საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში დღეს,28 მაისს ნახევარფინალური მატჩებია
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში დღეს,28 მაისს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის ქართველ მორაგებთა ორი გუნდი, "კლერმონი და "ტულონი" იბრძვის.

ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებული, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" მარსელში დაუპირისპირდება, ფრანგული რაგბის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან "ტულუზს", რომელმაც წლეულს რეგულარული გათამაშება მოიგო.

მიმდინარე ჩემპიონატში "ვულკანებმა" მეტოქეს შინ 32:25 მოუგეს, სტუმრად კი, მეორე წრეში 6:15 წააგეს. სპეციალიტთა შფასებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდების შეხვედრა, ფაქტობრივად ფინალია.

"კლრემონი" და "ტულუზი" საფარნგეთის ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი გუნდები არიან. ჩვენებურის გუნდმა 61 ლელო გაიტანა, ტულუზელების ანგარიშზე კი ერთით მეტია. "ვულკანები" ეცდებიან რეკორდი დაამყარონ. გამარჯვების შემთხვევაში ისინი ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ ფინალში. სულ კი მათ ანგარიშზე 12 ფინალია. აქდან, მხოლოდ ერთხელ შეძლეს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

განსხვავებული, ბევრად უკეთესი სტატისტიკა აქვს "ტულუზს". ამ გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში თვრამეტჯერ ითამაშა და ჩემპიონი თერთმეტჯერ გახდა. ბოლოს ტულუზელებმა 2008 წელს ფნალში, სწორედ "კლერმონი" დაამარცხეს.

ამ შეხვედრაში საინტერესო იქნება, როგორ ითამაშებს "ტულუზის" მგეზავი დავიდ სკრელა, რომელიც მომავალი სეზონიდან უკვე "ვულკანების" კვართს მოირგებს. ზირაქაშვილი სათადარიგოთა შორისაა.

მარსელში გაიმართება, მეორე ნახევარფინალური მატჩიც, რომელშცი ერთმანეთს მამუკა გირგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" და პარიზული "მეტრო რასინგი" დაუპირისპირდება.

მონპელიელებმა, თავისი მოკლე ისტორიის მანძილზე (კლუბი 1984 წელსაა დაარსებული) პლეი ოფის ნახევარფინალში პირველად გააღწიეს. რასაც ვერაფრით ვიტყვით მათ მეტოქეზე. "მეტრო რასინგი" სულაც საფრანგეთის პირველი ჩემპიონია, თუმცა ას წელიწადზე მეტი ისტორიის განმავლობაში, ამ გუნდმა ბევრ ქარტეხილს გაუძლო. ელიტარული პირველი დივიზიონი არაერთხელ დაუტოვებია, საუკეთესოთა შორის დაბრუნებას მუდამა ახერხებდა.

ამჟამად, პარიზულ გუნდს მშვენიერი დროება უდგას. გუნდს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ლეგენდარული პიერ ბერბიზიე წვრთნის და საკმაოდ საფუძვლიანი, საჩემპიონო ამბიციები აქვს.

სერიოზული ცვლილებები მოხდა ბოლო კვირაში "მონპელიეს" დირექტორატში. კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტი ბიზნესმენ მოჰედ ალტრადის ხელში გადავიდა, რაც მას, სულ რაღაც 2 400 000 ევროდ დაუჯდა. სამაგიეროდ გუნდის დაფინანსებაზე უარი განაცხადა "ნიკოლინის" ჯგუფმა. რაც ალტრადის ძალიან გაუკვირდა და ნიკოლინების ოჯახს თანამშრომლობა შესთავაზა. ამაზე "მონპელიეს" ახალმა შეფმა ცივი უარი მიიღო.

ამდენად, მარსელში "ველოდრომზე" გუნდის საქომაგოდ მხოლოდ მოჰედ ალტრადი მივა. მამა-შვილი ნიკოლინები კი ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ფინალის საყურებლად ლონდონში გაემგზავრებიან.

ერთი სიტყვით, მარსელში ორივე გუნდი გამარჯვების მისაღწევად არაფერს დაიშურებს. პარიზელებს დიკვალიფიცირებული სებასტიან შაბალი დააკლდებათ. "მონპელიე" კი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. გუნდის გაფართოებულ სიაში ქართველთაგან მხოლოდ გორგოძე, ჟღენტი და შველიძე არიან.

I დივიზიონი

ნახევარფინალი

კლერმონი-ტულუზი, მონპელიე-მეტრო რასინინგი

ფედერალ 1 დივიზიონში ხვალ, 29 მაისს პლეი ოფის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. ელიტურ, მეორე დივიზიონში ასვლას ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი ცდილობს.

"ქართული გუნდებიდან" ყველაზე რთული მდგომარეობა გიორგი მჭედლიშვილისა და ლაშა მალაღურაძის "ბეზიეს" აქვს, რომელმაც პირველ მატჩში სტუმრად წააგო "ბურგ ან ბრესთან" - 9:23 და ახლა 14-ქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად დიდი გარჯა დასჭირდება.

ნახევარფინალში გასვლის ერთნაირი შანის აქვთ "მასის" და "პერიგოს". შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ" პირველ შეხვედრაში სტუმრად მინიმალური სხვაობით წააგო "ლიმოჟთან" და, წესით, ერთ ქულაზე მეტით მოგება არ უნდა გაუჭირდეთ.

წარმატების შემთხვევაში "მასის" მეტოქე იქნება თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგო", რომელიც პირველ მატჩში სტუმრად ფრეს დასჯერდა "ბობინისთან" - 22:22.

ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების შუამარბი თედო ზიბზიბაძე, რომელმაც პერიგოელთა გუნდიდან ერთადერთი ლელო გაიტანა და მარცხიგან იხსნა.

ფედერალ 1

მეოთხედფინალი

მასი-ლიმოჟი (18:19), პერიგო-ბობინი (22:22), ბეზიე-ბურგ ან ბრესი (9:23), ტიროსი-ვანი (12:9)

ilarioni
ბესიკ თქვენგან ძალიან მიკვირს, მსგავსი რაოდენობის არასწორი და ნაწილობრივ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის განთავსება. ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე მაგის დაწერილი ვერ იქნება მეთქი იმდენად ბევრი გრავირებული შეცდომაა დაშვებული ამ მოკლე სტატიაში
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა