ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უხ, ეს ცოლები...

უხ, ეს ცოლები...

კოტ დ’ივუარელი ვარსკვლავი, ორგანიზმში დოპინგის აღმოჩენის გამო, ექვსთვიანი დისკვალიფიკაცით დასაჯეს
კოლო ტურეს ორგანიზმში დოპინგი რომ აღმოუჩინეს ძველი ამბავია, ახლა კი გაირკვა, რომ კოტ დ’ივუარელი ვარსკვლავი ექვსთვიანი დისკვალიფიკაცით დასაჯეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბერში ის მოედანზე დაბრუნდება. შეგახსენებთ: ტურე დოპინგ-კონტროლის ბრიგადამ თებერვალში, მანჩესტერული დერბის შემდეგ შეამოწმა.

არ გაინტერესებთ, რატომ აღმოჩნდა 30 წლის აფრიკელის სხეულში აკრძალული ნივთიერება? მეუღლეს რაღაც დიეტური აბი მიუცია. ხუთშაბათს, ლონდონში გამართულ საქმის გარჩევაზე ტურემ აბის ამბავი აღიარა, თუმცა დასძინა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრძალული ნივთიერება განზრახ არ მიმიღია და სასჯელი შემიმსუბუქოთო. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის საგანგებო კომისიამ წაიკითხა „სიტის“ თავკაც არსენ ვენგერისა და ტურეს წინა მწვრთნელის, „არსენალის“ შეფის, არსენ ვენგერის მიერ დაწერილი დახასიათებებიც ყველაფრის გათვალისწინებით ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია ბრძანა.

კი მაგრამ, განა ვერდიქტის გამოტანიდან ექვსი თვე სექტებმერში გადის? - იკითხავს ვინმე. საქმე ის გახლავთ, რომ ტურეს დისკვალიფიკაცია დოპინგის ამბის გამომჟღავნებისთანავე მიუსაჯეს, ეს კი მარტში მოხდა. შესაბამისად, მომავალ სეზონში მას მხოლოდ და მხოლოდ არასრული თვის გაცდენა მოუწევს. ფეხბურთის ასოციაციამ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა:

„ტურეს დანაშაული ის გახლავთ, რომ აბის მიღების წინ სიფრთხილე არ გამოიჩინა და არ შეისწავლა ის რა ნივთიერებებს შეიცავდა. პროფესიონალი ფეხბურთელი, საქმიანობიდან გამომდინარე, ვალდებულია გაცილებით მეტი დაკვირვებით მოეპყრას მედიკამენტებს“.

კიდევ, ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ ამიერიდან, ორი წლის განმავლობაში, კოლო ტურე დოპინგკონტროლის ლაბორატორიების მხრიდან საგანგებო ყურადღების ქვეშ მოექცევა. რამდენადაც ცნობილია, კომისიის ასეთი დადგენილებით „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არ დარჩენილან. შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, მაქსიმალური სასჯელი შესაძლოა ორი წელიწადი ყოფილიყო.

ტურემ თქვა: „გასული გაზაფხული ჩემთვის მძიმე იყო. ძალიან ვწუხვარ მონაწილეობა რომ ვერ მივიღე ასოციაციის თასის მოგებასა და პრემიერლიგის წარმატებულ შეხვედრებში, თუმცა როდესაც გავიგე, რომ სექტემბრიდან მოედანზე დავბრუნდები, გულს მომეშვა. დიდი მადლობა ფეხბურთის ასოციაციის საგანგებო კომისიას, ჩემს არგუმენტებს რომ მოუსმინა და ისინი გაითვალისწინა“.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა