თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში გუნდში ლეგიონერების შესაძლო მოყვანაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ბევრი ფეხბურთელი დატოვებს გუნდს?

- რა თქმა უნდა, არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ამოეწურათ კლუბთან კონტრაქტის ვადა და დატოვებენ "დინამოს". მთავარი მიზანია, შევინარჩუნოთ ძირითადი ბირთვი. მათ შორისაც, რომელთაც კონტრაქტები დაუსრულდათ, არიან გამორჩეული ფეხბურთელები და გვინდა, ისინიც შევინარჩუნოთ.

- პრესკონფერენციაზე იყო ლაპარაკი "დინამოში" ლეგიონერების შესაძლო გამოჩენის თაობაზეც. უფრო კონკრეტულად რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ამაზე მართლაც მიმდინარეობს მუშაობა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს დიდი სიფრთხილე გვმართებს. "დინამოს" სჭირდება ისეთი ლეგიონერები, რომლებიც რეალურად გააძლიერებენ გუნდს და სარგებლობას მოუტანენ. ასეთია ჩვენი პრინციპი. დიდი დაკვირვება გვჭირდება ამ დროს, რათა არ შევცდეთ. რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით, შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ.

- ხომ არ აპირებთ, ლეგიონერების შერჩევის დროს აქცენტი გააკეთოთ რომელიმე ქვეყანაზე, მაგალითად, ბრაზილიაზე?

- ასე დაზუსტებით ვერ ვიტყვი, არ არის ასე... შეიძლება, ვთქვათ, ეს იყოს ბელგიაში მოთამაშე ბრაზილიელი ან რომელიმე სხვა ქვეყანაში მოთამაშე არგენტინელი და ასე შემდეგ. მთავარია, ისეთი ფეხბურთელი იყოს, რომელიც გამოგვადგება. ეს იქნება ამოსავალი წერტილი და არა ის, თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოვიყვანთ...

- რაც შეეხება აქაურ ფეხბურთელებს...

- ბუნებრივია, ამ კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა. თუ გამოადგებიან "დინამოს" და, ამავე დროს, საქართველოს ნაკრებს, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ გაგვვიხარდება.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ lelo.ge-ზე

barba
ფიფიას ერთ-ერთ კომენტარში ეწერა, რომ ასამდე ლეგიონერიდან გაამართლა მხოლოდ ჩისკომ. ეს ასეა ნამდვილად. მაგრამ, იქნებ გვითხრას ვინ იყო პასუხისმგებელი ამ ტრანსფარებზე? გაუშვეს ის ხალხი? ვინ მოიყვანეს მათ ნაცვლად? ის რომ ვერავინ გაამართლა იმას კი არ ნიშნავს, რომ ლეგიონრებზე უნდა ვთქვათ უარი, ეგ იმას ნიშნავს, რომ პროფესიონალები არ არიან დინამო მენეჯმენტში. 1-2 თვის წინ ფიფიამ მორიგი, რიგით ალბათ მე-20 დამაიმედებელი განცხადება გამოაცხო - მომავალ წელს ნახავთ, რა ძლიერი დინამო იქნებაო! ღმერთმა ქნას! მაგრამ, როგორ და რანაირად? რამეს ხედავს ვინმე, რომ ეს სიტყვები გამართლდეს? მე ვერაფერს. ისევ, ტრადიციულ ციკლში ვტრიალებთ, სადაც იმედს, მორიგი იმედგაცრუება მოყვება.
Gocha
როგორც ტორპედოში თუ ვინმეს იცნობდი ან გენათესავებოდა და დაასაქმე ეხლა მანდ გაბედე თუ შეგიძლია!მაგრამ მანდ მასე არ გაცეკვებენ შენს დაკრულზე,ჰოდა საკუთარი ქალაქის გუნდშიც არ უნდა გეკადრება ბევრი ისეთი რამ რომელიც გამოსასწორებელია რთული!
ლადო
აუუუ ეს ტორპედოს თილისმა დინამოში რატო დანიშნეეეეეთ! ფიფიასნაირი უპრინციპო და ჟმოტი პატრონი არ ეკადრება დინამოს! პატარკაციშვილის ულვაშთანაც ვერ მიხვალ ახლოს რომანა ხარ თუ გულადა!
გრიგოლ1408
რა უცხოელი.ქართველზე ნიჭიერი არა მგონია ვინმე იყოს. სწორი აღზრდა მიეცით და შედეგიც იქნება
გულშემატკივარი
ლეგიონერის ჩამოყვანისას ნებისმიერმა ქართულმა გუნდმა უნდა გააკეთოს აქცენტი: ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ან გამოცდილ ვეტერანებზე. მაგალითად, კვიპროსული გუნდებში უცხოელები ძირითადად ვეტერანები არიან და რა შედეგებსაც აღწევენ კვიპროსული გუნდები, ყველას კარგად მოგვეხსენება. მეორე ვარიანტია, აფრიკიდან ან სამხრეთ ამერიკიდან ახალგაზრდების ჩამოყვანა, რომელთათვის საქართველოს ჩემპიონატი ტრამპლინად იქცევა დასავლეთ ევროპის ჩემპიონატებში მოსახვედრად.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა