფერო ბაზარზე "ბიანკოჩელესტე" ასეთი აქტიური ჯერ არ ყოფილა.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...