21 წლის ქართველ თავდამსხმელს ”ემპოლი” ახალ კონტრაქტს სთავაზობს
ლევან მჭედლიძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, რამაც გულშემატკივარი დააიმედა - იტალიის სერია B-ს ”ემპოლის" თავდამსხმელს დიდი ხანია, არც ეროვნულ გუნდში უთამაშია და არც ახალგაზრდულში. მიზეზი ყველამ იცის, ტრავმებმა 21 წლის ფორვარდი ძალიან გააწვალა.

- როგორც იქნა, სანაკრებო შეკრებაზე გიხილეთ.

- ღმერთის წყალობით, მოვმჯობინდი და, ცხადია, ნაკრების შეკრებაზე გამოვცხადდი. სამწუხაროდ, ახალგაზრდულ ნაკრებს ვერც წინა ციკლში დავეხმარე და ვერც ავსტრიის ტურნირზე. იმედია, ამას ახლა მაინც შევძლებ.

- ხორვატიასთან მატჩზე რას იტყვი?

- ძალიან მძიმე თამაში გველის, მაგრამ იმედია, შესარჩევ ციკლს მოგებით დავიწყებთ.

- რაც მთავარია, ჯანმრთელად ხარ.

- საბედნიეროდ, ასეა. წლეულსაც ორჯერ მომიხდა დასვენება, ორივეჯერ კუნთი ერთი და იმავე ადგილას გამიწყდა. ამის გამო გასული წლიდან დღემდე ექვსი თვე ვერ ვვარჯიშობდი.

- თუ არ ვცდები, მთლიანობაში ორი წელი გაგიცდა.

- შესაძლოა, მეტიც, კუნთის გაწყვეტის გარდა, მუხლზე ოპერაცია დამჭირდა. ეროვნულ ნაკრებში შოტლანდიასთან ჩატარებული იმ დაუვიწყარი შეხვედრის შემდეგ მართლაც დიდი დრო გამიცდა. მოკლედ, ძალიან გავწვალდი. ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ და ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს. იმედია, ტრავმები აღარ შემაწუხებს.

- იტალიელებს მსოფლიოში საუკეთესო სამედიცინო სამსახური აქვთ და როგორ ვერ დაადგინეს, გახშირებული ტრავმები რისი ბრალი იყო?

- შესაძლოა, ზედმეტი დატვირთვების. რა დოზითაც სხვებს ავარჯიშებდნენ, შეიძლება, ჩემთვის ზედმეტი იყო. კუნთი გადაიტვირთა, გუნდში კი ამ საკითხს ინდივიდუალურად არ მიუდგნენ.

- ახლა ინდივიდუალურად გტვირთავენ?

- ასეა და ექიმებიც ყურადღებას მაქცევენ, ფიზიოთერაპევტებიც და ყველაფერი კარგად არის.

- შეკრებაზე შენი დროულად ჩამოსვლა ”ემპოლის" გამოსვლაზე იყო დამოკიდებული, მოხვდებოდა თუ არა პლეი ოფში.

- სამწუხაროდ, სერია A-ში გადასვლა ვერ მოვახერხეთ. გადამწვეტი შეხვედრა ”ტორინოსთან" 1:1 დავასრულეთ. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ”ტორინოს" კარში ჩემი ყოფილი თანაგუნდელი რუბინიო იდგა და ისე კარგად ითამაშა, მეორე გოლი ვერაფრით გავუტანეთ. ასე დავკარგეთ გადასვლის შანსი და მეც შეკრებაზე წამოვედი. ახლა მხოლოდ ხორვატიასთან შეხვედრაზე ვფიქრობ. ნაკრებში არათუ თამაში, ვარჯიშიც ძალიან მომენატრა.

- ტრავმებით გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევა ძნელი იქნებოდა.

- ეროვნულ გუნდში თამაშს რომ გაუგებ გემოს და მერე ტრავმების გამო ვერ ჩამოდიხარ, რა თქმა უნდა, გიჭირს, განიცდი. ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. რომ არა ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომა, ამის გადატანა გამიჭირდებოდა. ვიწყებდი ვარჯიშს და არ ვიცოდი, როდის დავშავდებოდი.

იტალიელი თანაგუნდელებიც ძალიან დამეხმარნენ, თავი არ დახარო, გჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მოედანს მალე დაუბრუნდებიო. ამიტომაც კარგად მესმის ლევან ყენიასი, უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ თითქმის ორი წელია, ვერ თამაშობს. ვიცი, რაც ხდება მის გულში, ახლა ყველაზე მეტად სჭირდება გამხნევება. თუმცა დარწმუნებული ვარ, ლევანი მოედანს მალე დაუბრუნდება.

- უკვე დროც არის, შენმა თაობამ თავისი სიტყვა თქვას, 21 წელი პატარა ასაკი აღარ არის.

- ეს ის ასაკია, როდესაც შენი შესაძლებლობები უნდა გამოავლინო და ნაკრებისთვის და კლუბისთვის მეტის გაკეთებას ეცადო.

- ტრავმის შიში ხომ არ გაგიჩნდა?

- არანაირი შიში არ მაქვს, პირიქით, მინდა ვითამშო, რაც შეიძლება მეტი გავიტანო.

- კლუბს შეიცვლი თუ კვლავ ”ემპოლიში" რჩები?

- ჯერ არ ვიცი, ”ემპოლისთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება, კლუბმა კი უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმება შემომთავაზა. მაგრამ საამისოდ დალაპარაკებაა საჭირო. ჯერ პასუხი არ მითქვამს, სხვა ვარიანტებიც არის და არ ვჩქარობ.

- სერია A -ს კლუბები გიწვევენ?

- სერია A-ს კლუბებიც დამიკავშირდნენ, მაგრამ ჯერ მათი დაკონკრეტება არ მინდა. ახლა ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა მსურს, ”ემპოლიში" კი თავს კარგად ვგრძნობ, მენდობიან, მათამაშებენ და, ცხადია, დაფიქრება მჭირდება, ღირს კი ჩემს მდგომარეობაში კლუბის შეცვლა. გადაწყვეტილების მიღებისას კი აჩქარება არ მარგებს. ვნახოთ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

tengo
აბა შენ იცი ლევან, ყველას დიდი იმედი გვაქვს, უნდა გვასახელო
Burton
მიდი ლევან, იქნებ სერია A-ს კლუბში გაიჩითო, თუ არადა, 1 წლაინი გააფორმე ემპოლისთან და მომავალ წელს გადადი :P
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში