“ჰუმან რაითს ვოტჩის” საფრანგეთის ბიუროს ხელმძღვანელი თანამემამულე ვეტერანი ფეხბურთელების ჩეჩნეთში ვიზიტს გმობს
საერთაშორისო ადამიანთა უფლებადამცველი ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოტჩის” საფრანგეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ჟან-მარი ფორდომ სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა მისი თანამემამულე ფეხბურთელების მიმართ.

ლაპარაკია იმ ვეტერან სპორტსმენებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ გროზნოში ახალი სტადიონის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ და ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვისგან, რესპუბლიკის მილიციის სახელით საჩუქრად ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი უძვირფასესი საათები მიიღეს.

აი, რა წერია ამ მიმართვაში:

“ბატონებს, ამოროს, ბარტეზზსა და პაპენს! აშკარაა, რომ ჩეჩნეთში ვიზიტამდე თქვენ არ შეუწუხებიხართ არავითარ ეთიკურ პრობლემას. თუმცა "კანალ+"-ის სიუჟეტში კარგად გამოჩნდა ჩეჩნეთში დამყარებული ავტორიტარული რეჟიმის ნამდვილი სახე. თუნდაც ხუმრობით, მაგრამ სტუმრებს განუცხადეს, რომ თუკი კადიროვის გუნდი წააგებდა, მათ რესპუბლიკიდან ფეხს არ გაადგმევინებდნენ.

არ ვიცი, კადიროვის რეჟიმის შესახებ შეიძლება “ვიკიპედიაში” წაიკითხეთ სტატია, მაგრამ არ იქნებოდა ცუდი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები რას წერენ ჩეჩნეთზე, ესეც წაგეკითხათ. იქნება ეს “ჰუმან რაითს ვოტჩი”, “საერთაშორისო ამნისტია” თუ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”. ისინი მუდამ იმას უსვამენ ხაზს, რომ ამ რესპუბლიკაში ძალიან ხშირია ადამიანების გატაცება და წამება, უფლებადამცველებზე ზეწოლა და ასე შემდეგ.

თქვენი მხრიდან გადაწყვეტილება, გამგზავრებულიყავით ჩეჩნეთში, იყო უღირსი საქციელი, რადგან წამითაც კი არ დაფიქრებულხართ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ამ რეგიონში. უკან დაბრუნებისას კი ჩეჩნეთის მეთაურისგან საჩუქრად უძვირფასესი საათები მიიღეთ. მე მხოლოდ თქვენ იმიტომ მოგმართავთ, რომ თქვენ საფრანგეთის მოქალაქეები ხართ და სულაც არ მგონია, რომ თქვენმა არგენტინელმა, იტალიელმა, ინგლისელმა და ჩილელმა მეგობრებმა უკეთესი საქციელი ჩაიდინეს. თქვენ მონაწილეობა მიიღეთ ღონისძიებაში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სპორტთან და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ჩეჩნეთის ლიდერის პოპულარიზაცია.

იმისთვის, რომ თქვენი ღირსება აღადგინოთ, ბატონებო, თქვენ ახლავე მოგიწევთ დაუბრუნოთ პრეზიდენტ კადიროვს ეს საათები, ხოლო ის თანხა, რომელიც ფეხბურთისთვის მიიღეთ, გადარიცხოთ იმ უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებზე, რომლებიც ჩეჩნეთში მუშაობენ. მარტში ანალოგიურ ღონისძიებაზე გროზნოში რონალდო, ბებეტო და რაი იმყოფებოდნენ. ამ სამეულიდან მხოლოდ რაიმ აღიარა, რომ ნანობს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და ამიერიდან ჩეჩნეთსა და ზოგადად რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ყურადღებით დააკვირდება.”

PAATA
Shoda
shoda
ამ უნამუსოებს არავითარი უფლება არა აქვთ ჩეჩნეთზე ილაპარაკონ. განა მაგათმა არ მიაკრეს ჩეჩენ მეომრებს ტერორისტის ეტიკეტი?
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა