მატჩს იმისათვის, რომ ეს თამაში ისტორიაში დიადი გამხდარიყო, დიადი "მანჩესტერი" აკლდა
მატჩს იმისათვის, რომ ეს თამაში ისტორიაში დიადი გამხდარიყო, დიადი "მანჩესტერი" აკლდა. თამაშის შემდეგ პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ გუნდის სათავეში, კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთ წელს კიდევ იმუშავებს, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვდით, რომ კიდევ 25 წელი დარჩენილიყო, როგორც ფერგიუსონი "მანჩესტერში" და არ მოეკლო ის საოცარი სიამოვნება, რომელსაც მისი გუნდის თამაშიგან ვიღებთ. ვენგერის 15 წელიც სრულიად მისაღები ვარიანტია.

პირველ წუთებში "იუნაიტედი" მრისხანედ გამოიყურებოდა. პირველ 10 წუთში "ბარსელონა" არათუ "მანჩესტერის" საჯარიმომდე , მეტოქის მოედნის ნახევრის მესამედამდეც არ მისულა. შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ "მანჩესტერის" ფორმით მოედანზე ნამდვილი "ეშმაკები" გამოვიდნენ. ამ შემთხვევაში არა წითლები, არამედ თეთრები - თავიანთი გასვლითი მატჩების ფორმით. შესაძლოა ეს გამოდგა მათთვის საბედისწერო?

შეხვედრის ოთხივე გოლი სათამაშო ეპიზოდებიდან გავიდა და არა სტანდარტული სიტუაციიდან.

სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. "ბარსელონას" ლამაზი და ოსტატური ფეხბურთის ბადალს "მანჩესტერიდან" მხოლოდ უეინ რუნი თამაშობდა. ორი "კედლის" შემდეგ მაღალი კლასის გოლი გაიტანა და ბოლომდე ლომივით იბრძოდა - მეტოქის მეორე და მესამე გოლის შემდეგაც კი. არ იყო გასაკვირი, რომ ფინალური სასტვენის შემდეგ ”შრეკი” ერთადერთი იყო ვინც "მანჩეტსერის ფანების ტრიბუნასთან მივიდა. დაჯილდოების შემდეგ, თითქოს გაახსენდათო, მთელი გუნდი მივა, მაგრამ იქ თითქმის აღარავინ იქნება.

საერთოდ "მანჩესტერის" გულშემატკივრებმა არასასიამოვნოდ გაგვაკვირვეს. გახსოვთ, რა მოიმოქმედეს "ლივერპულის" ფანებმა ლეგენდარულ სატმბულის ფინალში "მილანთან" 0:3-ის დროს? აბსოლუტურად ყველა მოთამაშემ აღიარა, რომ შესვენებისას გასახდელის კედლებიდან თავისი ტორსიდის ომახიანი გამხნევება ესმოდათ, რამაც ახალი ძალები შთაბერა და საბოლოო ჯამში სასწაულის მოხდენა შეაძლებინა.

წუხელ მეორე და მესამე გოლის შემდეგ "მანჩესტერის" გულშემატკივრების ტრიბუნა სამარცხვინოდ დუმდა. ვერ დაიჯერებდით თუ ისინი ინგლისელები იყვნენ. შესაძლოა ეს ბილეთების ფასის მკვეთრად გაძვირების შედეგი იყოს, რამაც სტადიონზე მხოლოდ აზიზების სიარული გამოიწვია, რომელთაც მხოლოდ იოლი გამარჯვებების მირთმევა სურთ.

შესაძლოა ამიტომაც იდგა ფერგიუსონი ფინალური სასტვენის შემდეგ "უემბლიზე" ერთ ადგილას ჯიბეში ხელჩაწყობილი. ის უდიდესი მწვრთნელია. მან ამ სეზონში დიდებული "მანჩესტერი" გვაჩვენა, ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, მაგრამ გადამწყვეტ დღეს არც ფეხბურთელები და არც გულშემატკივრები თავისი მწვრთნელის ღირსნი არ აღმოჩნდნენ. მხოლოდ 10 წუთი ითამაშეს მრისხანედ და აგრესიულად, როცა ამგვარად 90 წუთი უნდა ეთამაშათ.

რამდენჯერ გსმენიათ ამ დღეებში ჩიჩარიტოს სახელი და სად იყო მანჩესტერელი ვუნდერკინდი მთელი მატჩის განმავლობაში? როგორც ჩანს, მისთვის ასეთ გადამწყვეტ მატჩებში მთავარი და გადამწყვეტი როლის შესრულება ჯერჯერობით ადრეა. მარტო ერნანდესი ჩავარდა? რას აკეთებდა მოედანზე პაკ ჯი სუნი? ან კერიკი? იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "იუნაიტედს" შეტევაში ხალხი არ ყოფნიდა - მხოლოდ რუნის ყველას მაგივრად თამაში უჭირდა. "ბარსამ" "მანჩესტერს" უბრალოდ, დაცვიდან გამოსვლის საშუალება არ მისცა.

შესაძლოა, ფერგიუსონიც შეცდა, როდესაც მოულოდნელად პრემიერლიგის საუკეთესო სნაიპერი დიმიტარ ბერბატოვი მატჩის განაცხადშიც არ შეიყვანა. რის შედეგადაც, წამგებიანი ანგარიშისას შეტევის გაძლიერების ვარიანტი აღარ დარჩა. იქნებ ელოდით, რომ მოედანზე ყველასგან დავიწყებული მაიკლ ოუენი გამოვიდოდა და არაფრიდან გადამწვეტ გოლს გაიტანდა, მაგრამ არა.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იმედგაცრუებულმა გიგზმა ბოლო წუთზე პუიოლს უხეშად ჩაარტყა. კატალონიელთა კაპიტანი, რომელიც მოედანზე ბოლო წუთებზე გამოვიდა და კაპიტნის სამკლავური ჩავისგან მაშინვე მიიღო, მეტოქეზე არც გაბრაზებულა. მხოლოდ მიუახლოვდა და უკნიდან მხარზე ხელი მოუთათუნა. ბოროტი და უხეში "ბარსა" - ეს საერთოდ წარმოუდგენელი რამეა.

გუშინდელ მატჩზე "კამპ ნოუს" წარმომადგენლები ღვთაებრივები იყვნენ. ფეხბურთის უკეთ თამაში, მართლაც უბრალოდ შეუძლებელია. მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ბრავო, "ბარსა"! "ბარსელონა" მეტი იყო, ვიდრე გუნდი.

ალექს ფერგიუსონი: არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ ევროპის საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. ჩვენ ფანტასტიკურ გუნდთან წავაგეთ, თუმცა ველოდი, რომ უკეთ ვითამაშებდით. ვფიქრობ, საბოლო ჯამში უფრო ძლიერმა მეტოქემ დაგვამარცხა.

ხოსეპ გვარდიოლა: ვფიქრობ, დღეს ბრწყინვალედ ვითამაშეთ. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ამ ტურნირის მოგება ყოველთვის უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. როცა ანგარიში გავხსენით, ვიცოდით, რომ "იუნაიტედი" გათანაბრებას შეეცდებოდა. საბოლოო ჯამში მატჩის სადავეების ხელში აღება და კარგი გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი: "ბარსელონა"-"მანჩესტერ იუნაიტედი" 3:1 (1:1)

გოლი: პედრო, 27 (1:0), რუნი, 34 (1:1), მესი (54 (2:1), ვილია 69 (3:1)

"ბარსელონა": 1 ვიქტორ ვალდესი, 2. დანი ალვეში (5. პუიოლი, 88), 14. მასკერანო, 3. პიკე, 22. აბიდალი, 6. ჩავი, 16. სერხიო ბუსკეტსი, 8. ინიესტა, 7. ვილია (15. კეიტა, 86), 10. მესი, 17. პედრო (20. აფელაი, 90+2).

სათადარიგოები: 38. ოიერი, 9. ბოიან კრკიჩი, 21. ადრიანუ, 30 ტიაგო.

"მანჩესტერ იუნაიტედი": 1. ვან დერ სარი, 3. ევრა, 5. ფერდინანდი, 15. ვიდიჩი, 20. ფ. და სილვა(17. ნანი, 69), 25. ვალენსია, 16. კერიკი (18.სქოულზი, 77), 11. გიგზი, 13. პარკ ჯი სუნი, 10. რუნი, 14. ერნანდესი.

სათადარიგოები: 29. კუშაკი, 7.ოუენი, 8. ანდერსონი, 12. სმოლინგი, 24. ფლეტჩერი.

გაფრთხილება: დანი ალვეში,. კერიკი, ვალენსია, 79. ვიქტორ ვალდესი

მთავარი მსაჯი : კაშაი (უნგრეთი)

ბურთის ფლობა: 65%-35%,

დარტყმა: 14 (10)-3 (1) ,

კუთხური: 6-0,

თამაშგარე: 1-5 ,

სეივი: 0-7,

ჯარიმა: 5-16.

28 მაისი. ლონდონი. "უემბლი". 87 696 მაყურებელი.

ხოსეპ გვარდიოლა: ვფიქრობ, დღეს ბრწყინვალედ ვითამაშეთ. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ამ ტურნირის მოგება ყოველთვის უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. როცა ანგარიში გავხსენით, ვიცოდით, რომ "იუნაიტედი" გათანაბრებას შეეცდებოდა. საბოლოო ჯამში მატჩის სადავეების ხელში აღება და კარგი გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ.

ალექს ფერგიუსონი: სამარცხვინო არაა, რომ ევროპის საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. ჩვენ ფანტასტიკურ გუნდთან წავაგეთ, თუმცა ველოდი, რომ უკეთ ვითამაშებდით. ვფიქრობ, საბოლო ჯამში უფრო ძლიერმა მეტოქემ დაგვამარცხა.

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

თემური
დიდება ბარსას!!! მათ შექმნეს ახალი ერა თანამედროვე ფეხბურთში. ისინი საეუკეთესოები არიან არამარტო ევროპაში. მართლა ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა