უკრაინული "ზორიას" ლიდერმა დმიტრი ივანისენიამ, რომელიც წარსულში თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, უკრაინულ გამოცემა ua-football.com-ს ინტერვიუ მისცა.

უკრაინელმა ფეხბურთელმა ასევე საქართველოში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.

დმიტრი ივანისენია თბილისის "დინამოში" 2018-19 წლებში თამაშობდა. ჯამში მან დედაქალაქური კლუბის მაისურით ეროვნულ ლიგაში 49 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

- თქვენი წინა კლუბი თბილისის "დინამო" პოსტსაბჭოთა სივრცეში ლეგენდარულთა კატეგორიას მიეკუთვნება. იქ თამაშისას ეს იგრძენით?

- ნამდვილად, "დინამოს" საქართველოში განსაკუთრებულად ეპყრობიან. ამ გუნდისგან ყველა მაღალ შედეგებს ელოდება. წელს დინამოელებმა ჩემპიონობა მოიპოვეს და ყველას აქვს სურვილი, ეს წლიდან წლამდე გააკეთოს. საქართველოში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ყველაზე ძლიერი კლუბი "დინამოა". ზუსტად ამიტომ იქ ფეხბურთელებისადმი ყველაზე მაღალი მოთხოვნებია.

- ქართული ფეხბურთი დღეს გამოირჩევა მაღალი ინდივიდუალური ტექნიკით და კომბინაციური თამაშით?

- დიახ, თუმცა თავად საქართველოს ჩემპიონატი მთლად მაღალი დონის არ არის, მაგრამ მასში არიან ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც განსხვავდებიან სწრაფი აზროვნებით, ტექნიკით და სისწრაფეებით. შემთხვევით არ ხდება, რომ ბევრი ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ ევროპულ ჩემპიონატებში მიდის.

- 70-80-იანი წლების ლეგენდარული თბილისის "დინამოს" რომელიმე წევრი თუ გაიცანით?

- ასეთი შესაძლებლობა ნამდვილად მქონდა. საუბარი ზაურ სვანაძეზე მაქვს, რომელმაც "დინამოს" რიგებში 1981 წელს უეფას თასების თასი მოიგო. თავიდან ის კახა კაჭარავას ასისტენტად მუშაობდა, ხოლო მისი წასვლის შემდეგ სეზონის ბოლო მატჩებს სვანაძის ხელმძღვანელობით ვთამაშობდით. ამის მერე "დინამოში" ესპანელი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი მოვიდა და ზაურ სვანაძე უკვე მის ასისტენტად მუშაობდა.

- ყველაზე მეტად მოგეწონათ საქართველოში? რამე ადგილობრივი წეს-ჩვეულება, ეროვნული სამზარეულო ან თავად ხალხი?

- აი, ზუსტად ხალხი! ისინი საქართველოში უჩვეულოდ კეთილგანწყობილები და სტუმართმოყვარეები არიან. მათთან მიღებულია, სტუმრებს განსაკუთრებული სიკეთით და ყურადღებით მოეპყრა. ქართველებს ძალიან უყვართ სტუმრები, მათ შორის, სხვა ქვეყნებიდან. ჩემი აზრით, ქართველი ხალხის ეს თვისება იმასთან არის დაკავშირებული, რომ ამ ქვეყანაში მთელი წელი მზე ანათებს. ამიტომ ადამიანები იქ ასეთი კეთილები არიან (იღიმის).

- პოპულარული ქართული კერძები და სასმელები, კერძოდ, მწვადი, ხაჭაპური და ჭაჭა თუ გაგისინჯავთ?

- ჭაჭა არ გამისინჯავს. აი, მწვადი, ხაჭაპური და ღვინო - ზომიერად კი. რა უნდა ვთქვა, ქართული კერძები ძალიან გემრიელია. ის ძალიან მომეწონა.

zako-ს
ქოცები რა შუაშია საერთოდ. აქ მთავარი ისაა, რომ ეს ს არის სპორტული საიტი, რომელზეც იმიტომ შემოვდივარ გავიგო სიახლეები, განვიტვირთო და მოვცილდე იმ სრულიად გაუგონარ აგონიას და სიგიჟეს, რაც სოც. ქსელებში ტრიალებს (ყველას მხრიდან, ნაცი იქნება თუ ქოცი). დაკვირვებული ვარ, ამ საიტზეც სრულიად ნეიტრალური ხალხი შემოდის, აფიქსირებს თავის პოზიციას, პოლიტიკური გავლენებიგან დაცლილს და ა. შ. თუმცა, რამოდენიმე დღის წინ ამ საიტზე შეკვეთილი სტატია რომ დაიდო, ევრობასკეტისთვის დარბაზის ,,ვერ აშენებაზე''', შედი იმ სტატიაზე, ნახე კომენტარები და აი იქ ჩანს ნაცების სახე. ხალხზე ზეგავლენის მიზნით, შეასიეთ ალბათ ე.წ ბოტები და ჯანსაღი კომენტარები გამოტენეთ დისლაიქებით. ესაა ცუდი, თორემ მე პოლიტიკურად მოტივირებული რომ ვიყო, სხვა საიტებზე დაგიწყებდით დევნას და ჭკუის სწავლებას და არა ამ ჩემი აზრით, კარგ და ჯანსაღ საიტზე. (ცოტა ბევრის წერა გამომივიდა და იმედია აზრს გამოიტანთ ნაცები ))), სხვა ოპოსთან არ მაქვს საერთოდ გართულება, იმაზე ნაკლები გართულება მაქვს, ვიდრე ხელისუფლების მიმართ ))
გადასარევი გიორგი
მადლობა. გილოცავ ახალ წელს :)
Zako
რომანა, უკან გაიხედე, მიშა მორბის. აბა მოკურცხლე. რა საცოდავები ხართ ქოცნაც ნახირი.
რომანა
კარგი კაცი ხარ დმიტრო )) აქ ხართ ნაცებო ისევ? მეშინია კარგი კომენტარი რომ დავწერო, დაამინუსებთ )) ცუდი რომ დავწერო, მოიწონებთ ))
ქობულეთელი
კაცი კაცური. ადამიანმა ყველა კონტექსტში მხოლოდ დადებითად ისაუბრა ჩემს ქვეყანაზე და ამისათვის მას დიდი მადლობა.
თემო
იცით რა მაინტერესებს? გარეთ რატო არ ჩანს ეს ჩვენი სიკეთე და სტუმართმოყვარეობა? ასეთი გაბოროტებული და გაბრაზებული ქართველი ხალხი არ მახსოვს. მესმის რთულია ცხოვრება, მართლა ძალიან რთულია მაგრამ მე არ გადამაქვს სიბრაზე არავისზე...
ირაკლი
აბა ტროლებო სად ხართ დისლაიქებით :)
Status quo
ჩვენდამი სიყვარულით და სიკეთით აღსავსე ინტერვიუა, მადლობა მას ამისათვის. ნუთუ მართლა ასე კეთილები ვჩანვართ გარეთ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე