"მეჟოკოვეშ ჟორის" ქართველმა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში მის სავარაუდო ტრანსფერსა და ლაშა დვალის მიმართ არსებულ ევროპულ ინტერესებზე ისაუბრა.

"ჩემს ტრანსფერზე ჯერ კონკრეტული არაფერია, თუმცა ვიცი, რომ ინტერესი გაჩნდა და ვნახოთ, რა იქნება ზაფხულში. საუბარია "ვიდეოტონზე", იგივე "მოლ ფეჰევარზე", რომელიც წლების განმავლობაში უნგრეთის საუკეთესო გუნდი იყო. ასევე იყო "ფერენცვაროშის" ვარიანტი, სადაც ლაშა დვალი თამაშობს, თუმცა "ვიდეოტონი" უფრო დიდ ინტერესს იჩენს.

ლაშას რაც შეეხება, ბოლოს ტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ თამაშობდა, თორემ ძირითადის ფეხბურთელია, ძალიან აფასებენ და მისი თამაშით კმაყოფილნი არიან. ვიცი, რომ მალე ვარჯიშს დაიწყებს. ძალიან კარგი მცველია და თანაგუნდელებმა მითხრეს - უნგრული გაზეთები წერენ, ლაშას მიმართ ევროპულ გუნდებს სერიოზული ინტერესი აქვთო", - უთხრა ზივზივაძემ "ლელოს".

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მყოფ ფეშერინს მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება. ლაშა დვალმა კი ტრავმის გამო უნგრეთის პირველი ლიგის 2019/20 წლების სეზონში მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა.

გელა ნუგზარაშვილი
ამათ ჯერემი სჭირდებათ
გრიგოლ1408
არ გახადეს უნგრეთის ჩემპიონატი ტოპი
რს
ამ ჯურნალისტების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს . რომელია ტოპ გუნდი უნგრეთში?
ბათუმის ფანი
ტოპ უნგრული კლუბები???)))ერთი ფერენცვაროშია ტოპი და დანარჩენი ხომ გლიჯავს)))
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო