ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

NBA-ზე, ღმერთზე, ოჯახზე, მიგრანტებზე, ნაკრებზე - თორნიკე შენგელიას ინტერვიუ Eurohoops-თან

NBA-ზე, ღმერთზე, ოჯახზე, მიგრანტებზე, ნაკრებზე - თორნიკე შენგელიას ინტერვიუ Eurohoops-თან

ევროპაში პოპულარულმა ბერძნულმა საკალათბურთო ვებგვერდმა Eurohoops-მა საკმაოდ დიდი ინტერვიუ ჩაწერა "ბასკონიას" კაპიტან თორნიკე შენგელიასთან.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ.

- როგორ ფიქრობთ, ახლოს ხართ საკუთარ საუკეთესო თამაშთან თუ კიდევ არის პროგრესის შესაძლებლობა?

- ვთვლი, რომ განვითარების შანსი ყოველთვის არის და მე საკუთარი თამაშით კმაყოფილი არასდროს ვარ. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება კარგ ფორმაში ვიყო.

- გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ "ბასკონიას" სახე ხართ. როგორ მიგაჩნიათ, არის ეს გუნდი და ქალაქი თქვენთვის სწორი ადგილი?

- დიახ, ვიტორია ჩემთვის მეორე სახლია. ამ კლუბში მოსვლისა და ფანებთან შეხვედრის დღიდან განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. ის ფაქტი, რომ აქ ამდენი ხანი გავჩერდი, ძალიან ბევრს ამბობს. მოგეხსენებათ, "ბასკონიაში" მე-6 სეზონს ვატარებ.

მე ძალიან დიდ კავშირს ვგრძნობ გუნდთან, კლუბთან, ფანებთან და მათგანაც იმავეს ვიღებ. ჩვენთვის ეს ყველაფერი მართლაც გამორჩეულია.

- "რეალისა" და "ბარსელონას" კალათბურთელებთან შედარებით, "ბასკონიას" მოთამაშისთვის გაცილებით რთულია ტიტულების მოგება. თქვენზე დაბალი დონის მოთამაშეები ტიტულებს დიდი ბრძოლის გარეშე იგებენ...

- ეს დიდი გამოწვევაა. ბუნებრივია, რთულია, როცა ვერ იგებ. თუმცა არ ვიცი, იქნებ ოდესმე მენტალობა შემეცვალოს, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ - მე მირჩევნია ვითამაშო არაფავორიტ გუნდში და დავამარცხო ფავორიტები და ვაჯობო ამ გუნდების კალათბურთელებს. ეს ჩემთვის გამოწვევაა.

ბუნებრივია, სხვა მოთამაშეებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჩემი გონება ახლა ასეა მომართული. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ რთულია ასე თამაში, მაგრამ ეს გამოწვევაა და მე ის მივიღე.

- NBA თქვენთვის განვლილი ეტაპია თუ ფიქრობთ, არის რაღაც, რაც ჯერ საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცოთ და შემდეგ კი მსოფლიოს საუკეთესო ლიგას?

- რაც კალათბურთს ვთამაშობ, NBA ყოველთვის ჩემი მიზანი იყო. მაგრამ უბრალოდ იქ ყოფნა არ მაკმაყოფილებს, მე თამაში მინდა. მიმაჩნია, რომ იქ თამაში საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნაზეა დამოკიდებული.

რაც ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, თუ შენ ევროლიგის გამორჩეული კალათბურთელი ხარ და NBA-ს სწორ გუნდში წახვალ, შენ შეგიძლია ბევრი სათამაშო წუთი მიიღო და კარგი სტატისტიკაც აჩვენო.

მე კი სწორედ ამ შანსს ველოდები და თუ ის გამოჩნდება, NBA-ში წავალ. თუ არადა, თავს აქაც ბედნიერად ვგრძნობ.

- იანისი MVP გახდა; ლუკა დონჩიჩი რასაც აკეთებს, ვხედავთ. რუდი გობერი ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია. როგორ უყურებთ, ევროპელები იპყრობენ NBA-ს?

- ვერ ვიტყოდი, რომ იპყრობენ, ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა. თუმცა ჩვენ უკეთესები ვხდებით, ამერიკელი კალათბურთელები, NBA, ასოციაციები უფრო მეტ პატივს გვცემენ.

თუ აქამდე ევროლიგიდან NBA-ში მისულ კალათბურთელს 1-2 წელი შესაგუებლად ათამაშებდნენ, ახლა ასე აღარ არის. ძალიან ბევრმა დაამტკიცა, რომ ევროპიდან წასვლის შემდეგ პირველივე წელს შეუძლიათ NBA-ში კარგად თამაში.

მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ეს შესანიშნავია, რადგან NBA უფრო მეტად ენდობა ევროპელ კალათბურთელებს და უფრო მეტად მიჰყავს ისინი.

- თქვენ ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ლიდერი ხართ. თუმცა ეროვნულ გუნდში თამაში ძალიან რთული და ჩახლართული გახდა. მაგალითად, ფანჯრების გამო...

- ეს ისეთი საკითხია, რაზეც ახლა საუბარი არ მინდა. ინტერესთა კონფლიქტი ართულებს საქმეს. მე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარ და "ბასკონიასიც". ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ იმედი მაქვს, ორგანიზაციები დასხდებიან და რამე გამოსავალს მოიფიქრებენ.

ეს საკითხი კალათბურთელებს ძალიან აწუხებთ და ვთვლი, რომ ეს ყველამ უნდა გააანალიზოს, გადაიდგას ნაბიჯები წინ, დავსხდეთ ერთად, ვისაუბროთ და მოვაგვაროთ პრობლემები.

- ევროპა და საბერძნეთი, მათი მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან და ძალიან რთული სიტუაციაა, ძალიან ბევრი ვალდებულებით. მე ლტოლვილებზე, მიგრანტებზე ვსაუბრობ. როგორ ფიქრობთ, დასავლეთი სამყარო აკეთებს ყველაფერს პრობლემების მოსაგვარებლად?

- ყოველთვის ძნელია იმის ნახვა, როგორც იხოცებიან ახალგაზრდა ან ზოგადად, უდანაშაულო ადამიანები. თუმცა, მიმაჩნია, რომ არ მაქვს საკმარისი ცოდნა იმის შესახებ, თუ ზუსტად რა და როგორ ხდება. ამიტომ, მწირი ინფორმაციიდან გამომდინარე, ამ საკითხზე განცხადების გაკეთება არ შემიძლია.

- რა არის თქვენი უდიდესი ოცნება პარკეტსა და ცხოვრებაში?

- პარკეტზე მინდა რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგება, ხოლო ცხოვრებაში კი ჩემი შვილების წარმატება მინდა ვნახო. არ აქვს მნიშვნელობა, რა გზას აირჩევენ, უბრალოდ მინდა ისინი წარმატებულები ვნახო.

ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. სიტყვებით არ შემიძლია იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ის ჩემთვის. მე ძალიან რელიგიური ადამიანი ვარ, ღმერთი ჩემთვის პირველია, მერე კი ოჯახი მოდის.

მე დიდი ოჯახი მყავს და ის მხოლოდ დედას, მამასა და ჩემს დას არ მოიცავს. მე ბევრი ბიძაშვილი და დეიდაშვილი მყავს. მათთან ერთად გავიზარდე და ჩემს დებად და ძმებად ვთვლი.

ახლა მეც ახალი როლი მაქვს ოჯახში, მამა ვარ და ეს ძალიან მომწონს."

• გიო

გავგიჟდი კაცი, კი ვიყავი შენი თავგადაკლული გულშემატკივარი, მაგრამ რა მაგარი ადამიანიც ყოფილხარ,ღმერთს ვთხოვ ყველა ქართულ ოჯახში გაზრდილიყოს შენნაირი ვაჟკაცები♥️

• G.LA

კაცური კაცი, კაპიტანი და ლიდერი. საამაყო და წარმატებული ქართველი. წარმტებებს და წინსვლას ვუსურვებ ჩვენ თოკოს.

• დავითი

ღმერთმა დალოცვილი გამყოფოს...

• ქუთაისელი

საამაყო კაცი! ნიჭიერი, ჩამოყალიბებული, სწორი მსოფლმხედველობის, ნამდვილი ლიდერი! თქვენმა თაობამ უფრო მეტი უნდა მიაღწიოს! ჯგუფიდან უნდა გავიდეთ მომავალ წელს ევრობასკეტზე!

• გოჩა

შენ გაიხარე კერგი კაცი ხარ და კარგი კალათბურთელი.

• პეტროსი

შენ გაგიმარჯოს ღმერთმა.აა,კაცი ძმაო. როგორი გული გქონია.გამარჯვებული იარე მუდამ.

• ლაზ-მარგალ!

თორნიკე წარმატებები! მარგალ ირო მანგარ!

• asaqsdasa

ღმერთმა გაგამრავლოს და წარმატებები მოგცეს!!

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს

[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა

"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე

"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის

შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება

თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს