ინგლისის ნაკრების მეკარეზე დევიდ ჯეიმსზე მოგახსენებთ: 40 წლის ვეტერანი "ბრისტოლ სიტიში" რომ გადავიდა, "ლელოს" მკითხველმა უკვე იცის, მაგრამ...

ინგლისის ნაკრების მეკარეზე დევიდ ჯეიმსზე მოგახსენებთ: 40 წლის ვეტერანი "ბრისტოლ სიტიში" რომ გადავიდა, "ლელოს" მკითხველმა უკვე იცის, მაგრამ ის, რომ ჯეიმსი თავის სანაკრებო კარიერას დასრულებულად არ მიიჩნევს, ახალი და, დაგვეთანხმებით, ცოტათი უცნაური ამბავია. მართლაც, ერთი შეხედვით, "ჩემპიონშიფის" (პრემიერლიგის ქვემოთ, მეორე ინგლისური ლიგაა) მეათე გუნდის გოლკიპერი წესით ნაკრებში ვერ უნდა ხვდებოდეს, მაგრამ თავად იმედიანად არის და ამტკიცებს, რომ ნაკრების თავკაცზე ფაბიო კაპელოზე შთაბეჭდილების მოხდენა იქიდანაც შეიძლება.

კარიერის გაგრძელებასთან დაკავშირებით მეკარემ მართლაც თავისებური გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ის გახლავთ, რომ მას თავიანთთან გადასვლას პრემიერლიგის კლუბები "ვესტ ჰემი" და "ფულჰემი" სთავაზობდნენ. შოტლანდიიდან ხმას აწვდენდა გლაზგოს "სელტიკიც", მაგრამ ჯეიმსმა ბრისტოლს და იქაური გუნდის თავკაცს სტივ კოპელს მიაშურა.

"ინგლისის ნაკრებს თავს ვერ დავანებებ, - თქვა ვეტერანმა, - ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ უმაღლესი დონის ფეხბურთს ვთამაშობ. ის დღე, როდესაც ამას აღარ ვიწამებ, ჩემი კარიერის ბოლო დღე იქნება".

მოგეხსენებათ, კაპელო დღეს-ხვალ 11 აგვისტოსთვის, უნგრელებთან სათამაშოდ შემადგენლობას დაასახელებს და ჯეიმსს ეჭვი არ ეპარება, რომ იტალიელი მწვრთნელის სიაში ის აუცილებლად ეწერება.

"სამხრეთ-დასავლეთ ინგლისს პრემიერლიგაში გუნდი არასდროს ჰყოლია და დროა ეს ნაკლი გამოვასწოროთ - განაგრძო ჯეიმსმა - "ბრისტოლ სიტის" თავმჯდომარესთან სტივ ლენსდაუნთან ბევრი ვილაპარაკე და ძალიან მომეწონა ყველაფერი, რაც თავის კლუბსა და მის ამბიციებზე მითხრა. ახლა უკვე ვიცი, რომ ბრისტოლელებს ახალი სტადიონის აშენება და პრემიერლიგაში აღზევება უნდათ.

რამდენიმე შემოთავაზება პრემიერლიგის კლუბებიდანაც მქონდა, მაგრამ ჩემს ასაკში, ოჯახის კაცისთვის კლუბის სწორად შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პრემიერლიგაში რომ დავრჩენილიყავი ოჯახის ინტერესები უნდა დამეთმო - ჩემს სახლთან ახლოს პრემიერლიგის ერთი გუნდიც არ ბინადრობს. ბოლო ოთხ წელიწადში, განსაკუთრებით კი "პორტსმუთში" თამაშის წლებში, შინ ყოფნას ფაქტობრივად ვერ ვახერხებდი.

ხშირად, კვირაში ორი მატჩის ჩატარება მიწევდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოლსა და შვილებს კარგა ხანს ვერ ვხედავდი. თუმცა, ისე ნუ გაიგებთ, თითქოს, ოღონდ კი სამხრეთ-დასავლეთში მოვხვედრილიყავი და ნებისმიერ გუნდს გავუფორმები კონტრაქტს. "პლიმუთი", მაგალითად, ჩემს სახლთან უფრო ახლოს არის მაგრამ პრემიერლიგაში გადასვლის ამბიცია არ აქვს".

დევიდ ჯეიმსი და მისი იჯახი, რომელიც მეუღლისა და ოთხი შვილისგან შედგება, როგორც შეიტყვეთ სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, კერძოდ დივონში ცხოვრობს, ასე რომ სახლთან ახლოს ყოფინსათვის ვეტერანმა მართლაც საუცხოო ადგილი აირჩია.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მეკარემ პრემიერლიგაში 573 შეხვედრა ჩაატარა. სხვადასხვა წლებში ის თამაშობდა "ლივერპულში", "ასტონ ვილაში", "ვესტ ჰემში", "მანჩესტერ სიტისა" და "პორტსმუთში".

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"