<p>ყაზანში 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის მე-4 ჩემპიონატი იწყება, რომელშიც კონტინენტის უძლიერესი ახალგაზრდა მუშკეტერები იასპარეზებენ <br> დღეს ყაზანის ორთაბრძოლების სასახლე "აკ ბარსში" სტარტს აიღებს 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის მე-4 ჩემპიონატი, რომელშიც კონტინენტის უძლიერესი ახალგაზრდა მუშკეტერები იასპარეზებენ. საპრიზო ადგილების მაძიებელთა შორის ქართველი მოხმალავენიც იქნებიან.</p><p>"საკმაოდ პერსპექტიული გუნდი გვყავს, - გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენმა არჩილ გოგელიამ. - თუნდაც ის რად ღირს, რომ წლეულს იორდანიაში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მიხეილ მარდალეიშვილმა კადეტ მოხმალავეთა შორის მესამე ადგილი დაიკავა. სხვადასხვა ტურნირში საგულისხმო შედეგები ჰქონდათ ძმებს - ბექა და სანდრო ბაზაძეებსა და კახა მაღრაძეს. ოთხივე სპორტსმენი ყაზანში როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ პირველობებში მოსინჯავს ძალებს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენმა ნაკრებმა ჩემპიონატში სიურპრიზი შემოგვთავაზოს. ბიჭები ამ შეჯიბრებისთვის კარგა ხანს მონდომებით ემზადებოდნენ. ერთობლივი წვრთნები უკრაინასა და გერმანიაში გაიარეს. დასკვნითი შეკრება კი თბილისში ჰქონდათ. გოგონებში მხოლოდ ერთი მონაწილე გვყავს- მოხმალავე თათია აფციაური. ქართველი მოფარიკავეებიდან ასპარეზობაში პირველი სწორედ ის ჩაებმება".</p><p>გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ დღეს, 27 მაისს, ყაზანის საფარიკაო ბილიკებზე მოხმალავე გოგონები და დაშნით მოასპარეზე ბიჭები გავლენ. მოხმალავე ვაჟები ხვალ იბრძოლებენ მედლებისთვის. ამ სახეობაში გუნდური პირველობა კი 31 მაისს გაიმართება.</p>
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა