შვეიცარიის ქალაქ ნიონში საფეხბურთო სიმულატორ PES-ის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად საქართველოს კიბერნაკრები F ჯგუფში კოსოვოს, ჩრდილოეთ ირლანდიის, ბელარუსის, ლიეტუვისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

შესარჩევი ეტაპის მატჩები 2020 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს, მიმდინარე წლის 9-10 ივლისს ლონდონში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს ტურნირზე 2 მოთამაშე - გიორგი საკანდელიძე და ალექსანდრე მომოტოვი წარმოადგენს, რომლებმაც PES 2020-ის საქართველოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

შეგახსენებთ, რომ კიბერნაკრების დასაკომპლექტებლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს კომპიუტერულ სპორტის ფედერაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატის ფარგლებში, შესარჩევი ტურები საქართველოს 7 ქალაქში (ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, თბილისი) ჩატარდა. საბოლოოდ ტურნირში მონაწილეობა 2352-მა მოთამაშემ მიიღო.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

alxamdulilah
გიორგი ჯანელიძე კაცების შოუდან თუ იღებს მონაწილეობას?
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე