არგენტინელმა თავდამსხმელმა, 27 წლის კარლოს ტევესმა, ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლაზე უარი განაცხადა

არგენტინელმა თავდამსხმელმა, 27 წლის კარლოს ტევესმა, „იუვენტუსში“ გადასვლაზე უარი განაცხადა, რასაც „მანჩესტერ სიტის“ ქომაგები სიხარულით შეხვდნენ.

ტურინული კლუბის წარმომადგენლები მანჩესტერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანის, გარი ნევილის გამოსათხოვარ მატჩზე იყვნენ დაპატიჟებულნი და ბარემ ფორვარდის აგენტებთან საქმის გაჩარხვაც სცადეს. ინგლისურმა პრესამ შეიტყო, რომ „ბებერი ქალბატონი“ ტევესს წელიწადში, დაახლოებით, 20 მილიონ ფუნტს და ზედაც პრემიებს ჰპირდებოდა. იტალიური კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ თქვა:

„საფუძველი უკვე ჩავყარეთ. ახლა საუკეთესო ფეხბურთელები უნდა შევიძინოთ, რათა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის სახელი დავიბრუნოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველ ვარსკვლავებს ისეთი წინადადებებით უნდა მივმართოთ, უარის თქმა ძნელი რომ იყოს.“

თუმცა, ტევესმა სწორედაც, რომ უარი თქვა. არადა, „ბებერ ქალბატონს“ ინგლისიდან ფეხბურთელების მიწვევის დიდი ტრადიცია აქვს: ლაიამ ბრეიდი, დევიდ პლატი, იან რაში თუ ჯონ ჩარლზი ბრიტანეთის კუნძულებიდან გახლდნენ მიწვეულნი. ტევესის საქციელი კი... ნეტავ, იმას თუ ნიშნავს, რომ არგენტინელი ისტლენდიდან წასვლას აღარ აპირებს და მომავალი სეზონიდან გუნდს ჩემპიონთა ლიგაში უნდა უკაპიტნოს?

თუ ასეა, მაშინ მწვრთნელი, რობერტო მანჩინი უბედნიერესი ადამიანი იქნება. მოგეხსენებათ, ის ამ დღეებში აბუ დაბიში გაემართა, რათა კლუბის მეპატრონე შეიხ მანსურთან სატრანსფერო გეგმებზე ელაპარაკა. პრესაში დაიწერა, რომ შეიხ მანსურს ტევესის აგენტ კია ჯურაბჩიანთან კარგი ურთიერთობა აქვს და იქნებ ამანაც ითამაშოს ფეხბურთელის დარჩენაში როლი.

დღეს თავად ტევესი არგენტინაშია, სადაც ყოფილ მეუღლეს შვილებთან ურთიერთობის დალაგების ამბავს უთანხმებს. მას ბავშვების ხშირად ნახვა სურს.

"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია