9 იანვარს, საუდის არაბეთში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალში "ატლეტიკომ" "ბარსელონას" 3:2 მოუგო.

პირველ ტაიმში უპირატესობას "ბარსა" ფლობდა, რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე იან ობლაკი. შესვენების შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა კოკემ ანხელ კორეას პასი მიიღო და ბურთზე პირველივე შეხებით ანგარიში გახსნა - მეორე ტაიმის მე-19 წამზე! თუმცა მესიმ მალე გაიტანა საპასუხო გოლი.

შემდეგ ლეომ ისევ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ხოსე ლუის გონსალეს გონსალესმა ვიდეოგამეორება ნახა და დაასკვნა, რომ ბურთი ხელზე მოხვდა. მერე ანტუან გრიზმანმა კატალონიური გუნდი დააწინაურა, ცოტა ხანში კი არბიტრმა ჟერარდ პიკეს გოლი გააუქმა, ვინაიდან VAR-მა არტურო ვიდალზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

სულ ტყუილად ჩიოდა ამ შეხვედრამდე "როხიბლანკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო, ადრე ერთი პრობლემა გვქონდა - მსაჯები, ახლა კი ორი გვაქვს, მსაჯები და ვიდეოგამეორებაო...

თითქოს "ბარსელონას" მოწინააღმდეგისთვის საქმე უნდა მოეთავებინა, მაგრამ მოხდა დაუჯერებელი რამ - ზედიზედ ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია "ბარსას" დაცვის სუსტი თამაში და 84-ე წუთზე მსაჯის შეცდომა უკვე "ატლეტიკოს" საზიანოდ, როდესაც საჯარიმოში ბურთი პიკეს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

12 იანვარს ფინალში ერთმანეთს "რეალი" და "ატლეტიკო" შეხვდებიან.

გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ პირველად დალაშქრა თავისი ყოფილი გუნდის კარი.

მესიმ "ატლეტიკოს" 40 მატჩში 31 გოლი გაუტანა.

"ატლეტიკომ" დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობისას "ბარსელონას" პირველად გაუტანა სამი გოლი.

"ბარსელონა" უკანასკნელ 21 წელიწადში პირველად დამარცხდა, როდესაც საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე იგებდა - 1998 წელს "ოვიედომ" 2:1 მოუგო და გოლები 85-ე და 90-ე წუთებზე გაუტანა.

ჯიდა. "მეფე აბდულა". 58 410 მაყურებელი

ბარსელონა - ატლეტიკო 2:3

გოლები: 0:1 კოკე (46), 1:1 მესი (51), 2:1 გრიზმანი (62), 2:2 მორატა (82, პენ), 2:3 კორეა (86)

ზურა
ყველაფერი მიდის გვარდიოლას ბარსაში დაბრუნებისაკენ, რასაც ხელს შეუწყობს სიტიც, თუ რათქმა უნდა დამარცხდა ეს უკანასკნელი რეალთან. ამ შემთხვევაში გვარდიოლა ბარსაში ჩავა როგორც დიდი ალბათობით როგორც მხნელი
barsa
ანუ რეალისთვის ბარსასთან ფრე მოგების ტოლფასია, გასაგებია.
sormona
ტურნირიც რეალისთვის მოიფიქრეს, მერე ვალენსიასთან მოაგებინეს, მერე ბარსას ატლეტიკოსთან წააგებინეს და კიდე წინასწარ ვიცით ფინალს რეალი იგებს...
sormona
მე შეგახსენებ, სულ ბოლო დაპირისპირება მოუგო თუმცა იგივე ვარმა უშველა ბარსას და ფრედ დამთავრდა თამაში. 1) რეალის გატანილი გოლი არ ჩათვალეს სწორედ მილიმეტერებით კორპუსის ცოტათი წინ ქონის გამო - სწორედ ამას აპროტესტებთ თქვენც ახლა როცა დაგჭირდათ 2) მინიმუმ ერთი პენალტი არ დადეს ბარსას კარში ეს იყო რეალის მოგებული თამაში ბარსასთან და იგივე ლოგიკით ატლეტიკოსთანაც ბარსას ეკუთვნოდა მოგება
giga
ყოჩაღ ნონა// ყოველთვის ობიექტურად აფასებ.
laSa
ბარსა! რეალის ფანები ვერც გაიხსენებენ და ამიტომ ვერც გიპასუხებენ.
ნონა
ძალიან დასანანია როცა გუნდი დაუმსახურებლად აგებს მსაჯის და ვარის დახმარებით... მიუხედავად ყველაფრისა, ბარსა აგებს თუ იგებს, ყოველთვის ერთნაირად მიყვარს. მესის პირველი გატანილი ბურთი იყო ძალიან ლამაზი, მეორე კი ჩასათვლელი იყო, მაგრამ რას ვიზამთ ისევ ვარი ერთვება...
irakli
ბარსა იმსახურებდა მოგებას! მესის მეორე ბურთი 100%-ანი ჩასათვლელი იყო.
მესი
ატკინეს ბარსას ძლიერ და ღრმად,
Megreli
ერნესტო, არასოდეს არ წახვიდე ბარსადან)))) კიდე კაი ჩელსისთან არ იყო ვარ - ი

მსაჯმა თუ უნდა გადაწყვიტოს მაინც ვარ-ი ვერ უშველის ამას. ვერ ხედავენ და ვერც მართებული დასკვნა გამოაქვთ ვიდეოგამეორებიდან. საერთოდ თამაშგარის წესია შესაცვლელი და იქნებ ეშველოს ცხვირის, ყურის და ფრჩხილის გამო თამაშგარეს - მანძილი (თავისუფალი სივრცე) უნდა იყოს თავდამსხმელსა და მცველს შორის თამაშგარის ჩასათვლელად. ან საერთოდ გაუქმება იქნებ ჯობდეს - ახლა რაც ხდება სრულად აფუჭებს თამაშს.
ნნ
ბარსას ნამდვილ ფანს მე მგონი არ უნდა გაუტყდეს ძალიან ის რაც ხდება. ვალვერდეს და ბართოლომეუს დრო ბარსაში რაც შეიჴლება დროზე უნდა დამთავრდეს. რას დაამსგავსეს გუნდი.სანამდე უნდა ათრიოს ეს არეული გუნდი რომელსაც არც ტაქტიკა ეტყობა არც სტრატეგია არც მეტნაკლებად ლოგიკური სატრანსფერო პოლიტიკა ერთმა ადამიანმა- მესიმ?
Vasili
პიკეს ფრჩხილზე შეეხო ბუთი, და ეგ იყო პენალი? პიკეს ფრჩხილები დაჭრილი რომ ქონოდა აღარ გახდებოდა ეგ განსჯის საგანი, მესის ტყუილად გაუუქმეს გოლი! მეორე გოლი კიდევ, მხოლოდ იმიტომ არ ჩაუთვალეს ბარსას რომ ვიდალის ცხვირი აფსაიტში იყო! / ასე იყო თუ ისე , ორ მომენტში დაიჩაგრა ბარსა, მაგრამ არც ატლეტიკო იყო გულხელდაკრეფილი , გასატანი ვერ გაიტანა ორჯერ გრიზმანმა და სამაგიეროდ ატკეტიკომმ გაიტანა და გავიდა ფინალში კიდეც.../// მე ბარსას ვგულშევმატკივრობ მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას რომ რეალი მძულდეს, ( თამაშის მომენტში ცოტა კი მძულს :D) მაგრამ ეს ორი გუნდი ერთმანეთს რომ ხვდება მაგას აქ ხიბლი და მუღამი,/// ოღონდ ბოლო ელ კლასიკო არ ითვლება, ეგ ცოლიანები~უცოლოების თამაში უფრო იყო...
კარგით რა
ადმინ ხალხი რო დაწერს კომენტარს მაინც და მაინც უნდა მიაწერონ არ დაბლოკოთთქო რა წაიღეთ ტვინი ამ მიკერძოებულობით რეალის ან ბარსას ან სხვა გუნდის მხარეს ბარსამ ჩაისვარა და ეგაა ფაქტი მესიმ რანაირად მიიღო ოქროს ბურთი ეგეც საკითხავია და ასევე საკითხავია ვალვერდე კვლავ რატომაა საერთოდ ლოჟაში ჩაისვარა მწვრთნელიანად ბარსამ და ეგაა აქ VARი არაფერ შუაშია.
barsa
კითხვა მაქვს რეალის ფანებთან, როდის მოუგო რეალმა ბარსას ბოლოს იქნებ გამახსენოთ თორე მე ვერ ვიხსენებ.d.d.
კარგით რა
ატლეტიკოს პენალტზე რას იტყვით?ძალიან სწორად არ ჩაუთვალეს ბარსას პიკეს გოლი.რაც შეეხება თამაშს რასაც ვუყურე ატლეტიკო საკაიფოდ თამაშობდა და დაიმსახურა მოგება.ნუ აბრალით ხან ამას ხან იმას რაც არი არი.მესი,რომ თამაშში არ ყოფილიყო ბარსა გოლს საერთოდ ვერ გაიტანდა აი ამიტომ ეკუთვნოდა მესის ოქროს ყურსაკიდი დაჯილდოებაზე:):):)
აკაკი
კომენტარი დავწე სტატიის ავტორო ბარსას ფანო პენალტზე რას იტყვი რეალთან ორ არ დადებულ პენალტზე რას იტყვი კიდევ??? ვაარი იქ ვის აგებინებდა
აკაკი
სტატიის ავტორი აშკარად ბარსას ფანია რეალთან თამაშის დროს ვაარმა აჩუქა ხო ფრე ბარსას რეალს ორი 100% პენალტი რომ არ დაუდეს რატომ არ დაწერე მაშინ ასე ...სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს ... პროფესიონალი უნდა იყო შენს საქმეში და არა მიკერძოებული...
zviads
ვალვერდე სახლში, პოჩეტინო ბარსაში!
S...S----ს
აბაა.. შენც დააკვირდი ხო? რა პენალტი არ დაუდეს ატლეტიკოს, არა და უჭველი ხელით ითამაშა, თან განზრახ
F
Varma da valverdem ertat
s..s
ვულოცავ რეალს მათთვის შექმნილი ტურნირის წინასწარ მოგებას! აბა თეთრ ვირთხებს ამდენი წელი შიდა ტიტულის მოუგებლად ხო არ დატოვებდნენ?
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ჟოზე დაბრუნდა - მოურინიომ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა
[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
შენგელიას "ბარსელონა" ნახევარფინალს მიუახლოვდა
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
პსჟ-მ "ატლეტიკოს" ალვარესში 120 მილიონი და 2 ფეხბურთელი შესთავაზა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ნასრი: ლუის ენრიკე პსჟ-ს მხოლოდ ერთი კლუბის გამო დატოვებს
"ლივერპულის" მცველი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს
უარი ვარსკვლავებზე - მოურინიოს თხოვნა პერესს
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა