სტატისტიკის მიხედვით, პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, „არსენალის“ ჰოლანდიელი ფორვარდი, 27 წლის რობინ ვან პერსია
შესანიშნავი რამ არის სტატისტიკა - ნათლად ამბობს ვინ ვის რითი სჯობს. აი, მაგალითად, კითხვაზე, ვინ არის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი, სტატისტიკა ასე პასუხობს: „არსენალის“ ჰოლანდიელ ფორვარდ, 27 წლის რობინ ვან პერსის გასული სეზონის განმავლობაში, ყოველ 98,2 წუთში თითო გოლი გაჰქონდა, რითაც ყველას სჯობდა - ეს OPTA-ს მონაცემები გახლავთ.

OPTA სპორტული მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის კომპანია გახლავთ, რომელიც ლონდონში, მიუნხენში, მილანსა და მადრიდში მოღვაწეობს. მისი კლიენტები არიან ფეხბურთის კლუბები, ტოტალიზატორები, გაზეთები, ტელეარხები - ყველა, ვისაც დამუშავებული მონაცემები სჭირდება.

და რა არის საჭირო იმისათვის, რომ თავდამსხმელმა გოლი გაიტანოს? რასაკვირველია, პასი. ამ საქმეში კი 2010-11 წლების სეზონში ყველას „ევერტონის“ 26 წლის მარცხენა მცველმა ლეიტონ ბეინესმა აჯობა. მან მეტოქეთა საჯარიმოში 249-ჯერ ჩაჰკიდა თავისი ფრთიდან. ამ კომპონენტში ბეინესმა „ასტონ ვილაში“ იმავე პოზიციაზე მოთამაშე, თანატოლ სტიუარტ დაუნინგს აჯობა - დაუნინგმა 243 ჩაწოდება შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბეინესმა პრემიერლიგის 38 შეხვედრის ერთი წუთიც კი არ გამოსტოვა - სულ მოედანზე იყო. ამიტომაც სურს მისი შეძენა „არსენალის“ მწვრთნელ არსენ ვენგერს.

24 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ნანი თანაგუნდელებმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს. მიზეზი? სტატისტიკა მეტყველებს, რომ მან, სეზონის განმავლობაში, ყველაზე მეტი საგოლე პასი შეასრულა. ხაზს ვუსვამთ, აქ არ არის ლაპარაკი მარტო ბურთის ჩაკიდებაზე, გამჭოლ პასზე თუ რბილ დაგორებაზე, ამ შემთხვევაში ყველაფერს ერთად ვგულისხმობთ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ნანის პასით მანჩესტერელებმა 14 გოლი შეაგდეს სხვა გუნდების მოთამაშეებმა კი ამდენი ვერ შეძლეს.

ნანის, მოგეხსენებათ, დრიბლინგიც უვარგა - იხელთებს ხოლმე ბურთს და ჯიქურ მიიწევს მეტოქის მცველებისკენ, მაგრამ ამაში „უიგანში“ მოთამაშეს, 24 წლის ფრანგ გარემარბ შარლ ნ’ზოგბიას ვერ სჯობია. ნ’ზოგბიამ სეზონის მანძილზე 301 გარღვევა შეასრულა. მეორე ადგილზე გასულმა, 27 წლის არგენტინელმა ხონას გუტიერესმა, რომელიც „ნიუკასლ იუნაიტედში“ გამოდის, მეტოქეთა იმავე ხერხით დაწიოკება მხოლოდ 219-ჯერ შეძლი.

ახლა მცველებსაც გადავხედოთ. ლოგიკურია, რომ ყველაზე დაკავებული მცველი სუსტ გუნდებში უნდა ვეძებოთ, რადგან სუსტ გუნდებს უფრო ხშირად უტევენ ვიდრე ისინი თავად უტევენ. შესაბამისად, თუ სუსტი გუნდის რომელიმე მცველმა თავი გამოიჩინა, უნდა ვივარაუდოდ, რომ საუკეთესოც ის იქნებოდა. ჩავხედოთ სტატისტიკას: საკუთარი კარის მიდამოები ყველაზე ხშირად „ბლექპულის“ ფეხბურთელმა, 29 წლის იან ივეტმა „გაწმინდა“. მან საჯარიმოდან ბურთი 430-ჯერ გააგდო.

და „ცუდი ბიჭების“ ამბავი არ გაინტერესებთ? ზოგს ვინ მიაჩნია უხეშ ფეხბურთელად და ზოგს ვინ, თუმცა, ხშირად, ეს შეიძლება მხოლოდ განწყობისმიერი შეხედულება იყოს, სტატიატიკა კი პირუთვნელია: ბოლო რვა სეზონიდან შვიდში ყველაზე მეტჯერ ბოლტინელი კევინ დევისი დაჯარიმდა. გასულ სეზონში 34 წლის თავდამსხმელს (!) 123-ჯერ გააჩერებინეს თამაში, რადგან მან წესი დაარღვია. ცნობისათვის: ეს შედეგი სარეკორდოა. ყოველ შემთხვევაში, რაც OPTA კვლევებს ატარებს, ამდენჯერ მსაჯებს არავის წინააღმდეგ დაუსტვენიათ.

და „კარგი ბიჭი“ ვინღაა? ის „ლივერპულის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი, 24 წლის ლუკას ლეივა გახლავთ. ის 111-ჯერ მივარდა მოწინააღმდეგეს ისე, რომ წესი არ დაურღვევია და ბურთიც მოიპოვა.

კითხვაზე, ვინ წააქციეს გასულ სეზონში ყველაზე ხშირად, სწორი პასუხი ასეთია: „ასტონ ვილას“ 25 წლის გარემარბი ეშლი იანგი. მას 96-ჯერ „ერჩოდნენ“. აი, მის თანაგუნდელ დარენ ბენტს კი ოფსაიდის შეგრძნება არ აქვს - 27 წლის ფორვარდი 67-ჯერ ჩარჩა თამაშს გარეთ. თან, მისი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება მეორე ადგილზე გასული პიტერ ოდემვინგეს მაჩვენებელს. 29 წლის ტაშკენტელ (დედა რუსი ჰყავს) ნიგერიელს, რომელიც „ვესტ ბრომვიჩში“ თამაშობს, 47-ჯერ უმტყუნა სივრცის შეგრძნებამ.

აი, „ფულჰემის“ 31 წლის შემტევმა ნახევარმცველმა სტიდ მოლბრანკმა კი სეზონის მანძილზე 44-ჯერ დაარტყა კარში, მაგრამ გოლი ერთხელაც ვერ შეაგდო.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა