საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც 2020 წლის ივლისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი აქვს ლატვიაში.

ვარჯიშებს ხელმძღვანელობენ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები ტიტე კალანდაძე და გიორგი სახვაძე; ასევე, ფიზმომზადების სპეციალისტი მარკო შეშუმი, რომელსაც ოლიმპიურ სასახლეში ორ-ორი ვარჯიში აქვს - ჯერ ეროვნულ ნაკრებთან მუშაობს, შემდეგ კი ახალგაზრდულთან.

ასაკობრივი გუნდების შეკრებაზე 20 მოთამაშეა. მათგან 12 უფროსი ასაკის, 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატია, მათ კი დაემატა 8 ხელბურთელი 18-წლამდელთა გუნდიდან. ჭაბუკებს გაისად ასევე უწევთ ევროპის ჩემპიონატი თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში და ის აგვისტოში, მაკედონიაში იმართება.

ახალგაზრდულ გუნდს ამ შეკრებაზე რამდენიმე მოთამაშე აკლია. 3 მათგანი - იური სილაგაძე, გიორგი ცხოვრებაძე და ნიკოლოზ კალანდაძე, ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ხოლო კახა ჩადუნელი გერმანიაში, ბუნდესლიგის კლუბ "ლემგოს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს. ამ ოთხეულიდან კალანდაძეს, რომელიც ჯერ 17 წლისაა, ახალგაზრდულ გუნდშიც შეუძლია თამაში და ჭაბუკთა ნაკრებშიც.

ზედა ასაკობრივი კატეგორიის, 2000-01 წლებში დაბადებულთა ნაკრებმა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი უკვე ითამაშა 2018 წელს, თბილისში და იქ მეშვიდე ადგილი დაიკავა, უმცროსი ასაკის გუნდი კი 2019 წელს, გეტებორგში, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოვიდა.

ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე წევრმა პირველი შეკრება ნოემბერში, მწვრთნელ დამირ სტოიანოვიჩთან გაიარა. ახლა გუნდთან მუშაობს ფიზმომზადების სპეციალისტი მარკო შეშუმი. ორივე გახლავთ საქართველოს ნაკრებთა სამწვრთნელო სტაფის წევრი, რომელსაც სათავეში უდგას ტექნიკური დირექტორი დრაგან ჯუკიჩი. ერთიანი სისტემა გულისხმობს ყველა ნაკრების საერთო კონცეფციით მომზადებასა და თამაშს.

ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი უწევს 3-12 ივლისს, ლატვიაში. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, ბრიტანეთი და ბელგია. ჭაბუკთა ნაკრები ითამაშებს 17-23 აგვისტოს, მაკედონიაში და ჯგუფში მეტოქეებად ეყოლება შვეიცარია, უკრაინა და ბოსნია. ორივე ტურნირზე ნახევარფინალში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები გადიან.

საქართველოს ასაკობრივი გუნდები. საწვრთნელი შეკრება. თბილისი, 23-28 დეკემბერი

ახალგაზრდული ნაკრები, 20 წ.

მეკარე: ირაკლი დიხამინჯია (2000, პეგასი), ეროვნულ ნაკრებშია: იური სილაგაძე (2001, წყალტუბო)

მოთამაშეები: ნიკოლოზ ძნელაძე (2001, სამტრედია), ჯემალ იმნაძე (2001, სპორტუნი), გიორგი ქათამაძე (2000, პეგასი), რევაზ დიდია (2001, იმედი-სტუ), მირიან გავაშელიშვილი (2000, იმედი-სტუ), გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო), გიორგი კუხალაშვილი (2000, პეგასი), დავით ნიაზაშვილი (2000, გორი), ლევან იმნაძე (2001, ქუთაისი), ანდრო ერისთავი (2001, იმედი-სტუ), მიხეილ გველესიანი (2000, წყალტუბო), გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), კახა ჩადუნელი (2001, ლემგო, გერ); ეროვნულ ნაკრებში არიან: გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), ნიკოლოზ კალანდაძე (2002, შამბერი, საფ)

ჭაბუკთა (18 წ.) ნაკრებიდან

ლუკა გორგოძიანი (GK, 2002, პეგასი), ნაზიმ ალიევი (GK, 2002, ქარიშხალა), გიორგი შუბითიძე (2002, პეგასი), ვახტანგ ხელისუფალი (2005, სამტრედია), თორნიკე მდივანი (2002, პეგასი), გოჩა თურმანიძე (2002, BSB ბათუმი), აკაკი პატაშური (2002, პეგასი), დავით ჟვანია (2002, პეგასი)

მწვრთნელები: მარკო შეშუმი (ფიზმომზადება), ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე; ჯუმბერ ყარყარაშვილი (ექიმი)

ხელბურთი. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები, 2020

კაცები, 20 წ. 3-12 ივლისს, ლატვიაში

A ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, ლატვია, ბრიტანეთი, ბელგია

B ჯგუფი: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კოსოვო

კაცები, 18 წ. 17-23 აგვისტოს, მაკედონიაში

A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, ესტონეთი, საბერძნეთი

B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა