ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

”დალასმა” დასავლეთი დაიპყრო

”დალასმა” დასავლეთი დაიპყრო

NBA. პლეი ოფი. 1/2 ფინალი: ოკლაჰომაში ორი გამარჯვების შემდეგ, სერიის ხუთ მატჩში ჩასატევად ”დალასმა” ყველაფერი გააკეთა
ოკლაჰომაში ორი გამარჯვების შემდეგ შინ დაბრუნებულ "დალასს" არ სურდა ფსიქოლოგიურად გატეხილ "თანდერთან" სერიის მეექვსე მატჩამდე გაგრძელება, ამიტომაც სერიის ხუთ მატჩში ჩასატევად ყველაფერი გააკეთა.

შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდებისთვის დამახასიათებელ სწრაფ ტემპში დაიწყო. "მავერიქსს" ძალიან დამაჯერებელი სასტარტო გაქცევა გამოუვიდა - 8:2, თუმცა მოედანზე ასეთ მდგომარეობას არ შეურიგდა რასელ უესტბრუკი. მან კევინ დურანტთან ერთად ჩამორჩენა გააბათილა, მოედანზე ჯეიმს ჰარდენის გამოსვლის შემდეგ კი მასპინძლებმა წინ გასვლაც მოახერხეს.

პირველ ტაიმში რეზერვისტთა თამაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. მეინორი, კოლისონი და ჰარდენი აშკარად უგებდნენ "თავისნაირებს". "დალასიდან" ბარეასა და ტერის არა უშავდათ, მაგრამ სტოიაკოვიჩსა და ჰეივუდს თამაში არ წაუვიდათ. მეორე მეოთხედის პირველ ნაწილში "ოკლაჰომა" 8 ქულით გავიდა წინ, მაგრამ არც "დალასს" სურდა ნაადრევად დანებება. ისე კი უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლები ერთგვარად მოდუნებულნი ჩანდნენ - თითქოს დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ ნებისმიერი ჩამორჩენის გაბათილებას მოახერხებდნენ. ხოსე ხუან ბარეასა და მერიონის ბრწყინვალე თამაშით "დალასმა" შეაჩერა მეტოქე და დიდ შესვენებაზე მხოლოდ სამქულიანი ჩამორჩენით გავიდა.

მესამე მეოთხედში თანაბარი თამაში იყო - თითოეულ მინი-სპურტს მეტოქე საკუთარი სპურტით პასუხობდა. ბოლოსკენ სულელური ტექნიკური პერსონალურით გაბრაზებულმა უესტბრუკმა ფანტასტიკური გარღვევა განახორციელა და დროებით "დალასის" დაცვის პრობლემები გამოაჩინა. სხვათა შორის, მთელი მეოთხედი დირკ ნოვიცკი ცენტრის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა ამ სქემას მასპინძლებისთვის განსაკუთრებული დივიდენდები არ მოუტანია. სამაგიეროდ, "დალასმა" მაქსიმალურად შეინარჩუნა ძირითადი ცენტრი ტაისონ ჩენდლერი, რომელსაც ოთხი პერსონალური ჰქონდა.

ბოლო მეოთხედის პირველი ნახევარი იმაზე მიანიშნებდა, რომ "კოვბოებს" ოკლაჰომაში მოუწევდათ გამგზავრება მეექვსე მატჩის სათამაშოდ. დურანტი და კომპანია სტაბილურად ინარჩუნებდა 6-8-ქულიან უპირატესობას. საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე "თანდერის" ჰანდიკაპი 7 ქულას შეადგენდა. მასპინძლები მორიგი მატჩის გადასარჩენად მოემზადნენ. ამჯერად ბოლო ხუთ წუთში არა 15, არამედ შვიდი ქულა იყო "დასაქაჩი", რაც შედარებით ამარტივებდა ამოცანას. მხსნელის როლი კი ისევ ნოვიცკიმ მოირგო. და როგორც ყოველთვის, დირკის წინააღმდეგ "ოკლაჰომას" დაცვა ან შედეგს არ იძლეოდა, ან მსაჯები ჯარიმებს უსტვენდნენ, რომლებსაც ნოვიცკი ისევ 100-პროცენტიანი სიზუსტით ესროდა (ამ პლეი ოფში დირკს ჯარიმების რეალიზაციის საუკეთესო პროცენტი აქვს - 92.4).

გერმანელს მერიონის თავგანწირული თამაშიც დაეხმარა და საბოლოოდ, რიკ კარლაილის შეგირდებმა შეძლეს სხვაობის გაბათილება. ყველაზე დაძაბულ წუთებში სტუმრებს ნერვებმა უმტყუნეს. თავიდან უესტბრუკმა ისე დაივიწყა პარტნიორები, ზედიზედ ორი შეცდომა დაუშვა და ნოვიცკიმ მეორე ცდიდან მეტად საჭირო სამქულიანი ჩააგდო. შემდეგ, ყოვლად გაუგებარი მიზეზით მატჩის ბოლო წუთზე, როცა ბრძოლის ბედი ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, "გმირობანას" თამაში გადაწყვიტა ერიკ მეინორმა - მან საშუალო მანძილიდან ააცილა, რასაც "დალასის" სწრაფი გარღვევა და მერიონის ორქულიანი მოჰყვა. ბოლო წამებზე ჰარდენისა და დურანტის სამქულიანებმა შედეგი ვერ მოიტანეს და "ოკლაჰომამ" უკვე მერამდენედ წააგო მეოთხე მეოთხედი, მასთან ერთად მატჩი და სერია.

პირველად 2006 წლის შემდეგ და მეორედ არსებობის ისტორიაში "დალასი" NBA-ის ფინალში ითამაშებს. საინტერესოა, რომ თუ "მაიამი" ასევე 4:1-ს მოუგებს "ჩიკაგოს", პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ფინალური სერია მაისში დაიწყება - პირველი მატჩი 31-ში გაიმართება. თუ აღმოსავლეთში სერია გაიწელა, ფინალის სტარტი 2 ივნისს შედგება.

დასავლეთი

დალასი-ოკლაჰომა 100:96

26:27, 26:28, 20:21, 28:20

დ: ნოვიცკი (26+9 მოხსნა), მერიონი (26+8 მოხსნა+3 პასი+3 დაფარება), ბარეა (14+5 პასი), ტერი (12), ჩენდლერი (9+9 მოხსნა+2 დაფარება), ჰეივუდი (7), სტოიაკოვიჩი (3), კიდი (2+10 პასი+7 მოხსნა), სტივენსონი (1).

ო: უესტბრუკი (31+8 მოხსნა+5 პასი), დურანტი (23+9 მოხსნა), ჰარდენი (23+6 პასი+5 მოხსნა), კოლისონი (12+12 მოხსნა+2 დაფარება), მეინორი (5), იბაკა (2), პერკინსი (0+8 მოხსნა).

სერია: 4-1

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა

"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა

"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა

[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა

დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი