"ვირტუსი" იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სიენას "მონტეპასკისთან" მესამედაც დამარცხდა და სერია 1:3 წააგო
ვიქტორ სანიკიძემ 2010-11 წლების სეზონი დაასრულა. მისი "ვირტუსი" იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში მესამედაც დამარცხდა სიენას "მონტეპასკისთან" სერია 1:3 წააგო.

მატჩი ფავორიტმა სიენელებმა თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს, 10 წუთის შემდეგ 25:9-ს იგებდნენ. მეორე პერიოდში მასპინძლებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, სანიკიძემ 8 ქულაც ჩააგდო, მაგრამ დიდ შესვენებაზე "მონტეპასკი" მაინც სოლიდური ფორით გავიდა - 49:28.

მესამე პერიოდი "ვირტუსისა" იყო, თუმცა სხვაობა მხოლოდ 8 ქულამდე შეამცირა. საბოლოოდ "მონტეპასკიმ" 81:62 იმარჯვა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო ვიქტორ სანიკიძე, რომელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21-ს უწია. სხვათა შორის, ასეთი მაღალი მაჩვენებელი ერთ მონტეპასკელსაც არ ჰქონდა. ვიქტორმა 35 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. მან მხოლოდ ერთი ორქულიანი ისროლა (ააცილა), სამაგიეროდ პერიმეტრიდან იყო უშეცდომო: 3-დან 3 სამქულიანი.

ნახევარფინალში "მონტეპასკი" შეხვდება "ბენეტონს", რომელმაც მერაბ ბოქოლიშვილის "აველინოს" 3:1 აჯობა. ქართველი უკანახაზელი ბოლო მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

ამასობაში გაირკვა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" მეტოქე: "მილანმა" "დინამო სისარი" ჩამოიცილა და კანტუელებს დაეჭიდება. ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი 30 მაისს გაიმართება.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს