გაზეთმა "მარკამ" მადრიდის "რეალის" ფრანგ ფორვარდს ინტერვიუ სამშობლოში ჩამოართვა
ქარიმ ბენზემა ახლა შვებულებაშია და ლიონში ისვენებს, გაზეთმა "მარკამ" მადრიდის "რეალის" ფრანგ ფორვარდს ინტერვიუ სამშობლოში ჩამოართვა.

"ამ სეზონში "რეალის" და საფრანგეთის ნაკრების მაისურით 30 გოლი გავიტანე. ასე რომ, ჩემთვის სეზონი ძალიან კარგი იყო. იანვრიდან მოყოლებული მეტი თამაში მიწევდა და ვიცოდი, რომ კარგადაც ავთამაშდებოდი, როგორც კი თვითრწმენა გამიძლიერდებოდა. "რეალში" თამაში მსიამოვნებს. ძალიან მიყვარს კლუბის ფანები, ჩვენი სტადიონი. მე აქ ძალიან დიდ ხანს დავრჩები.

"რეალმა" მხოლოდ ჩემპიონატში 102 გოლი გაიტანა. ეს იმათ საყურადღებოდ ვამბობ, რომლებიც დაცვითი ფეხბურთის თამაშს გვაბრალებენ. ეს არის დაცვითი ფეხბურთი? ჩემპიონ "ბარსელონასაც" გავუსწარით. ამ გუნდს თავისუფლად შეუძლია გაისად ტიტულების ჰეთ თრიკი შეასრულოს. "სამეფო თასი" 18 წელი მოპოვებული არ გვქონდა და ეს ტიტული ძალიან საამაყოა ჩვენთვის, მაგრამ მეტი გვინდა. ამ კლუბმა უნდა მოიგოს ყველაფერი. ასეთ განწყობაზე დადგები კონტრაქტზე ხელის მოწერიდან პირველივე დღეს, "რეალში" ასეთი აურაა - იქ მხოლოდ გამარჯვებებზე ფიქრობ. რაც შემეხება მე, ვფუქრობ, რომ მომატება კიდევ შემიძლია. ახლა თავს ფიზიკურად და მენტალურად ბრწყინვალედ ვგრძნობ, ისე ვარ, როგორც თევზი წყალში - ასე რომ, მომავალ სეზონში ელოდეთ კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ბენზემა.

მოურინიოს უყვარს მოგებები, ასეთი ვარ მეც. მან არა მარტო ჩემს ფეხბურთელად "გაზრდაში" მიიღო მონაწილეობა, არამედ მის ხელში უკეთესი პიროვნებაც გავხდი. მან თავიდანვე მითხრა, რომ ჩემგან ძალიან ბევრს ელოდა, მაგრამ როცა გამიჭირდა, ამის მიღწევაში დამეხმარა კიდევაც. ახლა ძალიან კარგად ვიცი, რა შემიძლია და როგორ ვჭირდები მწვრთნელს. მე ჯერ კიდევ დასამტკიცებელი მაქვს, რომ ამ გუნდს ვიმსახურებ. ძალიან კარგად ვიცი, როგორი ძნელია სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება, მაგრამ მე ამისთვის ყველაფერს გავიღებ.

"რეალმა" უკვე სამი ახალწვეული დაიმატა და, მინდა ვთქვა, რომ სამივე კარგი შენაძენია. ისინი აუცილებლად დაეხმარებიან გუნდს მიზნების მიღწევაში. ნური შაჰინი ბუნდესლიგაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ეს უკვე თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. საუკეთესოებმა კი "რეალში" უნდა ითამაშონ.

კრიშტიანო რონალდომ 41 გოლი გაიტანა ლა ლიგაში (შენიშვნა: ინტერვიუ "მარკამ" ჩაწერა, რომელიც ამტკიცებს, რომ პორტუგალიელმა 41 გოლი გაიტანა სეზონში და არა 40). ეს ისეთი რეკორდია, რომლის დამხობა ძალიან, ძალიან გაუჭირდებათ წლების განმავლობაში. მის მაგივრად მიხარია, რადგან არა მარტო თავად უყვარს გატანა, არამედ თანაგუნდელებსაც გვარიანად ეხმარება. ჩვენ მოედანზე ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის.

რა გეგმები მაქვს მომავალ სეზონში? რა და, "ოქროს ბუცისთვის" უნდა ვიბრძოლო. რონალდომ ხომ უკვე აიღო, მომავალ წელს მე მსურს. რატომაც არა - მე ხომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ. ჩვენ სუპერგუნდი ვართ. როცა ვიხსენებ, ბოლო სეზონს, ვრწმუნდები, რომ მე ეს შემიძლია. შემდეგი სეზონი უკეთესი იქნება - ყველაფრის მოგება მინდა".

საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა