B ჯგუფიდან მერვედფინალში გასვლის შანსი ჯერ არავის დაუკარგავს, მათ შორის, არც ბოლოადგილოსან ნიგერიას, რაც ამ მატჩში დიდი დაძაბულობისა და შესაძლოა, კარგი სანახაობის გარანტიასაც იძლევა. არგენტინას თავი უკვე ქუდში აქვს, დანარჩენი სამი გუნდიდან კი ყველაზე უკეთესი შანსი, რაღა თქმა უნდა, სამხრეთ კორეას აქვს...

B ჯგუფი

22 ივნისი. დურბანი. დურბან სთედიუმი. 22:30

ნიგერია-სამხ. კორეა

სავარაუდო შემადგენლობები

ნიგერია: ენიეამა - ოდია, იობო, შიტუ, ტაივო - იუსუფი, ეტუჰუ, ჰარუნა - ობასი, კ. უჩე - იაკუბუ.

სამხ. კორეა: სუნ-რიონ იუნი - ჩა-დუ რი, იონ-ჰიუონ ჩო, იუნ-სუ ლი, იან-პიო ლი - იუნ-ვუ კიმი, სუნ-იონ კი, ჩუნ-იონ ლი, ჟი-სუნ პარკი - კი-ჰუნ იეომი, ჩუ-იან პარკი.

არბიტრი: ო. ბენკერენკა (პორტუგალია)

B ჯგუფიდან მერვედფინალში გასვლის შანსი ჯერ არავის დაუკარგავს, მათ შორის, არც ბოლოადგილოსან ნიგერიას, რაც ამ მატჩში დიდი დაძაბულობისა და შესაძლოა, კარგი სანახაობის გარანტიასაც იძლევა. არგენტინას თავი უკვე ქუდში აქვს, დანარჩენი სამი გუნდიდან კი ყველაზე უკეთესი შანსი, რაღა თქმა უნდა, სამხრეთ კორეას აქვს, რომელსაც ჯერჯერობით უქულო კონკურენტებისგან განსხვავებით, პირველ ტურში სამი ქულა მოიპოვა და ამით პრივილეგირებულ მდგომარეობაშია.

თუმცა კორეელებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ამ სიტუაციის შენარჩუნებას შეუპოვარი ბრძოლა სჭირდება. პირველ ტურში აზიელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს საბერძნეთი და იმის მიუხედავად, რომ არგენტინასთან ვერაფერი გააწყვეს, მაინც შეუძლიათ ჰქონდეთ ნიგერიელთა ძლევის იმედი. აფრიკელები მართალია, ორივე განვლილ შეხვედრაში დამარცხდნენ, მაგრამ ორივეგან ღირსეულად გამოიყურებოდნენ და ოდნავ მეტი იღბალი რომ ჰქონოდათ, ასეთ რთულ ვითარებაში არ აღმოჩნდებოდნენ.

ნიგერიელთა მდგომარეობა ძნელია, მაგრამ არამც და არამც - გამოუვალი. ჯგუფიდან გასასვლელად მათ კორეელთა ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება სჭირდებათ, მაგრამ ამავდროულად, არცთუ უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე არგენტინამ საბერძნეთს უნდა მოუგოს, ასევე ნებისმიერი ანგარიშით.

სამხრეთკორეელთა ამოცანა გაცილებით მარტივია - თუ არგენტინა საბერძნეთს დაამარცხებს, იუნ-მო ჰუნის გუნდს ნიგერიასთან ფრეც აძლევს ხელს, ხოლო თუ ოტო რეჰაგელის კრებულმა ალბისელესტეს ქულა აართვა, მაშინ კორეელებს ამის ანალოგიური ან უფრო შედეგიან ფრე დასჭირდებათ (გამარჯვება თავისთავად).

მოკლედ, გავიმეოროთ, რომ საფლეიოფო შანსები კორეელებსაც აქვთ, ნიგერიელებსაც და ბერძნებსაც, მაგრამ საამისოდ ყველაზე მეტი სადავე ხელთ აზიელებს უპყრიათ.

სამხრეთ კორეის ნაკრებში არც ტრავმირებულია ვინმე და არც - დისკვალიფიცირებული, ასე რომ, ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები მოსალოდნელი არაა, ხოლო ნიგერიის ნაკრებს დასჯილი ჰყავს შუახაზელი სანი კაიტა, რომლის ქარაფშუტულმა საქციელმაც დიდად განაპირობა მისი გუნდის საბერძნეთთან გაძევება. მყარად დაიმკვიდრა ადგილი სასტარტოში კალუ უჩემ, რომელსაც მუნდიალზე თავისი გუნდის ჯერჯერობით, ერთადერთი გოლი აქვს გატანილი. გასაკვირი არ იქნება, "სუპერარწივთა" რიგებში კიდევ რამდენიმე ცვლილება ვიხილოთ. ვეჭვობთ, ლარს ლაგერბაკი ყველა შეგირდის თამაშით კმაყოფილი იყოს.

"ეჭვი არ მეპარება, რომ მაყურებელი უაღრესად საინტერესო თამაშს იხილავს. ჩემმა გუნდმა განვლილ მატჩებში ღირსეულად ითამაშა, მაგრამ ვერ მივაღწიეთ მთავარს - შედეგს. დროა, ამ მხრივაც გამოვიჩინოთ თავი. მოტივაცია კი საკმარისზე მეტი გვაქვს, კარგად ვიცით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს და იმის მიუხედავად, რომ ძლიერი მეტოქე გვეყოლება, მის გამოსაყენებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ", - აცხადებს ლარს ლაგერბაკი.

კორეელთა მცველის, იან-პიო ლის თქმით, ეს მატჩი მის კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია: "ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ, ჩემი თანაგუნდელებისთვისაც, ეს შეხვედრა განსაკუთრებულია. ნიგერიასთან მატჩში ჩვენი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა და მთელი სამხრეთ კორეის გახარება უნდა შევძლოთ".

ლევან ჯანეზაშვილი

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს