ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კიმის შემდეგ კარო. ვინ არის შემდეგი?

კიმის შემდეგ კარო. ვინ არის შემდეგი?

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან პირწმინდად დამარცხდა - 1:6, 3:6
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ისევ უნდა გადადოს კარიერაში "დიდი სლემის" პირველი ტურნირის მოგება. დანიელი მესამე წრიდან გამოეთიშა როლან გაროსს, თანაც პირწმინდად დამარცხდა სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან - 1:6, 3:6.

თუ გავიხსენებთ იმას, რომ წინა დღეს ტურნირს გამოაკლდა რეიტინგის მეორე ნომერი კიმ კლაისტერსი, მივიღებთ უნიკალურ სიტუაციას - პირველად "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში 1/8 ფინალში ვერ გავიდნენ პირველ ორ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები.

ჰანტუხოვა სრულად დომინირებდა კორტზე. სლოვაკმა მხოლოდ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება და ხუთი ბრეიკი გააკეთა. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ვოზნიაცკის მხოლოდ 9 "ვინერსი" ჰქონდა, დანიელას - 28. მატჩი საათი და 13 წუთი გაგრძელდა. ჰანტუხოვასთვის ეს იყო პირველი მოგება ვოზნიაცკის წინააღმდეგ გამართულ ოთხ მატჩში.

გუშინ კიდევ ერთი სენსაციის ავტორი გახდა არგენტინელი ხისელა დულკო. მან ბრძოლას გამოთიშა შარშანდელი ფინალისტი, ავსტრალიელი სამანტა სტოსური, რომლისთვისაც როლან გაროსი საყვარელი ტურნირია და აქ ზედიზედ ორი წელი მინიმუმ ნახევარფინალში თამაშობდა.

ავსტრალიელი ძალიან ბევრს ცდებოდა - ორი საათის განმავლობაში 35 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა. მიუხედავად ამისა, სამანტას ჰქონდა მატჩის მოგების შანსი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე სეტში ძალიან მაღალი დონის ჩოგბურთი აჩვენა (6:1). მაგრამ დულკო ფსიქოლოგიურად არ გატყდა, ბრეიკით დაწინაურდა 4:2 და ბოლომდე შეინარჩუნა ეს უპირატესობა. არგენტინელმა გაიმეორა "დიდი სლემის" ტურნირებზე თავისი საუკეთესო შედეგი - 2006 წელს როლან გაროსზე და 2009 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ხისელამ ასევე მერვედფინალში თამაშა.

გუშინდელი დღე ცენტრალური მატჩით უნდა დასრულებულიყო, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა. ამჯერად არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს უნდა ეცადა სეზონის ლიდერის ნოვაკ ჯოკოვიჩის შეჩერება.

პირველი სეტი სერბმა 6:3 მოიგო, მაგრამ მეორე პარტია იგივე ანგარიშით დელ პოტრომ აიღო და ამის შემდეგ, ცუდი ხილვადობის გამო მატჩი შეწყდა და მისი დასრულება მეორე დღისთვის გადაიდო. ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, დღეს წესით საინტერესო და დაძაბული ბრძოლა უნდა ვიხილოთ.

როგორც ჩანს, კარგ ფორმაშია როჯერ ფედერერი. შვეიცარიელმა ზედიზედ მესამე მატჩი ისე მოიგო, რომ სეტი არ წაუგია. "დიდი სლემის" 16-გზის ჩემპიონმა 10 ეისი გააკეთა და მხოლოდ 20 უნებლიე შეცდომა დაუშვა სერბი იანკო ტიპსარევიჩის წინააღმდეგ - 6:1, 6:4, 6:3.

ფედერერმა თამაშის ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს. პირველი მოწოდების სიზუსტე 67 პროცენტს უდრიდა, რეალიზაციის პროცენტი კიდევ უფრო მაღალი იყო - 84.

კაცები

1/16 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 7)-სერგეი სტახოვსკი (უკრ, 31) 6:1, 6:1, 6:3; გაელ მონფილსი (საფ, 9)-სტივ დარცისი (ბელ) 6:3, 6:4, 7:5; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 17) 4:6, 6:7, 7:6, 6:2, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 29) 6:1, 6:4, 6:3; ფაბიო ფონინი (იტა)-გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ, 30) 4:6, 6:3, 6:3, 6:1; ალბერტ მონტანიესი (ესპ)-მიხაილ იუჟნი (რუს, 12) 6:1, 7:6, 6:1; რიშარ გასკე (საფ, 13)-ტომაშ ბელუჩი (ბრა, 23) 6:2, 6:3, 3:6, 6:3; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 25)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 3:6, 6:3 შეწყდა.

ქალები

1/16 ფინალი

დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 28)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 6:1, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 13)-რებეკა მარინო (კან) 6:0, 6:4; მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-ჯულია გორჯესი (გერ, 17) 3:6, 6:2, 6:4; ხისელა დულკო (არგ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 8) 6:4, 1:6, 6:3; ვერა ზვონარევა (რუს, 3)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 6:2, 6:3; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 14)-ნურია ლაგოსტერა ვივესი (ესპ) 3:6, 6:3, 6:3; ელენა იანკოვიჩი (სერ, 10)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:2, 6:2; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5)-შუაი პენგი (ჩინ, 29) 6:3, 1:2 პენგის უარი.

ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს

"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა

იამალის რკინის ლოგიკა - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს

შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი

საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა

გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს

პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული

მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?

ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო

"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა

ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!

[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო

ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა

[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა

კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა

განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან