დისკვალიფიკაციის ვადა 2011 წლის 2 მარტიდან - ტურესთვის შეჯიბრებებში მონაწილეობის დროებით აკრძალვის დღიდან აითვლება
"მანჩესტერ სიტის" მცველს კოლო ტურეს დოპინგის მოხმარებისათვის ნახევარი წლით დისკვალიფიკაცია მისცეს. დისკვალიფიკაციის ვადა 2011 წლის 2 მარტიდან - ტურესთვის შეჯიბრებებში მონაწილეობის დროებით აკრძალვის დღიდან აითვლება.

სწორედ 2 მარტს გახდა ცნობილი, რომ ფეხბურთელის დოპინგტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, ერთერთ ნივთიერებაზე, რომელიც შესაძლოა დოპინგად ჩაითვალოს. კერძოდ რა ნივთიერებაზეა საუბარი, არ არის ცნობილი.

დოპინგის გამოყენება 2 წლამდე დისკვალიფიკაციით ისჯება, მაგრამ ტურეს სასჯელი შეუმსუბუქეს, რადგან მოთამაშემ თავისი დანაშაული მთლიანად აღიარა. ფეხბურთელმა მოახერხა დაემტკიცებინა, რომ აკრძალულ ნივთიერებას გასახდომი აბები შეიცავდა, რომელიც ტურეს მისმა მეუღლემ მისცა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის კომისიამ მიიჩნია, რომ მოთამაშეს აკრძალული ნივთიერების გამოყენებით საკუთარი სპორტული შედეგების გაუმჯობესება არ უცდია.

ასე, რომ ტურემ "მანჩესტერ სიტიში" შესაძლოა უკვე სექტემბერში ითამაშოს. ფეხბურთელს ასევე ორწლიანი გამოსაცდელი პერიოდი დაუდგინეს. ამ დროის განმავლობაში ტურეს დოპინგზე სხვა მოთამაშეებზე ხშირად შეამოწმებენ.

ტურე "მანჩესტერ სიტიში" 2009 წლიდან გამოდის. მცველი ამ კლუბში ლონდონის "არსენალიდან" გადავიდა, რომელშიც 2002 წლიდან გამოდიოდა. კოტდიუვარის ნაკრებში 30 წლის მოთამაშემ 90 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო