NBA. პლეი ოფი. 1/2 ფინალი: "ჩიკაგოსა" და "მაიამის" დაპირისპირებაში ახალგაზრდა გუნდმა თითქმის გარანტირებული გამარჯვება ვერ შეინარჩუნა
დიდი ხანი კონფერენციათა ფინალები ასეთი ერთნაირი არ ყოფილა. ისევე როგორც "დალასისა" და "ოკლაჰომას" სერიაში, "ჩიკაგოსა" და "მაიამის" დაპირისპირებაში ახალგაზრდა გუნდმა ვერ შეინარჩუნა თითქმის გარანტირებული გამარჯვება. ამჯერად "ოკლაჰომას" როლში აღმოჩნდა ტომ ტიბოდოს ახალგაზრდა გუნდი, რომელმაც ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, სასწაულებრივ ვერ შეინარჩუნა 12-ქულიანი უპირატესობა.

შეხვედრის დებიუტი ნამდვილად გაახარებდა "ხარების" გულშემატკივრებს. მართალია, მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან ალღო ვერ აუღეს "ჰიტის" თამაშს, მაგრამ სწრაფად მოეგნენ გონს და ორივე ფართან აქტიური თამაში დაიწყეს. მაგალითად, "ბულზის" მცველებმა შესანიშნავად იმუშავეს მეტოქის "დიდი ტრიოს" წინააღმდეგ, იმ დროს, როცა თავდასხმაში შეუდარებლად მოქმედებდნენ დერიკ როუზი და ლუოლ დენგი.

მეორე მეოთხედი პირველის ლოგიკური გაგრძელება გახდა. ფლორიდელებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ შეტევაში, არადა, ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში ამ მატჩში თითქმის პაუზის გარეშე თამაშობდნენ, რასაც ვერ ვიტყვით დუეინ უეიდზე, რომელსაც მხარი ჰქონდა დაზიანებული. შესაბამისად, უკვე მეორე 12-წუთეულში "ხარების" უპირატესობა 12 ქულამდე ავიდა. მიუხედავად ამისა, დიდი შესვენებისთვის "ჩიკაგომ" 10 ქულაზე მეტი ვერ მოიგო.

უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრაში "ბულზს" ბევრი რამ გამოსდიოდა. გუნდმა მოიგო მოხსნები, უკეთესად ათამაშებდა ბურთს, ნაკლები შეცდომა დაუშვა, მეტი ჩააგდო სამწამიანიდან და სწრაფი გარღვევების დროს. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი წარმატებისთვის.

მეორე ტაიმის დასაწყისი იმავე სცენარით წარიმართა, როგორც პირველი. ტომ ტიბოდოს შეგირდები დამაჯერებლად აკონტროლებდნენ თამაშს და ინარჩუნებდნენ მეტნაკლებად კომფორტულ უპირატესობას. მაგრამ მესამე მეოთხედის შუაში ჩიკაგოელებს რატომღაც ნერვებმა უმტყუნეს. ყველაფერი ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ კარლოს ბუზერის უხეშობით დაიწყო. ამის შემდეგ "ბულზის" მოთამაშეები აგრძელებდნენ უხეშობას და "ჰიტს" სასიცოცხლო მნიშვნელობის ტექნიკურ ჯარიმებს აგდებინებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ "მაიამის" ბევრი არაფერი გამოსდიოდა შეტევაში, ხოლო მათმა ლიდერმა თამაშიდან ზედიზედ 9 სროლა ააცილა, ასეთი შეცდომები მასპინძლებს, შესაძლოა, ძვირად დაჯდომოდათ.

ადგილობრივი პუბლიკისთვის საბედნიეროდ, "ჩიკაგო" გაუმკლავდა ამ წარუმატებელ მონაკვეთს. საპასუხო სპურტის ინიციატორი "ხარების" ვეტერანი კურტ ტომასი გახდა. ამ სერიაში ის პირველად გამოჩნდა მოედანზე და ბრწყინვალედ ითამაშა. რამდენიმე ზუსტმა ტყორცნამ და უმნიშვნელოვანესმა მოხსნებმა მასპინძლებს 10-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნეს. ეს ყველაფერი მეოთხე მეოთხედში მოხდა.

ვეტერანის თამაშის შემხედვარე გაჩნდა კითხვა - რატომ არ ენდობოდა წინა მატჩებში ტომ ტიბოდო ტომასს? მართალია, ომერ აშიქი პერიოდულად საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ფლორიდაში გამართულ წინა ორ მატჩში აშკარად ჩანდა, რომ "ჩიკაგოს" სწორედ ასეთი გამოცდილი კალათბურთელი აკლდა. არადა, იმის გახსენებაც შეიძლება, რა შესანიშნავად გამოიყურებოდა ტომასი რეგულარულ ჩემპიონატში, როცა ტრავმირებულ ჟოაკიმ ნოას ცვლიდა.

საბოლოოდ, ტიბოდო იმდენად მოიხიბლა კურტისა და გიბსონის თამაშით, რომ უბრალოდ დაავიწყდა სათადარიგოთა სკამზე ბუზერი და ნოა რომ ჰყავდა. რთული გასახსენებელია გუნდი, რომელიც კონფერენციის ფინალის მატჩს ისე ასრულებდა, რომ რეზერვში ჰყავდა გადასროლილი ორი წამყვანი კალათბურთელი.

ტიბოდო შეცდომებისთვის ყველაზე არასასურველ მომენტში დაისაჯა. "ჯალათის" როლში ლებრონი და უეიდი მოგვევლინენ. ბოლო წუთებში 14:2 გაქცევის შემდეგ სტუმრებმა არა თუ გაათანაბრეს ანგარიში, არამედ ორი ქულით წინ გასვლაც მოახერხეს. თავის ბოლო სრულფასოვან შეტევაში "ჩიკაგო" ტრადიციულად დერიკ როუზს ენდო. სეზონის MVP-მ შეძლო ლებრონის მოტყუება და მას ჯარიმის აღება აიძულა. დერიკმა პირველი ჯარიმა ჩააგდო, მეორე ააცილა და საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე ანგარიში იყო 81:80 "მაიამის" სასარგებლოდ.

ბუნებრივია, "ხარებმა" შეგნებული ჯარიმის ტაქტიკას მიმართეს, მაგრამ ბოშმა ორივე საჯარიმო ჩააგდო - 83:80. ბოლო შეტევაში ილინოისელებს აუცილებლად სჭირდებოდათ სამქულიანი, მაგრამ მასპინძლები "ჰიტის" მჭიდრო პრესინგის პირობებში დაიბნენ. შედეგად როუზმა მოუმზადებელი სამქულიანი ესროლა და, რა თქმა უნდა, ააცილა.

დერიკი მატჩისა და მთლიანად სერიის ანტიგმირი აღმოჩნდა. გუშინ მან 29 ტყორცნიდან მხოლოდ ცხრა მოათავსა კალათში. "მაიამისთან" ოთხ წაგებულ მატჩში როუზმა ჯამში 98-ჯერ ესროლა. ეს არის საშუალოდ 24.4 ტყორცნა მატჩში. სულ ჩააგდო 32 ბურთი. მივიღეთ რეალიზაციის 32.6 პროცენტი. კომენტარი ზედმეტია.

"ჩიკაგო" არდადეგებზე გაემგზავრა, რომლის დროსაც ტიბოდოს სერიოზული მუშაობა მოუწევს შეცდომების გასაანალიზებლად. "მაიამის" კი წინ აქვს თავის ისტორიაში მეორე სუპერფინალი, სადაც მას ძველი ნაცნობი "დალას მავერიქსი" ელოდება.

აღმოსავლეთი

ჩიკაგო-მაიამი 80:83

25:21, 20:17, 17:19, 18:26

ჩ: როუზი (25+8 პასი+5 მოხსნა), დენგი (18+7 მოხსნა+4 პასი), ბრიუერი (10), ბუზერი (5+6 მოხსნა), ნოა (5+8 მოხსნა+3 დაფარება), ბოგანსი (5), კორვერი (5), ტომასი (4+8 მოხსნა), უოტსონი (3), გიბსონი (0+7 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (28+11 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა+2 დაფარება), უეიდი (21+6 მოხსნა), ბოში (20+10 მოხსნა+4 დაფარება), მილერი (7+6 მოხსნა), ჩელმერსი (4), ენტონი (3+2 დაფარება), ჰასლემი (0+5 მოხსნა).

სერია: 1-4

ფინალი

21 მაისი - მაიამი-დალასი

2 ივნისი - მაიამი-დალასი

5 ივნისი - დალასი-მაიამი

7 ივნისი - დალასი-მაიამი

9 ივნისი - დალასი-მაიამი

12 ივნისი - მაიამი-დალასი

14 ივნისი - მაიამი-დალასი

სამწუხარო ამბავი - NBA-ის კალათბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] ვემბანიამა არასპორტული ქმედების გამო გააძევეს - "მინესოტამ" "სან ანტონიო" დაამარცხა
[VIDEO] ქამბექი 1:3-დან - "ფილადელფიამ" გადამწყვეტ მატჩში "ბოსტონ სელტიქსი" დაამარცხა
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა