ლენს არმსტრონგის ყოფილმა თანაგუნდელმა ტაილერ ჰემილტონმა ტურ დე ფრანსის შვიდგზის ჩემპიონი დოპინგის მიღებაში დაადანაშაულა
ლენს არმსტრონგის ყოფილმა თანაგუნდელმა ტაილერ ჰემილტონმა CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში ტურ დე ფრანსის შვიდგზის ჩემპიონი დოპინგის მიღებაში დაადანაშაულა. ასე რომ, კვლავ დადგა დღის წესრიგში ლეგენდარული ლენსის სპორტული პატიოსნების საკითხი.

ჰემილტონმა აღნიშნა, რომ არმსტრონგი და US Postal-ის სხვა წევრები აკრძალულ პრეპარატებს იღებდნენ ტურ დე ფრანში მონაწილეობისთვის. ტაილერი აკონკრეტებს - არმსტრონგი იყენებდა მრავალრიცხოვან სტიმულატორებს, EPO-ს, ტესტოსტერონს და ე. წ. "სისხლის დოპინგს".

"თავს ცუდად ვგრნობ იმის გამო, რომ ამის შესახებ მოყოლა მიწევს. მაგრამ მესმის, ჩემი სიტყვები მომავალში დაეხმარება სპორტს და ის უფრო სუფთა გახდება. იმ დროს არმსტრონგი ჩვენს გუნდში მთავარი ვარსკვლავი იყო და ბევრ საკითხს ხელმძღვანელობდა. ის იღებდა დოპინგს, როგორც სხვები. მაშინ ყველაფერს ვაკეთებდით არმსტრონგის გამარჯვებისთვის", - განაცახა ჰემილტონმა.

ტაილერის ნაამბობიდან ვიგებთ, რომ US Postal-ის ხელმძღვანელობა და ექიმები არ კრძალავდნენ დოპინგის გამოყენებას, თანაც მსგავსი სიტუაცია ამერიკულ საჯინიბოში არმსტრონგის მისვლამდეც იყო. აკრძალული პრეპარატები, მათ შორის EPO და ზრდის ჰორმონი ველომრბოლებს სადილის შემდეგ ურიგდებოდათ. გარდა ამისა, სპორტსმენებს სასტუმროში "სუფთა" სისხლს უღებდნენ, რომელსაც მოგვიანებით უკან უსხმადნენ მათ. ეს იმ მიზნით კეთდებოდა, რომ დაემალათ ათლეტთა ანალიზში აკრძალული პრეპარატების კვალი.

უნდა აღინიშნოს, რომ ადრე ჰემილტონი უარყოფდა თავის მონაწილეობას ანტისადოპინგო კანონმდებლობის დარღვევაში. ახლა კი საქვეყნოდ აღიარა დანაშაული და თავისი ყოფილი თანაგუნდელიც "გასვარა". ველოსპორტის სამყაროში ჰემილტონის ასეთ არათანმიმდევრულ საქციელს იმით ხსნიან, რომ ამერიკელს ფულის გაკეთება უნდა ცოტა ხნის წინ მისი ავტორობით გამოსული წიგნის მეშვეობით.

არმსტრონგის ნაცვლად ჰემილტონს პასუხი ლენსის ადვოკატმა მარკ ფაბიანმა გასცა: "ტელეარხმა CBS-მა არაპროფესიონალიზმი გამოავლინა. ჟურნალისტები სენსაციას გამოეკიდნენ. ტელევიზია ენდო საეჭვო წყაროს და სრული იგნორირება გაუკეთა არმსტრონგის 500 სუფთა დოპინგსინჯსა და მის ათეულობით თანაგუნდელის აზრს, რომლებიც მზად არიან დაადასტურონ ლენსის ნიჭი და პატიოსნება".

ჰემილტონი ამტკიცებს, რომ უკვე მისცა ჩვენება ლოს ანჯელესის სასამართლოში. ამერიკის ფედერალური პროკურატურა გამოიძიებს არმსტრონგის გუნდის კავშირს ნარკოტიკების გავრცელების ქსელთან. იტყობინებიან, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე დაუკავშირდა კოლეგებს საფრანგეთიდან ამ საქმეში თანამშრომლებისთვის. კერძოდ, ამერიკელებმა მოითხოვეს არმსტრონგის შარდის ანალიზი, რომელიც ველომრბოლმა 1999 წელს ჩააბარა. ამასთან, პროკურატურას უფრო აინტერესებს გუნდის მხრიდან ანტისადოპინგო კანონის დარღვევის საკითხი, ვიდრე არმსტრონგის სინჯის შედეგი, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჟურნალისტებმა ლენსის დადანაშაულება სცადეს, მაგრამ ვერაფერი დაამტკიცეს. ადრე ფრანგულმა გამოცემა "ეკიპმა" გამოაცხადა, რომ 1999 წელს ველომრბოლის ექვსი დოპინგსინჯი დადებითი შედეგისა იყო. მაგრამ მაშინ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა ასე ახსნა სიტუაცია - სინჯები არასწორად იყო გამოყენებული და მათი მტკიცებულებად გამოყენება არ შეიძლებაო.

ტურ დე ფანსი არ არის ერთადერთი რბოლა, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს ლენსის მიმართ ეჭვი. ჰემილტონმა გამოაცხადა, რომ 2001 წელს არმსტრონგმა დადებითი დოპინგსინჯი ჩააბარა "შვეიცარიის ტურზე", რომელიც წინ უძღოდა ტურ დე ფრანსს. მაგრამ ჰემილტონის სიტყვებით, ლენსი ამის გამო სულაც არ ნერვიულობდა. ჰემილტონი მიიჩნევს, რომ არმსტრონგმა გარიგება დადო ველომრბოლთა კავშირთან და ამჯერადაც "მშრალი" ამოვიდა წყლიდან.

აგრეთვე თავის ინტერვიუში ჰემილტონმა განაცხადა, რომ არმსტრონგი და იტალიელი მწვრთნელი მიჩელე ფერარი განიხილავდნენ, როგორ გამოეყენებინათ სწორად დოპინგი: "იტალიელი ასწავლიდა ლენსს, როგორ მიეღო აკრძალული პრეპარატები. ველოსპორტში არის კიდევ რაღაც გარდა ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშებისა.

არსებობს კიდევ ერთი ელემენტი - ეს არის დოპინგი". აქვე უნდა გაგახსენოთ, რომ ფერარი სამუდამოდ არის დისკვალიფიცირებული იტალიის ველოსპორტის ფედერაციის მიერ. არმსტრონგმა ასევე გაწყვიტა ყველანაირი ოფიციალური პროფესიული ურთიერთობა ამ იტალიელ მწვრთნელთან, მაგრამ მასთან დღემდე აქვს კავშირი.

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...