ეს მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა თავისი საიტით გაავრცელა:

"შეპირებისამებრ, რაგბის გულშემატკივრებს გვსურს ვაცნობოთ სასიხარულო ინფორმაცია:

2019 წლის 18 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთთანამშრომლობის 11-წლიან ხელშეკრულებას.

ხელშეკრულება ითვალისწინებს:

2020 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს რაგბის კავშირის ფრანჩაიზი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ აფრიკის რაგბის კაშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირში - ქარი ქაფი;

შედგება მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობითი ურთიერთობა სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს რაგბის აკადემიებს შორის;

ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (ეროვნული, საქართველო XV, შვიდკაცა, ასაკობრივი ნაკრებები: U15, U17, U18, U20), რაც გულისხმობს ერთობლივ წვრთნებსა და ასევე, თამაშებს;

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის დახმარებით ქართველ მწვრთნელებს, მსაჯებს, მენეჯერებსა და სხვა სარაგბო სპეციალისტებს ჩაუტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგები;

ხელშეკრულების თანახმად, ორივე ქვეყნის რაგბის კავშირები ხელს შეუწყობენ ქართულ და სამხრეთაფრიკულ კლუბებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

ერთობლივი ტურნირები მოეწყობა როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე საქართველოში;

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალექსანდრემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

გვინდა მივულოცოთ ქართველ მორაგბეებს, სპეციალისტებსა და ქომაგებს ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული რაგბის უფრო სწრაფ განვითარებას".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

sxalteli
ყველა შემთხვევაში ბრწყინვალე შანსია... უბრალოდ დაწერეთ და ტურნირია. მონაწილეები...
ზუკა
სამწუხაროდ არა(( იქ იქნება ბაზირებული
ვალკა
დზალიან მაგარი ამბავია, გილოცავთ ყველას. მაგის გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა თან დამიჯერეთ ყველას სამხრეთ აფრიკა ჯობდა, დზალიან ვამსგავსებ ჩვენ გუნდის თამაშს ძალისმიერი და ამავე დროს ტექნიკურები არიან დზალიან რაც ჩვენ გვაკვს ზუსტად ოხონდ დასახვეწი და ეხლა მოგვეცა საშვალება და ნახვთ ერთ 5 წელსი რამდენ ბობოლებს წავკმენთ. გილოცავტ კიდევ ერთხელამ ამბავსაც და სჰობა ახალწელსაც
alexandre
ვაა, საღოლ! ეს თუ სიმართლეა ასეთი სასიხარულო ამბავი დიდი ხანია არ გაგვიგია! ნამდვილად რომ ამაღლდება დონე და შემდეგ მსოფლიოებზე ჯგუფიდან გასვლაც შესაძლებელი იქნება. გაიხარეთ! ბედნიერი 2020!
ვინმემ თუ იცით
ჩვენი ფრანჩაიზი "საშინაო" თამაშებს საქართველოში ჩაატარებს?
ლევანი
მორაგბეებისთვის ბაზა ნდა ავიღოთ და ქომაგებისთვის სასტუმრო, მოლარეები, სადმინისტრაცია პოლიცია და სხვა პერსონალი სტადიონზე სამოელები და ფიჯელები. მაშ!
aleko
მე ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ ჯიგარი ხარ
giorgi 3
ბარემ გულშემატკივრებიც იქ გადავსახლდეთ
zuka
ზე ამბავია!
იექსპერტი
ძალიან სწორად არის შერჩეული სამხრეთ აფრიკა. ქარის თასიც მაღალი დონის შიდა ჩემპიონატია. საფრანგეთის მეორე დივიზიონში და ფედერალებში თამაშს ნამდვილად ჯობია ქარის თასზე გუნდის გაყვანა. ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ და გრანდებთან თავდაჯერებით და შიშის გარეშე ვითამაშებთ. ამასთან არა ნაკლები ამბავია კლუბების, ასაკობრივი ნაკრებების, მწვრთნელების, მსაჯების და სხვა ადმინისტრაციული მენეჯმენტის კვალიფიკაციის ამაღლება სამხრეთ აფრიკასთან კოორდინაციით. სარაგბო მეურნეობას და მთლიანად ქართულ სპორტს წაადგება ეს ხელშეკრულება. ნამდვილად მოსალოცი ამბავია. ამდენი ჩავარდნის შემდეგ ნამდვილად ყოჩაღ რაგბის კავშირს.
ზაზა
მაგარია გეგმა, საღოლ..
ddgfdf
ერთი 5 წელი ეგრე რომ ვითამაშოთ თაობა გაიზრდება. და მერე დავანებოთ.
ddgfdf
ზე რაგბში გვინდა კლუბი. და ვიცი როგორც უნდა გაკეთდეს. სადმე ფიჯიზე ან სამოაზე ბაზა უნდა ავიღოთ იჯარით და იმათ სეზონში სულ იქ უნდა იყოს გუნდი. მერე იმათი სეზონი რომ დამთავრდება შეგვიძლია ეგ ბიჭები ჩვენს ჩემპიონატში ვათამაშოთ.
ლევან1
ძალიან მაგარი ამბავია, არამხოლოდ რაგბის მოყვარულებისთვის არამედ მთლიანად ქართული სპორტისთვის , დარწმუნებული ვარ ამ ხელშეკრულებით და გეგმით ჩვენი რაგბი მეტად განვითარდება ! კიდევ ბევრი ესეთი კარგი ამბავი გაგვეგოს !
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"